მოიძებნა 668071 ჩანაწერი
5161.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ამგვარად, კატის გდს-იდან ბალიშისაკენ მიმავალი ბოჭკოები არ უნდა წარმოადგენდეს ძირითად გზას, რომლითაც ხდება იმპულსის გატარება ბადურიდან ბალიშისაკენ.
Thus, the geniculo-pulvinar pathway in the cat does not appear to be essential to the transmission of impulses from the retina to the pulvinar.
5162.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
თალამუსის სტრუქტრების დაბალი სიხშირით გაღიზიანებისას ქერქულ ნეირონებში აღძრული დე- და ჰიპერპოლარიზაციული პოსტსინაპსური პოტენციალების განვითარების მექანიზმების შესახებ.
On the mechanisms of the development of de- and hyperpolarizing postsynaptic potentials in cortical neurons in response to low frequency stimulation of thalamic structures.
5163.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
მიკროელექტროდული ტექნიკის გამოყენებით შესწავლილია თალამუსის სპეციფიკური და არასპეციფიკური სტრუქტურების იშვიათი სიხშირის გაღიზიანებით დიდი ტვინის ქერქის ნეირონებში აღძრული დე- და ჰიპერპოლარიზაციული პოტენციალების განვითარების მექანიზმები.
The mechanisms of the development of de- and hyperpolarizing postsynaptic potentials generated in neurons of the sensorimotor cortex of non-anesthetized curarized cats in response to each stimulus during low frequency electrical stimulation of specific and nonspecific thalamic structures were studied by means of the microelectrode technique.
5164.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
დადგენილია, რომ ქერქულ ნეირონთა დეპოლარიზაციული პოტენციალების თანდათანობითი ზრდა პირობადებული უნდა იყოს რეაქციაში იმ ახალი შუამდებარე ნეირონების ჩართვით, რომლებიც ამაგზნებლად კონვერგირდება რეგისტრირებულ ქერქულ ნეირონებზე.
The data of michrophysiological investigations indicate that the gradual increase of the amplitude of depolarizing postsynaptic potentials evoked in cortical neurons in response to successive thalamic shocks may be the result of the recruitment of new excitatory interneurons converging on the recorded cortical neurons.
5165.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
თალამუსის სტრუქტურების თითოეული კვეთების საპასუხოდ დიდი ტვინის ქერქის ნეირონებში დეპოლარიზაციული პოტენციალის შემდეგ განვითარებული ჰიპერპოლარიზაციული პოტენციალის წარმოშობაში მონაწილეობას უნდა იღებდეს ე. წ. უკუქცევითი შეკავების მექანიზმი.
It may be suggested that the mechanism of recurrent inhibition participates in the generation of hyperpolarizing postsynaptic potentials, developing after depolarising postsynaptic potentials in single cortical units in response to stimulation of thalamic structures.
5166.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ნუშისებრი კომპლექსის როლი ცხოველების კვებითი და თავდაცვითი რეაქციების რეგულაციაში.
The role of the amygdaloid complex in the regulation of alimentary and defence reactions in animals.
5167.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ცდები ტარდებოდა ზრდასრულ კატებზე ქრონიკულად ჩანერგილი ელექტროდებით ნუშისებრი კომპლექსის ბაზოლატერალურსა და კორტიკომედიალურ ბირთვებში.
Experiments were carried out on adult animals with chronically implanted electrodes in the baso-lateral and cortico-medial nuclei.
5168.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ცდების შედეგებიდან ჩანს, რომ ნუშისებრი კომპლექსი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კვებისა და თავდაცვითი ქცევების რეგულაციაში.
The amygdaloid complex was found to play a significant role in the regulation of alimentary and defence reactions.
5169.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
კვებითი რეაქციების შეკავება მიიღება ბაზოლატერალური ბირთვების გაღიზიანებით, გაადვილება კი - დორზომედიალური ბირთვების გაღიზიანებით.
