მოიძებნა 668071 ჩანაწერი
4621.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ჰიდროლოგია
მთიანი დაღესტნის წყლის ბალანსის სტრუქტურის ანალიზიდან ჩანს, რომ აღნიშნული ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილში დიდია ზედაპირული ჩამონადენი, რაც საშუალებას იძლევა ამ უკანასკნელი რეგულირებით გაიზარდოს გამოსაყენებელი წყლის რაოდენობა.
Analysis of the water balance structure shows that over a considerable part of the area the surface runoff is substantial, this enabling to increase the amount storage water by controlling it.
4622.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ჰიდროტექნიკა
მილებში მოძრავი ტურბულენტური ნაკადის წინაღობის უნივერსალური კანონის შესახებ.
On the universal law of resistance during turbulent flow through pipes.
4623.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ჰიდროტექნიკა
ტურბულენტური ჭინვის თეორიული დამოკიდებულებიდან გამომდინარე მოსაზრებათა საფუძველზე, კედელთან მდებარე ბლანტი ფენის დინამიკური სტრუქტურის გათვალისწინებით, დასტურდება წინაღობის უნივერსალური კანონის არსებობა და გამოყვანილია შესაბამისი საანგარიშო დამოკიდებულება.
On the basis of concepts derived from a theoretical equation of turbulent stress, and with due account of the dynamic structure of near wall layer, the existence is proved of the universal law of resistance and its corresponding calculation equation is obtained.
4624.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ჰიდროტექნიკა
პერფორირებული მილსადენის სასაზღვრო კვეთებში პიეზომეტრიული წნევების გაანგარიშება სითხის მილსადენის სიგრძეზე ნებისმიერი ინტენსივობით გაცემის შემთხვევაში.
On determining the piesometric pressure in the boundary cross-sections of perforated conduits involving head length distribution with random intensity.
4625.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ჰიდროტექნიკა
ნაჩვენებია, რომ ნაშრომში ჩვენ მიერ დადგენილი არაწრფივი განტოლება დაიყვანება ერთგვაროვანზე და მისი ინტეგრობა საშუალებას იძლევა მიღებულ იქნეს პრაქტიკული გაანგარიშებისათვის მოსახერხებელი ფორმულები, რომლითაც განისაზღვრება პიეზომეტრიული წნევების სიდიდეები პერფორირებული მილსადენების უშუალოდ საძიებელ-საწყის ან ბოლო კვეთებში.
It is shown that the differential equation of fluid motion through a perforated conduit obtained by the present author is reduced to a homogeneous one and its integration enables to obtain formulas convenient for use, permitting a direct determination of piesometric pressures in the cross-sections of conduit.
4626.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ჰიდროტექნიკა
დადგენილი საანგარიშო ფორმულები შემოწმებულია ექსპერიმენტული მონაცემებით და კარგ ურთიერთდამთხვევას იძლევა.
The obtained calculating formulas have been checked and substantiated on the experimental material.
4627.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ჰისტოლოგია
თავის ტვინის ქერქის ნერვული უჯრედების ელექტრონულ - მიკროსკოპული განსხვავება.
Electromicroscopical identification of the stellate cells of the cerebral cortex.
4628.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ჰისტოლოგია
აღწერილია მაიმუნისა და კატის თავის ტვინის ქერქის (მხედველობის, სმენის, ასოციაციური და პრეფრონტალური უბნების) ვარსკვლავისებური, ანუ გოლჯის ტიპის ნერვული უჯრედების ნატიფი სტრუქტურა.
The ultrastructure of the stellate (Golgi type) cells of the visual, auditory, association and prefrontal cerebral cortex of monkeys and cats have been investigated.
