მოიძებნა 668071 ჩანაწერი
5441.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, მექანიკა
შესწავლილია ორ პარალელურ კედელს შორის ბლანტი უკუმში სითხის ორგანზომილებიანი არასტაციონარული მოძრაობა.
The problem of two-dimensional flow of an incompressible unsteady viscous fluid between two parallel walls is considered.
5442.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
აუქსინებისა და ინჰიბიტორების სინთეზი განსხვავებული ეფექტურობის სიმბიოზში.
Synthesis of auxins and growth inhibitors in symbiosis of various efficiency.
5443.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
დადგენილია პირდაპირი კორელაციური კავშირი პარკოსანი მცენარის ინტენსიურ ზრდასა და მასში აუქსინების შემცველობას შორის. რაც შეეხება ინჰიბიტორებს - ასეთი კავშირი უკუპროპორციულია.
Direct correlation was found between the growth intensity of leguminous plants and their auxin content, whereas an inversely proportional phenomenon was observed in respect of the content of inhibitors.
5444.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
აუქსინისმაგვარი ზრდის ნივთიერებების მატება ინოკულირებულ პარკოსან მცენარეებში წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტს კოჟრის ბაქტერიების როლის შესწავლის სრულყოფისათვის სიმბიოზში.
Study of the increase of auxin-type growth substances in inoculated leguminous plants throws light on the role of nodule bacteria in symbiosis.
5445.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
გიბერელინისმაგვარი ნივთიერებების სინთეზი განსხვავებული ეფექტურობის სიმბიოზში.
Synthesis of gibberellin-like substances in the symbiosis of different efficiency.
5446.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
კოჟრის ბაქტერიების (Rh. phaseoli) ეფექტური შტამებით ინოკულირებული პარკოსანი მცენარეები გამოირჩევა მაღალი აქტივობის გიბერელინისმაგვარი ნივთიერებების დიდი შემცველობით და უკეთესი ზრდა-განვითარებით ხასიათდება.
Leguminous plants inoculated with effective strains of nodule bacteria (Rh. phaseoli) stand out for their high content of gibberellin-like substances of high gibberellic activity and are characterized by effective growth and development.
5447.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
გიბერელინისმაგვარი ნივთიერებების მაქსიმუმი აღინიშნება ყვავილობის დაწყებამდე, პარკოსანი მცენარის ინტენსიური ვეგეტაციური ზრდის პერიოდში.
The maximum amount of gibberellin-like substances is observable before flowering, in the period of intensive vegetation growth of the leguminous plants.
5448.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
ეფექტური ინოკულაცია იწვევს არა მარტო სტიმულატორების აქტივობის ზრდას, არამედ ახალი გიბერელინისმაგვარი ნივთიერებების წარმოქმნას.
Effective inoculation brought about not only an increase in the activity of stimulators but the development of some gibberellin-like substances as well.
5449.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
ჩვენი აზრით, იგი კოჟრის ბაქტერიების ცხოველმოქმედების პროდუქტი უნდა იყოს.
They are assumed to be the products of the vital activity of leguminous bacteria.
5450.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
სხვადასხვა უჯრედის კულტურაში ადამიანის მე-12 ტიპის ადენოვირუსის მიერ ინდუცირებული ზედაპირული ანტიგენების იმუნოფლუორესცენტული შესწავლა.
Immunofluorescene study of adenovirus type 12 induced surface antigen in different cell cultures.
5451.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
ადამიანის მე-12 ტიპის ადენოვირუსის მიერ ინდუცირებული ზედაპირული ანტიგენი აღმოჩენილია კუნისის არაპირდაპირი მეთოდით ადამიანის ამნიონის A – 1 (მწვავე ლიტიური ინფექციის დროს) და ზაზუნის ემბრიონალურ უჯრედებში (აბორტული ინფექციის დროს).
By the indirect method of Coons the persistence of adenovirus type 12 induced surface antigen in human amniotic A – 1 (acute lytic infection) and in hamster embryonic cells (abortive infection) is shown.
5452.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
ადენოვირუსით ინფიცირებული თაგვის ემბრიონალურ უჯრედებში ზედაპირული ანტიგენი არ იყო აღმოჩენილი.
The surface antigen was not revealed in adenovirus-infected mouse embryonic cells.
5453.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
ადენოვირუსით ინდუცირებული უჯრედის ზედაპირული ნათება არაა განპირობებული ვირუსით ან მისი ანტიგენით, რადგანაც იმუნოფლუორესცენციაში გამოყენებული იმუნური შრატები არ ახდენენ ვირუსის ინფექციური აქტივობის ნეიტრალიზაციას უჯრედთა კულტურაში.
Adenovirus-induced surface fluorescence was not determined by virus or its antigen, because the sera used in immunofluorescence do not neutralize virus infection activity in cell cultures.
5454.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
იმუნოფლუორესცენციით გამოვლინებული ზედაპირული ნათება ალბათ განპირობებულია უჯრედის ზედაპირზე ვირუსით ინდუცირებული ანტიგენის არსებობით.
The specific fluorescence detected by the immunofluorescence was probably determined by the persistence of virus-induced antigen on cell surface.
5455.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
ამ მოვლენის სპეციფიურობას განსაზღვრავს ვირუსი.
Specificity of this phenomenon was determined by virus.
5456.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია
უჯრედის გარსის ცვლილება, მაშინ როცა არ აღინიშნება მორფოლოგიური ტრანსფორმაციის ნიშნები შესაძლებელია წარმოადგენს შემდგომი ტრანსფორმაციის აუცილებელ პირობას.
Cell surface change in the absence of signs of morphological transformation probably represents the necessary process for further transformation.
5457.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, მცენარეთა ფიზიოლოგია
P<sup>32</sup>-ის ჩართვა ზოგიერთი მცენარის ფოთლების რნმ-ში.
Incorporation of P<sup>32</sup> into the RNA of the leaves of some plants.
5458.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, მცენარეთა ფიზიოლოგია
რნმ-ს ფრაქციებში P<sup>32</sup>-ის ჩართვის ინტენსივობიდან გამომდინარე ირკვევა, რომ ინფორმაციული ტიპის რნმ-ის რადიოაქტიურობა მამრობით მცენარეებში უფრო მაღალია, ვიდრე რნმ-ის დანარჩენ ორივე კომპონენტისა, ხოლო მდედრობით ინდივიდებში პირიქით, რიბოსომური რნმ-ის აქტივობა რამდენადმე მაღალია.
With P<sup>32</sup> incorporation the radioactivity of informative type RNA was found to be higher in male plants than that of dissoluble and ribosomal RNA, but in the female plants, on the contrary, the radioactivity of ribosomal RNA was somewhat higher.
5459.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, მცენარეთა ფიზიოლოგია
რადიორეზისტენტობა და ნუკლეინის მჟავების პოსტრადიაციული აღდგენა ზოგიერთ მცენარეში.
Radioresistance and postradiation restoration of nucleic acid (NA) in some plants.
5460.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 63, მცენარეთა ფიზიოლოგია
ისპანახის, სალათისა და კამის 1, 5, 8, 10 ათასი რენტგენით დასხივებულ ფოთლებში ლაბორატორიულ პირობებში შევისწავლეთ პოსტრადიაციულ პერიოდში ნმ, დნმ და რნმ-ს შემცველობის ცვლილება.
The change of the NA content was studied in the leaves of spinach, lettuce and dill irradiated with the doses of 1, 5, 8, 19 kr.