მოიძებნა 668060 ჩანაწერი
48741.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
1121 წლის მარტში დავით აღმაშენებელი დაესხა ხუნანს და ისე გაანადგურა მტერი, რომ აღარავინ დარჩა „მთხრობი ამბისა“.
In March of 1121, David the Builder fell on Khunan and slaughtered them all "so that none was left to tell the tale".
48742.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
იმავე წლის ივნისში ბარდავის საზამთრო საძოვრებზე დაბანაკებული სელჩუკები დაარბია.
in June of the same year, he raided the Seljuks encamped in the winter pastures of Bardavi.
48743.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
საქართველოს სამეფო კარის მიერ გატარებული ენერგიული ღონისძიებები და აქტიური ბრძოლის ტაქტიკა საქართველოს საბოლოოდ შემოსამტკიცებლად იყო გამიზნული (საქართველოს დედაქალაქი თბილისი ჯერ კიდევ არ იყო შემოერთებული).
The vigorous measures carried out by Georgia's royal court and the tactics of active fighting were aimed at the final unification of Georgia (the capital of Georgia, Tbilisi, was still in the hands of the enemy and had not been joined to the rest of the country).
48744.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
დავით აღმაშენებელმა შორს გარეკა თურქ-სელჩუკები და მათი გავლენა მახლობელ აღმოსავლეთზე საფუძვლიანად შეარყია.
David the Builder had severely pressed the Seljuks, and perceptibly weakened their influence in the Near East.
48745.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
„ესევითართა ჭირთაგან შეიწროებულნი თურქმანნი და კუალად ვაჭარნი განძელ-ტფილელ-დმანელნი წარვიდეს სულტანსა წინაშე, და ყოველსა სპარსეთსა შეიღებნეს შავად, რომელთამე პირნი, და რომელთამე ხელები, და რომელნიმე სრულიად".
"Oppressed by such afflictions, the Turkomans and also merchants from Ganja, Tp'ilisi, and Dmanisi presented themselves before the sultan, and to the whole of Persia, having dyed in black, some their faces, others their hands, others all over".
48746.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
„ესრეთ მოიუთხრნეს ყოველნი ჭირნი, მოწევნულნი მათ ზედა, რომლითა არძრნეს წყალობად თვსა, და იქმნა გლოვა ფრიადი შორის მათსა“ - გადმოგვცემს დავით აღმაშენებლის მემატიანე.
In this way they noised abroad all the afflictions, that had befallen them, whereby they aroused compassion for themselves, and much lamentation was caused among them", David the Builder's chronicler writes.
48747.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
სომეხი ისტორიკოსი მატთეოს ურჰაეცი, აღნიშნავს რა 1121 წელს დავით აღმაშენებლის მიერ სელჩუკთა დიდი ლაშქრის დამარცხების ფაქტს, გადმოგვცემს.
The Armenian historian Matteos Urhaietsi, writing of the the defeat of a great Seljuk army by David the Builder, informs us.
48748.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
ამ მარცხის შემდეგ „დარჩენილებმა თურქთა ჯარისაგან დიდი უბედურების გამო შემოიხიეს ტანისამოსი, მიწას იყრიდნენ თავზე და შავად შემოსილნი თავდაუბურავნი ხმამაღლა მოთქვამდნენ, განძაკში თავიანთ სულთანთან მელიქ ტაფარის ძესთან ხმამაღლა ჩიოდნენ და ტიროდნენ თავიანთ დაღუპვას".
After this defeat, "the remaining warriors of the Turkish army, due to this great misfortune, tore their clothes, covered their heads with earth and dressed in black, bare-headed wept loudly, in Gadzaki, before their sultan Melik, the son of Tafar, complained loudly and bemoaned their ruin".
48749.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
„ხოლო სხვებმა მიაღწიეს არაპკთა ოლქს კარმიანის ქვეყანაში, ამირა ხაზის არდუხის ძეს და დიდი ტირილით თავიანთი მომხდარი დაღუპვა უამბეს“.
