მოიძებნა 668043 ჩანაწერი
573601.
ბიოლოგია | თავი XLIV
ძვლოვანი თევზებისგან განსხვავებით, მარილის შედარებით დაბალი კონცენტრაციის მიუხედავად, ზღვის ზვიგენები დიდი რაოდენობით წყალს არ კარგავენ.
Unlike bony fishes, and despite relatively low internal salt concentration, marine sharks do not experience a large and continuous osmotic water loss.
573602.
ბიოლოგია | თავი XLIV
ამის ახსნა არის ის, რომ ზვიგენები ინარჩუნებენ შარდში აზოტოვანი ნაერთების (ბევრი ცხოველის ცილებისა და ნუკლეინის მჟავების მეტაბოლიზმის პროდუქტების მაღალ კონცენტრაციას.
The explanation is that sharks maintain high concentrations of the nitrogenous waste urea (a product of protein and nucleic acid metabolism produced by many animals).
573603.
ბიოლოგია | თავი XLIV
კიდევ ერთი გახსნილი ორგანული ნივთიერება ტრიმეთილამინოქსიდი (TMAO) ცილებს შარდოვანათი დაზიანებისგან იცავს.
Another organic solute, trimethylamine oxide (TMAO), protects proteins from damage by urea.
573604.
ბიოლოგია | თავი XLIV
თუ თქვენ როდისმე მოგიმზადებიათ ზვიგენის ხორცი, გეცოდინებათ, რომ ის შარდოვანას მოსაცილებლად მტკნარ წყალში უნდა ჩაილბოს.
If you have ever prepared shark meat, you know it should be soaked in fresh water to remove urea before cooking.
573605.
ბიოლოგია | თავი XLIV
ზვიგენის სხეულის სითხეების (მარილები, შარდოვანა, TMAO და სხვა ნაერთები) მთლიანი კონცენტრაცია 1,000 მოსმ/ლ-ზე მეტია და აქედან გამომდინარე, ზღვის წყალთან შედარებით ცოტა უფრო ჰიპეროსმოსურია.
A shark's total solute concentration of body fluids (salts, urea, TMAO, and other compounds) is somewhat greater than 1,000 mosm/L and, therefore, slightly hyperosmotic to seawater.
573606.
ბიოლოგია | თავი XLIV
შედეგად, წყალი ოსმოსის გზით და საკვებით (ზვიგენები არ სვამენ) ნელა შედის ზვიგენის სხეულში და წყლის ეს მცირე რაოდენობა თირკმლებში წარმოქმნილი შარდის საშუალებით გარეთ გამოიყოფა.
Consequently, water slowly enters the shark's body by osmosis and in food (sharks do not drink), and this small influx of water is disposed of in urine produced by the kidneys.
573607.
ბიოლოგია | თავი XLIV
მტკნარი წყლის ცხოველები.
Freshwater Animals.
573608.
ბიოლოგია | თავი XLIV
მტკნარი წყლის ცხოველების ოსმორეგულატორული პრობლემები ზღვის ცხოველების საწინააღმდეგოა.
The osmoregulatory problems of freshwater animals are opposite those of marine animals.
573609.
ბიოლოგია | თავი XLIV
მტკნარი წყლის ცხოველები მათი შინაგანი სითხეების ოსმოლარობის გამო, რომელიც გარემოსთან შედარებით გაცილებით უფრო მაღალია, მუდმივად იღებენ წყალს ოსმოსის გზით და კარგავენ მარილების დიფუზიით.
Freshwater animals constantly gain water by osmosis and lose salts by diffusion because the osmolarity of their internal fluids is much higher than that of their surroundings.
573610.
ბიოლოგია | თავი XLIV
ასეა თუ ისე, მტკნარი წყლის ცხოველების უმეტესობის ორგანიზმის სითხეებს გახსნილი ნივთიერებების უფრო დაბალი კონცენტრაცია აქვთ, ვიდრე ზღვის წყალში მობინადრე მათ ნათესავებს, რაც ნაკლებმარილიან მტკნარ წყალში არსებობის ადაპტაციაა.
