მოიძებნა 668042 ჩანაწერი
571441.
ბიოლოგია | თავი XL
ასე, რომ ჩემ კოლეგასთან, კლაუდიო მელოსთან ერთად, მომღერალი ფრინველების გავრცელების არეალს ლაბორატორიული მანქანით შესაბამისი ხელსაწყოები და მშრალი ყინულით დატვირთულები ვეწვიეთ.
So, my colleague Claudio Mello and I visited songbird sites in a station wagon loaded with lab equipment and dry ice.
571442.
ბიოლოგია | თავი XL
გარეული ფრინველების მოსაზიდად ფირზე ჩაწერილი სიმღერები ჩავრთეთ.
To attract wild birds, we played recorded songs.
571443.
ბიოლოგია | თავი XL
გენების გამოვლენის პროდუქტები ტვინში დაახლოებით ნახევარ საათში დაგროვდა, ამ დროისთვის ფრინველები ბადით დავიჭირეთ.
After about half an hour, when the products of gene expression in the brain should have accumulated, we captured the birds with a net.
571444.
ბიოლოგია | თავი XL
ამ ტვინებში დავაფიქსირეთ სიმღერის მართვადი გენების მყარი გამოვლენა.
We did find robust singing-driven gene expression in those brains.
571445.
ბიოლოგია | თავი XL
ამის გარდა აღმოვაჩინეთ ფენომენი, რომელიც ლაბორატორიაში არ შეგვხვედრია.
But, more exciting, we also found phenomena that we hadn't seen in the lab.
571446.
ბიოლოგია | თავი XL
ტვინის ზოგი რეგიონი გენის ექსპრესიის სხვადასხვა სტრუქტურას ავლენდა.
Some brain regions showed different patterns of gene expression.
571447.
ბიოლოგია | თავი XL
მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ეს ფენომენი დამოკიდებულია სოციალურ გარემოზე, რომელშიც ფრინველი სხვა მამრს, მდედრს ან სხვა ობიექტს უმღერის.
I later discovered, depended on the social context in which the birds had been singing to another male, to a female, or something else.
571448.
ბიოლოგია | თავი XL
ეს აღმოჩენა სხვა ცხოველების, მაგალითად მაიმუნების, ტვინის შესაბამის ნაწილებში აქტიურობის კონტექსტზე დამოკიდებული სტრუქტურების არსებობას ადასტურებს.
This turns out to be evidence for context-dependent patterns of activity in comparable brain areas in other animals, such as monkeys.
571449.
ბიოლოგია | თავი XL
ჩვენი ვარაუდით ტვინში არსებობს კონტექსტზე დამოკიდებული გზა, რომელიც ვოკალიზაციის, ლაპარაკის და სხვა შემეცნებითი ქცევის დასწავლისას გამოიყენება.
We think there's a context-dependent brain pathway that is used for learned vocalization, speech, and other learned cognitive behaviors.
571450.
ბიოლოგია | თავი XL
სამუშაოს შესრულებისას თქვენ მრავალ სხვადასხვა მიდგომას აერთიანებთ!
You're combining many approaches in your work!
571451.
ბიოლოგია | თავი XL
დიახ, მოლეკულურ ბიოლოგიასთან, ანატომიასთან, ელექტროფიზიოლოგიასა და ქცევასთან ერთად ბიოინფორმატიკასაც ვიყენებთ, რომელიც მათემატიკასა და პროგრამირებას მოიცავს.
Yes, and in addition to molecular biology, anatomy, electrophysiology, and behavior, we're making a lot of use of bioinformatics, which involves math and computer science.
571452.
ბიოლოგია | თავი XL
დნმ მიკროჩიპებიდან მიღებული გენების ექსპრესიის მონაცემების ანალიზისთვის ბიოლოგები კომპიუტერებს აქტიურად იყენებენ.
Biologists routinely use the computer to analyze gene expression data from DNA microarrays.
571453.
ბიოლოგია | თავი XL
მაგრამ ჩვენ ამ ანალიზში შევიტანეთ ანატომიურ კავშირებზე არსებული ინფორმაცია, სიმღერის სონოგრამების ქცევითი მონაცემები და ნერვული იმპულსების თვისებები.
But we also include in our computer analyses information about anatomical connectivity, behavioral data from song sonograms, and patterns of neural impulses.
571454.
ბიოლოგია | თავი XL
ჩვენ თვითონ შევადგინეთ ალგორითმი, რომელიც გვეხმარება მიზეზობრივი კავშირის დადგენაში და ისეთ მოდელებსაც გვთავაზობს, რომელთა შემოწმება ექსპერიმენტით შეგვიძლია.
Our inference algorithm software helps us identify causal relationships and even proposes models we can test experimentally.
571455.
ბიოლოგია | თავი XL
ვცდილობთ შესასწავლი ობიექტი არა რეგულირებადი გენების თვისებების, ან ნერვული წრეების კომბინაციის სახით წარმოვიდგინოთ, არამედ ერთიან სისტემად აღვიქვათ.
We are trying to look at what we study as an integrated system, not just a pattern of regulated genes or a combination of neural circuits.
571456.
ბიოლოგია | თავი XL
ადამიანებსაც სრული სურათის აღქმისკენ მოვუწოდებ.
I encourage people to look at the big picture.
571457.
ბიოლოგია | თავი XL
ერთ-ერთი ჩვენი პროგრამა პარკინსონის დაავადებას უკავშირდება, რომელსაც ტვინის ცენტრალური ნაწილის ნეირონების დეგრადაცია იწვევს.
One of our projects relates to Parkinson's disease, which is caused by a degeneration of neurons in certain parts of the brain.
571458.
ბიოლოგია | თავი XL
ჩვენ ვსწავლობთ მსგავსი დეფექტების მქონე ფრინველებს.
We're studying birds with similar defects.
571459.
ბიოლოგია | თავი XL
მომღერალი ფრინველის ტვინის მონაკვეთი, რომელიც სხვადასხვა სოციალურ კონტექსტში სხვადასხვანაირად ფუნქციონირებს, ზუსტად ის მონაკვეთია, რომელზეც ადამიანებში პარკინსონის დაავადება მოქმედებს.
The songbird brain area that functions differently in different social contexts is the same area affected by Parkinson's disease in humans.
571460.
ბიოლოგია | თავი XL
ჩვენ ვხედავთ ზოგ მსგავსებას ამ არეალებთან დაკავშირებულ ვოკალურ ქცევაშიც.
We see some similarities in vocal behavior associated with this area.