"The others reached the district of Arahk in the country of Karmians, went to the emir Khazi, son of Ardukh, and wailing loudly told him about their ruin".
48750.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
ამირ ხაზმა კი ბრძანა შეკრება დიდი ლაშქრისა და საქართველოზე გალაშქრება.
The emir Khazi then proceeded to gather a large army and wage war against Georgia.
48751.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
სხვა ისტორიული წყაროებიც ქართველთა მიერ მუსლიმანთა შევიწროებას ასახელებენ დიდგორის ბრძოლის გამომწვევ მიზეზად.
Other historical sources also make the claim, that the battle of Didgori was caused by the oppression of Muslims by the Georgians.
48752.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
თუმცა დიდგორის ბრძოლას გააჩნდა უფრო კონკრეტული მიზეზებიც, რაც გამოხატული იყო დავით აღმაშენებლის პოლიტიკაში, მის დამოკიდებულებაში საქართველოს ქალაქებთან და, კერძოდ, თბილისთან.
However, there were other factors besides these, which led to the battle of Didgori, including David the Builder's policies and his attitude towards the Georgian cities, especially Tbilisi.
48753.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
ქალაქები თავის მხრივ ხელს უწყობდნენ ერთიანი ხელისუფლების გაძლიერებას, ცდილობდნენ ფეოდალური დაქუცმაცებულობის მოსპობასა და ქვეყნის გაერთიანებას.
The cities, on their part, assisted in the strengthening of the united government, seeking to stem the breakup of the country into separate princedoms and to unify the country.
48754.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
თავის მოწინააღმდეგე ძალებზე გამარჯვება დავით აღმაშენებელმა, სხვა ღონისძიებებთან ერთად, ქალაქებთან კავშირის ბაზაზე განახორციელა.
David the Builder's victory over the forces opposing him, along with the other successful measures, was based on his connection with the cities.
48755.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ დამოუკიდებელი საქალაქო თვითმმართველობის არსებობა საქართველოს ძლიერი ფეოდალური მონარქიის შიგნით დამოუკიდებელი ერთეულის ყოფნას ნიშნავდა.
We must also remark here, that the development of civic self-government led to the existence of an indendent unit within the powerful feudal monarchy of Georgia.
48756.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
დავით აღმაშენებლის მიერ ძლიერ თვითმპყრობელურ ხელისუფლებას და ერთიან, ცენტრალიზებულ ძლიერ მონარქიას აღარ შეეძლო დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულების მოთმენა.
The powerful autocratic government created by David the Builder and his powerful centralized monarchy could no longer tolerate the existence of independent political units.
48757.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
ამიტომ ის იწყებეს ბრძოლას ერთ დროს თავის მოკავშირე ქალაქების წინააღმდეგ, მათი დამორჩილებისათვის.
That is why he begins fighting against the cities, once his allies, with the purpose of subjugating them.
48758.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
ქალაქებისათვის ბრძოლა ეტაპებად წარმართა საქართველოს სამეფო კარმა.
The Georgian royal court waged this fight for control of the cities stage by stage.
48759.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
პირველი და მეტად მნიშვნელოვანი ეტაპი ოციანი წლების დასაწყისისათვის დასრულდა, როცა დავით აღმაშენებელმა თავის მორჩილებაში მოიყვანა ისეთი მნიშვნელოვანი ქალაქები, როგორიცაა სამშვილდე, რუსთავი, ლორე, გიში და სხვ.
The first and most important stage concluded in the early 1120's, when David the Builder subjugated such important cities as Samshvilde, Rustavi, Lore, Gishi, etc.
48760.
საქართველო რუსთველის ეპოქაში | საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
მაგრამ საქართველოს უპირველესი ქალაქი თბილისი ჯერ კიდევ არ იყო შემოერთებული, ასევე დამოუკიდებლად იყო დმანისიც.
But the most important city of Georgia, Tbilisi, was not yet joined to the kingdom, Dmanisi also remained independent.