However, the body fluids of most freshwater animals do have lower solute concentrations compared to their marine relatives, an adaptation to their low-salinity freshwater habitat.
573611.
ბიოლოგია | თავი XLIV
გარემოსა და სხეულის სითხეებს შორის შემცირებული ოსმოლარული სხვაობა ამცირებს იმ ენერგიას, რომელსაც ცხოველები ოსმორეგულაციისთვის ხარჯავენ.
The reduced osmotic difference between body fluids and the surrounding freshwater environment reduces the energy the animal expends for osmoregulation.
573612.
ბიოლოგია | თავი XLIV
ბევრი მტკნარი წყლის ცხოველი, მათ შორის ისეთი თევზები, როგორიც არის ქორჭილა, წყლის ბალანსს ძალიან განზავებული შარდის გამოყოფის ხარჯზე ინარჩუნებს.
Many freshwater animals, including fishes such as perch, maintain water balance by excreting large amounts of very dilute urine.
573613.
ბიოლოგია | თავი XLIV
დიფუზიითა და შარდით დაკარგული მარილები საკვებითა და ლაყუჩების საშუალებით მათი შეწოვის ხარჯზე ანაზღაურდება.
Salts lost by diffusion and in the urine are replenished by foods and by uptake across the gills.
573614.
ბიოლოგია | თავი XLIV
ლაყუჩების ქლორის უჯრედები აქტიურად ატარებენ ქლორისა და ნატრიუმის იონებს.
Chloride cells in the gills actively transport Cl, and Nat follows.
573615.
ბიოლოგია | თავი XLIV
ორგანული და სხვა ევრიჰალინური თევზები, რომლებიც ზღვის წყალსა და მტკნარ წყალში მიგრირებენ, ოსმორეგულაციის სტატუსის დრამატულ ცვლილებებს განიცდიან.
Salmon and other euryhaline fishes that migrate between seawater and freshwater undergo dramatic and rapid changes in osmoregulatory status.
573616.
ბიოლოგია | თავი XLIV
მაშინ, როდესაც ოკეანეში ორაგულის ოსმორეგულაცია სხვა ზღვის თევზების მსგავსად, ზღვის წყლის სმითა და ჭარბი მარილების ლაყუჩების საშუალებით გამოყოფით მიმდინარეობს.
While in the ocean, salmon osmoregulate like other marine fishes by drinking seawater and excreting excess salt from the gills.
573617.
ბიოლოგია | თავი XLIV
მას შემდეგ, რაც ის მტკნარ წყალში მიგრირებს, ორაგული წყვეტს წყლის დალევას და დიდი რაოდენობით განზავებული შარდის წარმოქმნას იწყებს, მისი ლაყუჩები, მსგავსად იმ თევზებისა, რომლებიც მთელ თავის ცხოვრებას მტკნარ წყლებში ატარებენ - განზავებული გარემოდან მარილების შეთვისებას იწყებს.
When they migrate to fresh water, salmon cease drinking and begin to produce large amounts of dilute urine, and their gills start taking up salt from the dilute environment just like fishes that spend their entire lives in fresh water.
573618.
ბიოლოგია | თავი XLIV
დროებით წყლებში მცხოვრები ცხოველები.
Animals That Live in Temporary Waters.
573619.
ბიოლოგია | თავი XLIV
დეჰიდრატაცია ცხოველთა უმეტესობისთვის ფატალურია, მაგრამ ზოგი წყლის უხერხემლო, რომელიც დროებით გუბეებში ცხოვრობს, საცხოვრებლის ამოშრობისას თითქმის მთლიანად კარგავს წყალს.
Dehydration is fatal for most animals, but some aquatic invertebrates living in temporary ponds and films of water around soil particles can lose almost all their body water.
573620.
ბიოლოგია | თავი XLIV
ეს მნიშვნელოვანი ადაპტაცია ანჰიდრობიოზის („წყლის გარეშე სიცოცხლის“) სახელით არის ცნობილი.
This remarkable adaptation is called anhydrobiosis ("life without water").