4629.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 61, ჰისტოლოგია
დადგენილია ამ უჯრედების ბირთვის, ციტოპლაზმისა და აქსო-სომატური სინაფსების ულტრასტრუქტურის დამახასიათებელი თავისებურებანი, რაც საშუალებას გვაძლევს გავარჩიოთ ელექტრონულ-მიკროსკოპულ გამოსახულებაში (10 – 60 ათასჯერ გადიდების შემთხვევაში) ვარსკვლავისებური ნერვული უჯრედები თავის ტვინის ქერქის სხვა ნერვული (პირამიდული) და გლიური უჯრედებისაგან.
Some typical ultrastructural features have been established for the nucleus, cytoplasm and axo-somatic synapse of the stellate cells, enabling electromicroscopical (at the magnification level of 10000 – 60000) differentiation of stellte cells from other cortical nerve (pyramidal) and glial cells.
4630.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 62, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
კატის შუამდებარე ტვინის ბალიშის ნეიროების სპონტანური აქტივობის დახასიათებისათვის.
Characterization of the spontaneous activity of pulvinar neurons in the cat.
4631.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 62, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
დაუნარკოზებელ კატებში ექსტრაცელულარულად შეისწავლებოდა შუამდებარე ტვინის ბალიშის ნეირონების სპონტანური აქტივობა.
The spontaneous activity of the pulvinar neurons has been studied extracellularly in unanesthetized cats.
4632.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 62, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ძირითადად ეს აქტივობა დაბალი იყო.
In general this activity as low.
4633.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 62, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
აღინიშნებოდა განმუხტვების სამი ძირითადი ტიპი:
Three main types of discharge were observed:
4634.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 62, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ერთეული რეგულარული, ერთეული არარეგულარული და შერეული ტიპისა არარეგულარული ჯგუფური განმუხტვით.
single regular, single irregular, and a mixed type with irregular cluster of discharges.
4635.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 62, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
პირველი სახის განმუხტვები უპირატესად აღირიცხებოდა ბირთვის დორზო-როსტრალურ ნაწილში, ხოლო დანარჩენები ვენტრო-კაუდალურში.
The fist was distributed preferentially in the dorso-rostral part on the nucleus, while the others in the ventro-caudal part.
4636.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 62, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
სისხლში თავისუფალი 17-ოქსიკორტიკოსტეროიდების შემცველობის ცენტრალური სარეგულაციო მექანიზმის ზოგიერთი საკითხისათვის.
Concerning the mechanism of the central regulation of the content of free 17-oxycorticosteroids in the blood.
4637.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 62, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
შესწავლილია ძაღლებში შიზოფრენიით დაავადებულთა სისხლის პლაზმის შეყვანის ფონზე უკანა ჰიპოთალამუსის მარეგულირებელი გავლენა სისხლში თავისუფალი 17-ოქსიკორტიკოსტეროიდების შემცველობაზე.
The regulating influence of the posterior hypothalamus on the blood content of free 17-oxycorticosteroids has been studied against the background on injection of dogs with the blood plasma of schizophrenic patients.
4638.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 62, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
გამოყენებულია ქრონიკულად ჩანერგილი ელექტროდების მეთოდი.
The method of chronically implanted electrodes was used.
4639.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 62, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
შიზოფრენიით დაავადებულთა სისხლის პლაზმის ფონზე წარმოებულმა უკანა ჰიპოთალამუსის ელექტრულმა გაღიზიანებამ გამოიწვია სისხლში თავისუფალი 17-ოქსიკორტიკოსტეროიდების რაოდენობის დაქვეითება.
Electric stimulation of the posterior hypothalamus, against the background of the blood plasma of schizophrenic patients, led to the lowering of the amount of free 17-oxycorticosteroids in the dogs’ blood.
4640.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 62, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ელექტროჰიპოკამპოგრამისა და ელექტროკარდიოგრამის ცვლილების ხასიათი ნუშისებური კომპლექსის სხვადასხვა ბირთვების გაღიზიანების საპასუხოდ.
Changes of the electrohippocampogram and electrocardiogram induced by electrical stimulation of different amygdaloid nuclei.