Electrical stimulation of the baso-lateral amygdaloid nuclei inhibits alimentary reactions, whereas that of the dorso-medial nuclei facilitates them.
5170.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ბაზოლატერალური უბანი უფრო მჭიდრო კავშირში იმყოფება კვებით რეაქციასთან, დორზომედიალური კი -თავდაცვით ემოციურ რეაქციასთან.
The baso-lateral nuclei were found to contribute preferentially to the performance of alimentary reactions, whereas to dorso-medial ones to the defence reactions.
5171.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
კუჭის სეკრეტორულ ფუნქციაზე ამინაზინის მოქმედების შესახებ.
On the mechanism of the action of aminazine on the gastric secretory activity.
5172.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ქრონიკული გასტრიტით დაავადებულ 30 ავადმყოფზე შესწავლილია ელექტროლიტების ცვლა ამინაზინის მცირე დოზების გავლენით (25 მგ ძილის წინ 10 დღის განმავლობაში).
The effect of small doses of aminazine (25 mg before sleep for 10 days) on electrolyte metabolism has been studied in 30 patients with chronic gastritis.
5173.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ელექტროლიტების განსაზღვრა სისხლში ხდებოდა ალიანი ფოტომეტრით.
The electrolyte content in blood was determined by the method of flame photometry.
5174.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ამინაზინით მკურნალობის შემდეგ ნატრიუმის კონცენტრაცია სისხლში გაიზარდა 21 შემთხვევაში, კალიუმისა კი შემცირდა 22 შემთხვევაში.
Treatment with aminazine resulted in an increase of the sodium concentration of blood in 21 cases, and was followed by a decrease of potassium in 22 cases.
5175.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
მოიმატა ქლორიდების რაოდენობამ სისხლში (22 შემთხვევა) და შემცირდა მათი გამოყოფა შარდით (20 შემთხვევა).
An increase of the blood chloride content was found in 22 cases and a decrease of its subsequent excretion in the urine in 20 cases.
5176.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ნეიტრალური 17 - კეტოსტეროიდების ექსკრეცია გაძლიერდა 31-დან 28 შემთხვევაში.
Of the total 31 patients 28 cases were characterized by an increased excretion of 17-ketosteroids.
5177.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ქოლინესტერაზის აქტივობა შემცირდა: ფსევდოქოლინესტერაზისა 25-დან 15 შემთხვევაში, ჭეშმარიტი ქოლინესტერაზისა 25-დან 14 შემთხვევაში, სუმარული ქოლინესტერაზისა - 32-დან 25 შემთხვევაში.
Cholinesterase activity was found to have decreased: that of pseudo cholinesterase in 14 cases out of 25, and of real cholinesterase in 14 cases. The activity of the total cholinesterase declined in 25 cases out of 32.
5178.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
გაკეთებულია დასკვნა, რომ კუჭის სეკრეტორულ ფუნქციაზე ამინაზინის მოქმედების მექანიზმში გარკვეული როლი ეკუთვნის ჰიპოფიზ-თირკმელზედა ჯირკვლის აქტივობის მომატებას, აგრეთვე ამინაზინის ანტიქოლინესტერაზულ მოქმედებას.
It is concluded that in the mechanism of aminazine action on the gastric secretion a definite role is played not only by the increased activity of the hypophysial adrenal system but by the anticholinesterase action of aminazine as well.
5179.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
თავის ტვინის დიდი ჰემისფეროების ქერქის სმენითი გამოწვეული პოტენციალების შესწავლა ადამიანში ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანის გამოყენებით.
A computer study of auditory evoked potentials of the cerebral cortex in man.
5180.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ადამიანის თავის ქალას სიმეტრიული წერტილებიდან ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანის გამოყენებით ბგერით გამღიზიანებელზე ჩაიწერებოდა ქერქული გამოწვეული პოტენციალები.
Potentials arising in the human cerebral in response to acoustical stimuli were averaged by an Anops-l computer.