მოიძებნა 668042 ჩანაწერი
561561.
ბიოლოგია | თავი XXXI
ევკარიოტების სამი სამეფო, ცხოველები, სოკოები და მათი პროტისტული წინაპრები - ოპისტოკონტებად იწოდება. სამივე ერთიანდება ოპისტოკონტას ჯგუფში.
These three groups of eukaryotes-the fungi, animals, and their protistan relatives are called opisthokonts, members of the clade Opisthokonta.
561562.
ბიოლოგია | თავი XXXI
სახელი განპირობებულია ამ ორგანიზმებში შოლტის მდებარეობით (opistho - უკან).
This name refers to the posterior (opistho) location of the flagellum in these organisms.
561563.
ბიოლოგია | თავი XXXI
ფილოგენეტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ სოკოების წინაპარი ერთუჯრედიანი ორგანიზმი იყო.
Phylogenetic evidence also suggests that the ancestor of fungi was unicellular.
561564.
ბიოლოგია | თავი XXXI
ცხოველები განვითარდნენ ასევე ერთუჯრედიანი, მაგრამ სხვა წინაპრისგან. ანუ სოკოებს და ცხოველებს ჰყავდა ერთი საერთო წინაპარი. მრავალუჯრედიანობა სოკოებში და ცხოველებში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განვითარდა.
The fact that other evidence indicates that animals are more closely related to some unicellular opisthokonts than to fungi suggests that animals and fungi must have evolved multicellularity independently from different single-celled ancestors.
561565.
ბიოლოგია | თავი XXXI
მოლეკულური საათის მიხედვით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სოკოები და ცხოველები ერთმანეთს 1.5 მილიარდი წლის წინ დაშორდნენ.
Based on molecular clock analysis, scientists have estimated that the ancestors of animals and fungi diverged into separate lineages 1.5 billion years ago.
561566.
ბიოლოგია | თავი XXXI
სოკოების უძველესი წარმომადგენლის ნამარხი ფორმა 460 მილიონი წლით თარიღდება.
However, the oldest undisputed fossils of fungi are only about 460 million years old.
561567.
ბიოლოგია | თავი XXXI
არ არის ცნობილი უფრო ადრეული ფორმები, რადგან სოკოების განამარხება რთულად ხდება.
One possible explanation for this discrepancy is that the microscopic ancestors of terrestrial fungi fossilized poorly.
561568.
ბიოლოგია | თავი XXXI
ხმელეთის ათვისება.
The Move to Land.
561569.
ბიოლოგია | თავი XXXI
ეს სიმბიოზური თანაცხოვრება ხმელეთის კოლონიზაციის ადრეულ ეტაპზე ჩამოყალიბდა.
Plants probably existed in this symbiotic relationship from the earliest periods of colo nization of land.
561570.
ბიოლოგია | თავი XXXI
სოკოების განვითარება და კლასებად დაყოფა (დივერსიფიკაცია).
Fungi have radiated into a diverse set of lineages.
561571.
ბიოლოგია | თავი XXXI
სოკოების ფილოგენიის დადგენა მეცნიერების დიდ ინტერესს წარმოადგენს.
The phylogeny of fungi is currently the subject of much research.
561572.
ბიოლოგია | თავი XXXI
წინა დეკადის განმავლობაში მოლეკულურ-გენეტიკური კვლევების შედეგებით დადგინდა სოკოების სხვადასხვა ჯგუფს შორის კავშირი. თუმცა, დღესაც მრავალი კითხვა პასუხის გარეშეა დარჩენილი.
In the past decade, molecular analysis has helped clarify the evolutionary relationships between fungal groups, although there are still areas of uncertainty.
561573.
ბიოლოგია | თავი XXXI
სურათი 31.9 ასახავს სოკოების ფილოგენიის გამარტივებულ სურათს.
Figure 31.9 presents a simplified version of a current hypothesis of fungal phylogeny.
561574.
ბიოლოგია | თავი XXXI
ამ ნაწილში ჩვენ შევეხებით სოკოების სამეფოს მთავარ ჯგუფებს, მათ ფილოგენეტიკურ ხეს.
In this section, we will survey each of the major fungal groups identified in this phylogenetic tree.
561575.
ბიოლოგია | თავი XXXI
სოკოები, რომლებიც ერთიანდება კლასში ქიტრიდიომიცეტები, ქიტრიდების სახელითაა ცნობილი.
Fungi classified in the phylum Chytridiomycota, called chytrids, are ubiquitous in lakes and soil.
561576.
ბიოლოგია | თავი XXXI
ზოგიერთი მათგანი საპროფიტია, ზოგი კი პარაზიტობს უმარტივესებზე, მცენარეებსა და ცხოველებზე.
Some are saprobes; others parasitize protists, plants, or animals.
561577.
ბიოლოგია | თავი XXXI
მოლეკულური კვლევები აჩვენებს, რომ ქიტრიდები სოკოების ყველაზე ადრინდელი ჯგუფია.
Molecular evidence supports the hypothesis that chytrids diverged earliest in fungal evolution.
561578.
ბიოლოგია | თავი XXXI
ქიტრიდებს, როგორც ყველა სოკოს, აქვს ქიტინი და სოკოების მსგავსი ფერმენტები.
Like other fungi, chytrids have cell walls made of chitin, and they also share certain key enzymes and metabolic pathways with other fungal groups.
561579.
ბიოლოგია | თავი XXXI
ქიტრიდის ჰიფები კოლონიურად იზრდება, მაშინ, როცა ზოგიერთი სფერულ უჯრედს წარმოადგენს.
Some chytrids form colonies with hyphae, while others exist as single spherical cells.
561580.
ბიოლოგია | თავი XXXI
ქიტრიდები უნიკალური ჯგუფია სოკოების მთელ სამეფოში, მათ შოლტიანი სპორები აქვთ, რომელთაც ზოოსპორები ეწოდება.
But chytrids are unique among fungi in having flagellated spores, called zoospores.