მოიძებნა 668042 ჩანაწერი
570621.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ტრანსგენური გავრცელების პრობლემის დაძლევა.
Addressing the Problem of Transgene Escape.
570622.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
გენეტიკურად მოდიფიცირებული კულტურების შესახებ უარყოფითად განწყობილ მეცნიერთა ნაწილს განსაკუთრებით აშფოთებს შექმნილი გენების უნარი, კულტურისა და ბალახის ჰიბრიდიზაციის დროს ტრანსგენური კულტურიდან მონათესავე ბალახებში გავრცელდნენ.
Perhaps the most serious concern that some scientists raise about GM crops is the possibility of the introduced genes escaping from a transgenic crop into related weeds through crop-to-weed hybridization.
570623.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ ჰერბიციდის გამძლე კულტურასა და ველურ ნათესავს შორის სპონტანური ჰიბრიდიზაციამ შეიძლება საფუძველი ჩაუყაროს „სუპერბალახს”, რომელსაც სხვა ველურ ბალახებთან შედარებით მეტი სელექციური უპირატესობა ექნება და, შესაბამისად, რთული იქნება მისი კონტროლი ბუნებაში.
The fear is that the spontaneous hybridization between a crop engineered for herbicide resistance and a wild relative, for example, might give rise to a "superweed" that would have a selective advantage over other weeds in the wild and would be much more difficult to control in the field.
570624.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
შესაძლებელია ზოგი კულტურის ჰიბრიდიზაცია მონათესავე ბალახებთან, რაც კულტურიდან ბალახზე ტრანსგენის გავრცელების საშუალებას იძლევა.
Some crops do hybridize with weedy relatives, and crop-to-weed transgene escape is a possibility.
570625.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ეს დამოკიდებულია კულტურისა და ბალახის ჰიბრიდიზაციის უნარსა და იმაზე, რა გავლენას ახდენენ ტრანსგენები ზოგადად ჰიბრიდების გამძლეობაზე.
Its likelihood depends on the ability of the crop and weed to hybridize and on how the transgenes affect the overall fitness of the hybrids.
570626.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
კულტურის სასურველი დამახასიათებელი თვისება, როგორიცაა, მაგალითად ჯუჯის ფენოტიპი, შეიძლება არ გამოდგეს ბალახისთვის, რომელიც ველურ პირობებში იზრდება.
A desirable crop trait-a dwarf phenotype, for example-might be disadvantageous to a weed growing in the wild.
570627.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
სხვა შემთხვევებში, უბრალოდ ირგვლივ არ მოიპოვება მონათესავე ბალახები, რომლებთანაც ჰიბრიდიზაციაა შესაძლებელი; მაგალითად, სოიას არ აქვს ველური მონათესავე ჯიშები შეერთებულ შტატებში.
In other instances, there are no weedy relatives nearby with which to hybridize; soybean, for example, has no wild relatives in the United States.
570628.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
თუმცა, canola, sorghum და ბევრ სხვა კულტურას შეუძლია ჰიბრიდიზაცია სხვა ბალახებთან.
However, canola, sorghum, and many other crops do hybridize readily with weeds.
570629.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ტრანსგენური გავრცელების საშიშროების გამო, მეცნიერები ცდილობენ, მიაღწიონ მამრის სტერილურობას ტრანსგენურ კულტურებში.
Because of concerns over transgene escape, efforts under way to breed male sterility into transgenic crops.
570630.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ასეთ პირობებში, მცენარე, თუ რა თქმა უნდა იგი ახლომდებარე არატრანსგენური მცენარეების საშუალებით დაიმტვერა, მაინც გააგრძელებს თესლებისა და ნაყოფის წარმოებას, მაგრამ იგი არ აწარმოებს სიცოცხლისუნარიან მტვერს.
These plants will still produce seeds and fruit if pollinated by nearby nontransgenic plants, but they will produce no viable pollen.
570631.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
მეორე მეთოდის მიხედვით, ტრანსგენი კულტურის ქლოროპლასტის დნმ-ში გამოჰყავთ.
Another approach is to engineer the transgene into the chloroplast DNA of the crop.
570632.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
მცენარის არაერთ ჯიშში ქლოროპლასტის დნმ უშუალოდ დედა მცენარიდან მიღებული მემკვიდრეობაა; ანუ, ტრანსგენები ქლოროპლასტში ვერ გავრცელდება მტვრის საშუალებით.
Chloroplast DNA in many plant species is inherited strictly from the maternal plant, so transgenes in the chloroplast cannot be transferred by pollen.
570633.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
„ტერმინატორ ტექნოლოგია“ სხვა მეთოდს გვთავაზობს ტრანსგენური გავრცელების შემცირების მიზნით.
"Terminator technology" offers another potential approach toward reducing the problem of transgene escape.
570634.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ტერმინატორ ტექნოლოგია „თვითმკვლელ’ გენებს იყენებს, რომლებიც ხელს უშლიან კრიტიკულ განვითარებას, მტვრის განვითარებასა თუ თესლის მომწიფებას.
Terminator technology employs "suicide" genes that disrupt critical developmental sequences, precluding pollen development or seed maturation.
570635.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ტერმინატორ პროცესის გავლის მიზნით, მოდიფიცირებული მცენარეები ჩვეულებრივ იზრდება, ვიდრე თესლისა თუ მტვრის მომწიფების ბოლო სტადიას არ მიაღწევენ.
Plants that are genetically modified to undergo the terminator process grow normally until the last stages of seed or pollen maturation.
570636.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ამ ეტაპზე გენი გამოყოფს „ტერმინატორ“ ცილას, რომელიც ტოქსიკურია მცენარეებისთვის, მაგრამ აბსოლუტურად უვნებელია ცხოველებისთვის, აქტიურდება მხოლოდ მაშინ, როცა თესლი ან მტვერი უკვე თითქმის მომწიფებულია.
At this point, a gene expressing a "terminator" protein toxic to plants but harmless to animals is activated only in the nearly mature seed or pollen.
570637.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
მართალია, ახლად ფორმირებული თესლი თუ მტვერი უკვე პრაქტიკულად მომწიფებულია, მაგრამ ისინი სიცოცხლის უუნარო არიან.
Although the newly formed seeds or pollen are practically mature, they are inviable.
570638.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ტერმინატორი ცილები მხოლოდ მაშინ წარმოიქმნება, თუ თავდაპირველ თესლს სპეციალური ქიმიკატებით დაამუშავებენ.
Terminator proteins are only produced if the original seeds are pretreated with a specific chemical.
570639.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
კვლევების უმრავლესობა მოცემულ ტექნოლოგიას თესლის განადგურებასთან დაკავშირებით იყენებს; შედეგად ფერმერებს გენეტიკურად მოდიფიცირებული თესლის შეძენა უწევთ.
Most research has focused on applying this technology to the killing of seeds, to force farmers to purchase GM seed every growing season.
570640.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
თუმცა, ტექნოლოგიის გამოყენება განვითარებად მტვრის ნაწილაკების მოსაკლავად ტრანსგენების გავრცელების შესამცირებლად ეფექტურ სტრატეგიად შეიძლება ჩაითვალოს.
However, applying the technology to kill developing pollen grains could be an effective strategy for reducing trans gene escape.