მოიძებნა 668042 ჩანაწერი
572741.
ბიოლოგია | თავი XLII
ოკეანეები, ტბები, და წყლის სხვა გარემო ჟანგბადს გახსნილი სახით შეიცავს.
Oceans, lakes, and other bodies of water contain O2 in dissolved form.
572742.
ბიოლოგია | თავი XLII
გახსნილი ჟანგბადის რაოდენობა მნიშვნელოვნად იცვლება, მაგრამ ყოველთვის გაცილებით უფრო ნაკლებია, ვიდრე ჰაერის შესაბამის მოცულობაში.
The amount of O2 dissolved in a given volume of water varies considerably but is always much less than in an equivalent volume of air.
572743.
ბიოლოგია | თავი XLII
ცხოველის სხეულის ნაწილი, სადაც გარემოსთან აირთა ცვლა მიმდინარეობს სუნთქვის ზედაპირად იწოდება.
The part of an animal's body where gases are exchanged with the surrounding environment is called the respiratory surface.
572744.
ბიოლოგია | თავი XLII
ცხოველები ჟანგბადსა და ნახშირორჟანგს აქტიური ტრანსპორტის გზით არ გადაიტანენ, ასე რომ, ამ აირთა გადაადგილება სუნთქვის ზედაპირსა და გარემოს შორის მთლიანად დიფუზიის გზით ხორციელდება.
Animals do not move O2 and CO2 across membranes by active transport, so the movement of these gases between the respiratory surface and the environment occurs entirely by diffusion.
572745.
ბიოლოგია | თავი XLII
დიფუზიის სიჩქარე იმ ზედაპირის ფართის პროპორციულია, რომელშიც აირთა მიმოცვლა მიმდინარეობს და უკუპროპორციული დამოკიდებულება არსებობს იმ მანძილის კვადრატთან, რომელშიც დიფუზია უნდა განხორციელდეს.
The rate of diffusion is proportional to the surface area across which diffusion occurs and inversely proportional to the square of the distance through which molecules must move.
572746.
ბიოლოგია | თავი XLII
შედეგად, სუნთქვის ზედაპირი ძირითადად თხელი და დიდი ფართობის მქონეა, ეს სტრუქტურული ადაპტაცია აირთა მიმოცვლის მაქსიმალიზაციას იწვევს.
As a result, respiratory surfaces tend to be thin and have large surface area structural adaptations that maximize the rate of gas exchange.
572747.
ბიოლოგია | თავი XLII
ამას გარდა, პლაზმური მემბრანის შესანარჩუნებლად ყველა ცოცხალი უჯრედი აუცილებლად სითხეში უნდა იყოს.
Additionally, all living cells must be bathed in water to maintain their plasma membranes.
572748.
ბიოლოგია | თავი XLII
აქედან გამომდინარე, როგორც წყლის, ისე ხმელეთის ცხოველების სუნთქვის ზედაპირები ნესტიანია და ჟანგბადი და ნახშირორჟანგი ამ ზედაპირებს წყალში გახსნის შემდეგ გადაკვეთს.
Thus, the respiratory surfaces of terrestrial as well as aquatic animals are moist, and O2 and CO2 diffuse across these surfaces after first dissolving in water.
572749.
ბიოლოგია | თავი XLII
სუნთქვის ზედაპირმა მთლიანი ორგანიზმი ჟანგბადით უნდა უზრუნველყოს და ნახშირორჟანგი განდევნოს.
The respiratory surface must supply O2 and expel CO2 for the entire body.
572750.
ბიოლოგია | თავი XLII
პრობლემის გადასაჭრელად დიდი და საკმარისი ზედაპირის გასავითარებლად მრავალფეროვანი გზა მოინახა.
A variety of solutions to the problem of providing a large enough surface have evolved.
572751.
ბიოლოგია | თავი XLII
სუნთქვის ზედაპირი ძირითადად ორგანიზმის ზომაზე და საცხოვრებელ გარემოზეა დამოკიდებული, ანუ იმაზე, იგი წყალში თუ ხმელეთზე ბინადრობს, მაგრამ აირების მიმოცვლაზე, ასევე მეტაბოლური მოთხოვნილებებიც ახდენს გავლენას.
The structure of a respiratory surface depends mainly on the size of the organism and whether it lives in water or on land, but it is also influenced by metabolic demands for gas exchange.
572752.
ბიოლოგია | თავი XLII
ასე რომ, ენდოთერმებს ჩვეულებრივ უფრო დიდი ზედაპირი აქვთ, ვიდრე იგივე ზომის ექტოთერმებს.
Thus, an endotherm generally has a larger area of respiratory surface than a similar-sized ectotherm.
572753.
ბიოლოგია | თავი XLII
ერთუჯრედიანი ორგანიზმების და უმარტივესების უმეტესობაში აირთა ცვლა სხეულის მთელი ზედაპირით ხდება.
Gas exchange occurs over the entire surface area of most protists and other unicellular organisms.
572754.
ბიოლოგია | თავი XLII
ამის მსგავსად, შედარებით მარტივ ცხოველებში, როგორიცაა ღრუბელები, ნაწლავღრუიანები და ბრტყელი ჭიები, ყველა უჯრედის პლაზმური მემბრანა გარეგან გარემოსთან ახლოს არის, რათა აირთა შიგნით და გარეთ დიფუზია იყოს უზრუნველყოფილი.
Similarly, for some relatively simple animals, such as sponges, cnidarians, and flatworms, the plasma membrane of every cell in the body is close enough to the external environment for gases to diffuse in and out.
572755.
ბიოლოგია | თავი XLII
ბევრ ცხოველში, სხეულის დიდ ნაწილს არა აქვს უშუალო შეხება სასუნთქ გარემოსთან.
In many animals, however, the bulk of the body does not have direct access to the respiratory medium.
572756.
ბიოლოგია | თავი XLII
ამ ცხოველებში სუნთქვითი ზედაპირი თხელია, ნესტიანი ეპითელიუმი გამოყოფს სუნთქვით გარემოს სისხლისგან ან კაპილარებისგან, რომელსაც აირები სხეულის დარჩენილ ნაწილში გადააქვს.
The respiratory surface in these animals is a thin, moist epithelium separating the respiratory medium from the blood or capillaries, which transport gases to and from the rest of the body.
572757.
ბიოლოგია | თავი XLII
ზოგი ცხოველი მთელ კანს იყენებს სუნთქვის ორგანოდ.
Some animals use their entire outer skin as a respiratory organ.
572758.
ბიოლოგია | თავი XLII
მაგალითად, ჭიაყელას აქვს ნესტიანი კანი და აირთა მიმოცვლა მისი მთელი სხეულის ზედაპირით ხორციელდება.
An earthworm, for example, has moist skin and exchanges gases by diffusion across its general body surface.
572759.
ბიოლოგია | თავი XLII
ზუსტად ჭიაყელას კანქვეშ კაპილარების ქსელია.
Just below the earthworm's skin is a dense net of capillaries.
572760.
ბიოლოგია | თავი XLII
რამდენადაც სუნთქვის ზედაპირი ნესტიანი უნდა იყოს, ჭიაყელები და სხვა კანით მსუნთქავები, მათ შორის ამფიბიებიც წყალში ან ნესტიან გარემოში უნდა ბინადრობდნენ.
Because the respiratory surface must remain moist, earthworms and many other skin-breathers, including some amphibians, must live in water or damp places.