მოიძებნა 668071 ჩანაწერი
4721.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 62, ბიოქიმია
ჩატარებულია გაზომვები თეთრ ვირთაგვათა ღვიძლის ორგანელებიდან გამოყოფილი უჯრედოვანი ორგანელებისა და საერთო ლიპიდების შთანთქმის იწ-სპექტრებისა.
A measurement of IR-absorption spectra of cellular organelles and general lipids isolated from organelles of the liver of albino rats has been carried out.
4722.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 62, ბიოქიმია
ნაჩვენებია, რომ გაყინვა-გალღობის შემდეგ ხდება ცვლილება ორგანელთა სპექტრალურ მაჩვენებლებში შთანთქმის ამიდ - I, ამიდ - II და ამიდ - V არეებში.
It is shown that after freezing-thawing a change occurs in the spectral characteristics of organelles in the absorption regions of amide – I, amide – II and amide – V.
4723.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 62, ბიოქიმია
საერთო ლიპიდთა იწ-სპექტრებში ცვლილებები შეიმჩნევა ფოსფორულ ჯგუფთა და ეთერულ კავშირთა შთანთქმის ზოლებში.
changes in the absorption bands of phosphoric groups and of ether bonds have been noted in the IR-spectra of general lipids.
4724.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 62, ბიოქიმია
ამ მონაცემების საფუძველზე შევეცადეთ მიღებული ცვლილებები დაგვეკავშირებინა იმ ცვლილებებთან, რასაც განიცდის ლიპოპროტეინული კომპლექსებისა და მათში შემავალ ცილოვან და ლიპიდურ მოლეკულათა სტრუქტურები.
On the basis of the data obtained an attempt was made to relate the observed changes with the changes of structures of lipoprotein complexes and of the protein and lipid molecules involved in these complexes.
4725.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 62, ბიოქიმია
პროტონის გადატანის ალბათობის ანგარიში ზოგიერთ მოდელურ ბიოქიმიურ რეაქციაში.
Proton transfer probabilities for some model biochemical reactions.
4726.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 62, ბიოქიმია
გამოთვლილია პროტონის გადატანის ალბათობა, როდესაც ერთ-ერთ ან ორივე რეაგენტს კვაზიუწყვეტი ელექტრონული სპექტრი აქვს.
Proton transfer probabilities are calculated for the cases when one or both reagents has a quasi-continuous electronic spectrum.
4727.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 62, ბიოქიმია
ამგვარი რეაქციებისათვის მიღებულია ბრენსტედის თანაფარდობის (კორელაცია აქტივაციის ენერგიასა და რეაქციის სითბურ ეფექტს შორის) თეორიული დასაბუთება.
Brensted relation between energy activation and heat of reaction is derived for such reactions.
4728.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 62, ბიოქიმია
ვირთაგვას თავის ტვინის ჰომოგენატის ქოლინესთერაზულ აქტივობაზე სეროტონინის გავლენის შესახებ.
Serotonin influence on the cholinesterase activity of the rat brain homogenate.
4729.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 62, ბიოქიმია
ნაჩვენებია სეროტონინის შემაკავებელი და გამააქტიურებელი გავლენა ვირთაგვას თავის ტვინის ჰომოგენატის ქოლინესთერაზულ აქტივობაზე.
The stimulatory and inhibitory influence of serotonin on the cholinesterase activity of the rat brain homogenate is shown.
4730.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 62, ბიოქიმია
გაკეთებულია დასკვნა, რომ სეროტონინი მონაწილეობს აცეტილქოლინის სისტემის რეგულატორულ მექანიზმებში.
It is concluded that serotonin may participate in the regulatory mechanism of the acetylcholine system.
4731.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 62, ბიოქიმია
კემფეროლის გლიკოზიდები მაღალი მოცვის Vaccinium arctostaphylos L. ფოთლებში.
Glycosides of kempherol from leaves of Bilberry, Vaccinium arctostaphylos L.
