მოიძებნა 668060 ჩანაწერი
53141.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი II
მე ვლადივოსტოკში 1990 წელს წამოვაყენე ევროპისა და აზიის კონტინენტების დაახლოების ათწლიანი პროგრამის შექმნის იდეა.
In 1990 at Vladivostok, I advanced the idea of developing a ten-year programme for bringing the continents of Europe and Asia close.
53142.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი II
მაშინ, ვლადივოსტოკში, „ახალი აზროვნების“ ფარგლებში ევრაზიის იდეის ახალ კონცეფციას რომ ვაყალიბებდი, XXI საუკუნემდე 10 წელი რჩებოდა.
When I was formulating, in Vladivostok, the new concept of the Eurasian idea in the context of "new thinking", only ten years were left till the 21<sup>st</sup> century.
53143.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი II
ახლა, როცა თითქმის ათი წელი გავიდა იმ დღიდან, XXI საუკუნის კარიბჭესთან, წარსულს ანალიტიკური თვალით რომ გავცქერი, ვრწმუნდები, რომ ევრაზიის კონცეფცია სწორად იყო ჩამოყალიბებული.
Now, with almost ten years having elapsed since that day, viewing the past with an analytical eye, at the threshold of the 21<sup>st</sup> century, I am becoming convinced that the Eurasian conception was formulated correctly.
53144.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი II
ბევრი რამ შეიცვალა ამ ათ წელიწადში, მაგრამ ევრაზიის იდეა, სხვა სახით, მაინც ცოცხლობს ჩემში და ხალხში.
Much has changed over this decade, but the idea of Eurasia - albeit in a different form - lives on in me and in the people.
53145.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი II
ევრაზიის იმ იდეას ალტერნატივა არ გააჩნია.
This idea of Eurasia has no alternative.
53146.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი II
კაცობრიობამ დღეს უნდა იპოვოს „ზნეობრივ კოორდინატთა ერთიანი ღერძი“.
Mankind must today find "a single axis of moral coordinates".
53147.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი II
იქნებ სწორია ფილოსოფოს იასპერსის თეორია „ისტორიის საღერძო დროის“ შესახებ და ჩვენი თანამედროვე ეპოქა წარმოადგენს „ისტორიის იმ საღერძო დროს“, რომელიც თავის კვალს დაამჩნევს არა მხოლოდ კაცობრიობის აწმყოს, არამედ XXI საუკუნესა და მესამე ათასწლეულსაც, რომლის კარიბჭესთან ვდგავართ დღეს.
Perhaps Jaspers' theory on the "axial time of history" is correct, and our modern period is "the axial time of history" that will leave its mark not only on mankind's present but on the 21<sup>st</sup> century and the 3<sup>rd</sup> millennium as well, at whose threshold we are standing today.
53148.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი II
საჭიროა ამ მასშტატებით აზროვნება ისეთი, თითქოს ტექნიკური, პროექტის შედგენის დროსაც კი, როგორიცაა ტრასეკა და ევრაზიის სივრცეში კავკასიის საერთო ბაზარი.
Thinking must be on this scale in drawing even such a technical project as TRACECA and the common market in the Caucasian space.
53149.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი II
ეს პროექტები მომავლისკენაა მიმართული.
These projects are directed to the future.
53150.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი II
ხატოვნად რომ ვთქვათ, ტრასეკამ უკვე მოიყვანა XXI საუკუნე XX საუკუნეში.
To put it figuratively, TRACECA has already brought the 21<sup>st</sup> century into the 20<sup>th</sup>.
53151.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი II
ზოგჯერ „პოლიტიკური დრო“ „კალენდარულ დროს“ წინ უსწრებს.
At times "political time" anticipates calendar time.
53152.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი II
ტრასეკას უკვე გადაჰყავს ჩვენი საუკუნე მომავალ საუკუნეში.
TRACECA is already transferring our century to the coming one.
53153.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი II
დროა პიროვნული და ეროვნული ინტერესები შევათანხმოთ ზოგადსაკაცობრიო ინტერესებთან.
It is time to get our private and national interests aligned with universal interests.
53154.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი II
მითქვამს და ვიმეორებ: მორალი პოლიტიკაში თვით პოლიტიკაზე მეტად ფასობს.
I reiterate my former words: morality in politics is valued more than politics.
53155.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი II
კაცობრიობა არ დაუშვებს „მტაცებელი სახელმწიფოებისა“ და „პირატული რეჟიმების“ არსებობას.
Mankind will not allow the existence of "predatory states" and "piratic regimes".
53156.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი II
არ იქნებიან ასეთი სახელმწიფოები და საზოგადოებები ტრასეკას ევრაზიულ სივრცეში.
Such states and communities will not exist in the Eurasian space of TRACECA.
53157.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი II
უნდა მოისპოს ძლიერის ბატონობა სუსტზე.
The dominance of the powerful over the weak must end.
53158.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი II
სახელმწიფო და საერთაშორისო სამართალი სიკეთეა და ისინი არსებობენ ადამიანისათვის.
The state and international law are good and they exist for man.
53159.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი II
სამართალი და კანონი იცავს ადამიანს, ადამიანი უნდა იცავდეს კანონს და სამართალს.
Justice and law protect man and man must observe law and justice.
53160.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი II
სახელმწიფო იცავს ადამიანს, ადამიანი უნდა იცავდეს თავის სახელმწიფოს.
The state protects the individual and the latter must defend his state.