მოიძებნა 668042 ჩანაწერი
570981.
ბიოლოგია | თავი XXXIX
თანაც, ეს არ არის განკერძოებული პრობლემა.
And this is by no means an isolated problem.
570982.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ფაქტობრივად, ამ თავში განხილული ყველა მცენარის პასუხი ანალოგიურად კომპლექსურია.
Virtually every plant response discussed in this chapter is of comparable complexity.
570983.
ბიოლოგია | თავი XXXIX
კომპლექსური ურთიერთქმედების ამ ყოვლისმომცველი და გარდაუვალი პრობლემის გამო, ბევრი ბოტანიკოსი, მათ შორის ნატაშა რაიხელიც, მცენარეთა ბიოლოგიისადმი სისტემებზე დაყრდნობილ ახლებურ მიდგომას უჭერს მხარს.
Because of this pervasive and unavoidable problem of complex interactions, many plant biologists, including Natasha Raikhel, are promoting a new systems-based approach to plant biology.
570984.
ბიოლოგია | თავი XXXIX
პირველ თავში მოცემულია სისტემათა ბიოლოგიის ზოგადი აღწერა, რომლის მიზანია იმ ბიოლოგიური თვისებების აღმოჩენა და ჩაწვდომა, რომლებიც აღმოცენდება უამრავი სისტემური ელემენტის (მაგ. მრნმ, ცილები, ჰორმონები და მეტაბოლიტები) ურთიერთქმედების შედეგად.
Chapter 1 provided a general description of systems biology, which attempts to discover and understand biological properties that emerge from the interactions of many system elements (for example, mRNAs, proteins, hormones, and metabolites).
570985.
ბიოლოგია | თავი XXXIX
გენომური ტექნოლოგიების წყალობით, ბიოლოგებს უკვე შეუძლიათ მცენარეში ყველა გენის იდენტიფიცირება და მათ უკვე გამოყვეს კიდეც მცენარის ორი გენომი – მდოგვის საკვლევი სახეობა (Arabidopsis) და პურეული მარცვლოვანი ბრინჯი (Oryza sativa).
Using genomic techniques, biologists can now identify all the genes in a plant and have already sequenced two plant genomesthe research plant Arabidopsis and the crop plant rice (Oryza sativa).
570986.
ბიოლოგია | თავი XXXIX
გარდა ამისა, მიკროკომპლექსისა და პროტეომიკული ტექნოლოგიების გამოყენებით, მეცნიერებს შეუძლიათ, განსაზღვრონ, რომელი გენებია აქტივირებული ან არააქტივირებული განვითარების პროცესში, ან გარე სამყაროს ცვლილებაზე რეაგირებისას.
Moreover, using microarray and proteomic techniques, scientists can resolve which genes are activated or inactivated during development or in response to an environmental change.
570987.
ბიოლოგია | თავი XXXIX
მიუხედავად ამისა, ორგანიზმში ყველა გენისა და ცილის (სისტემური ელემენტების) იდენტიფიცირება იგივე იქნებოდა, რაც თვითმფრინავის ყველა ნაწილის აღნუსხვა.
However, identifying all the genes and proteins (system elements) in an organism is comparable to listing all the parts of an airplane.
570988.
ბიოლოგია | თავი XXXIX
მართალია, ასეთი ნუსხა შეიცავს კომპონენტების კატალოგს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის ინტეგრირებული სისტემის კომპლექსურობის გასაგებად.
Although such a list provides a catalog of components, it is not sufficient for understanding the complexity underlying the integrated system.
570989.
ბიოლოგია | თავი XXXIX
რეალურად კი ბოტანიკოსებს მხოლოდ იმის ცოდნა სჭირდებათ, როგორ ურთიერთქმედებენ სისტემის ეს ელემენტები.
What plant biologists really need to know is how all these system elements interact.
570990.
ბიოლოგია | თავი XXXIX
სისტემებზე დაყრდნობილმა მიდგომამ შეიძლება საფუძვლიანად შეცვალოს მცენარეთა ბიოლოგიის მეთოდები.
A systems-based approach may greatly alter how plant biology is done.
570991.
ბიოლოგია | თავი XXXIX
იდეალში, ლაბორატორიები აღჭურვილი იქნება სწრაფი (მძლავრი) რობოტული სკანერებით, რომლებიც აღრიცხავენ, მცენარის გენომში, რომელ უჯრედებში რომელი გენებია აქტივირებული და რა პირობებში.
The dream is that laboratories will be equipped with fast-moving (high-throughput) robotic scanners that record which genes in a plant's genome are activated in which cells and under what conditions.
570992.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ამ ამომწურავი მონაცემების ანალიზის საფუძველზე შეიქმნება ახალი ჰიპოთეზები და კვლევის გზები.
New hypotheses and avenues of research will emerge from analysis of these comprehensive data sets.
570993.
ბიოლოგია | თავი XXXIX
საბოლოოდ, სისტემათა ბიოლოგიის მთავარი მიზანია, შექმნას მცენარის პროგნოზირებადი მოდელი.
Ultimately, one goal of systems biology is to model a living plant predictably.
570994.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ასეთი დეტალური ცოდნით შეიარაღებული მოლეკულური ბიოლოგიის მეცნიერი, რომელიც ცდილობს, გენეტიკური ინჟინერიის საშუალებით დააჩქაროს ბრინჯის ღეროს დაგრძელება, ბევრად მეტ წარმატებას მიაღწევს.
Armed with such detailed knowledge, a molecular biologist attempting to genetically engineer faster stem elongation into rice could proceed much more efficiently.
570995.
ბიოლოგია | თავი XXXIX
მცენარის მოდელის შექმნის უნარი ხელს შეუწყობს გენეტიკური მანიპულაციების შედეგის წინასწარ განსაზღვრას ლაბორატორიაში ფეხის შედგმამდეც კი.
The ability to model a plant would facilitate predicting the result of a genetic manipulation before even setting foot in the laboratory.
570996.
ბიოლოგია | თავი XXXIX
სინათლეზე რეაგირებას მცენარისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.
Responses to light are critical for plant success.
570997.
ბიოლოგია | თავი XXXIX
სინათლე მცენარის სიცოცხლეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გარემო ფაქტორია.
Light is an especially important environmental factor in the lives of plants.
570998.
ბიოლოგია | თავი XXXIX
გარდა იმისა, რომ იგი საჭიროა ფოტოსინთეზისთვის, სინათლე მცენარის ზრდასა და განვითარებაში უმნიშვნელოვანეს ეტაპებს კარნახობს.
In addition to being required for photosynthesis, light cues many key events in plant growth and development.
570999.
ბიოლოგია | თავი XXXIX
სინათლის გავლენას მცენარის მორფოლოგიაზე ბიოლოგები ფოტომორფოგენეზს უწოდებენ.
Effects of light on plant morphology are what plant biologists call photomorphogenesis.
571000.
ბიოლოგია | თავი XXXIX
სინათლის რეცეფცია მცენარეს ასევე საშუალებას აძლევს, დღეებისა და წელიწადის დროების დინება იგრძნონ.
Light reception also allows plants to measure the passage of days and seasons.