4732.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 62, ბიოქიმია
მაღალი მოცვის Vaccinium arctostaphylos L. ფოთლებიდან პოლიამიდურ სვეტზე ქრომატოგრაფიის გამოყენებით და ქაღალდზე პრეპარატული ქრომატოგრაფიის მეთოდით გამოყოფილი და იდენტიფიცირებულია კემფეროლ-3-L-რამნოზა და კემფეროლ-3-D-გლუკოზა.
Two flavonols from bilberry leaves, Vaccinium arctostaphylos L. Were isolated and identified as kempherol–3–L–ramnose and kempherol–3–D-glucose by polyamidecolumn chromatography and paper preparative chromatography.
4733.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 62, ბიოქიმია
ელექტრონული პარამაგნიტური რეზონანსის მეთოდით ცილა-ლიპიდი-წყალი ტიპის კოაცერვატული სისტემის ლიპიდური კომპონენტის გამოკვლევა.
Application of the EPR method to the study of the lipid component of the coacervate system: protein-lipid-water.
4734.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 62, ბიოქიმია
ნაშრომში ცილა-ლიპიდი-წყალი ტიპის კოაცერვატული სისტემა განხილულია როგორც ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით პროტოპლაზმის ბუნებრივი სტრუქტურების მსგავსი უმარტივესი შენაერთი (ეს სტრუქტურები მნიშვნელოვანია უჯრედის მრავალფაზურ პირობებში მიმდინარე რეგულაციის პროცესებში).
The coacervate system: protein-lipid-water may be considered to be a primitive structure with some physic-chemical properties characteristic of the natural structures of living protoplasm. These structures play an important role in the regulation processes occurring in the cell as a multiphase system.
4735.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 62, ბიოქიმია
მოცემულია კოაცერვატული სისტემის ლიპიდური კომპონენტის სპონტანური დაჟანგვის, ტემპერატურული ზემოქმედების და ულტრა იისფერი დასხივების დროს ეპრ-მეთოდით გადაღებული მახასიათებელი.
The lipid component of the coacervate system has been studied by the EPR method under the conditions of spontaneous lipid oxidation, elevation of temperature and after UV-exposure.
4736.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 62, ბიოქიმია
ნაჩვენებია კოაცერვატული სისტემის სხვადასხვა სტრუქტურული მდგომარეობის გავლენა ფერმენტატულ პროცესზე.
The influence of different structural conditions of the coacervate system on the enzymatic process is shown.
4737.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 62, ბიოქიმია
ქრომატინის მატრიცული აქტივობის ცვლილებები ხლაკუნას (Misgurnus fossilis) ემბრიოგენეზის დროს.
Changes of matrix activity of chromatin in the course of embryogenesis of the loach, Misgurnus fossilis.
4738.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 62, ბიოქიმია
დადგენილია, რომ ქრომატინის მატრიცული აქტივობა ადრეულიდან გვიანა ბლასტულამდე არ იზრდება, მაგრამ იგი მატულობს უფრო გვიანა სტადიებზე და აღწევს დეპროტეინიზირებული დნმ-ის მატრიცული აქტივობის 30%-ს.
It has been ascertained that the matrix activity of chromatin does not increase from early-blastula to later stage, but it grows in subsequent stages, reaches 30 per cent from that of deproteinized DNA of the loach.
4739.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 62, ბიოქიმია
აქედან გამომდინარეობს, რომ ტრანსკრიპციის აქტივაცია ადრეულ-შუა ბლასტულის სტადიაზე არაა დაკავშირებული ქრომატინის დნმ-ის ხელმისაწვდომობის ცვლილებასთან ბაქტერიული დნმ-პოლიმერაზისათვის.
It is concluded that the activation of transcription in the early-middle blastula stage is not caused by the change of the availability of DNA of chromatin for bacterial RNA-polymerase.
4740.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 62, ბიოქიმია
მეტაბოლიზმის პროცესში ფენოლის ნახშირბადოვანი ჩონჩხის ჩართვა ორგანულ მჟავებსა და ამინომჟავებში.
Incorporation of the carbon skeleton of phenol into organic and amino acids in the process if metabolism.