მოიძებნა 668043 ჩანაწერი
578101.
ბიოლოგია | თავი LII
თუ მრავალი პოპულაცია გაურკვეველი ინტერვალებით მერყეობს, სხვებს ახასიათებთ რეგულარული ბუმისა და ჩავარდნების ციკლები და სიჭარბის თვალსაზრისით განსაცვიფრებელი რეგულარულობით მერყეობენ.
While many populations fluctuate at unpredictable intervals, others undergo regular boom-and-bust cycles, fluctuating in density with a remarkable regularity.
578102.
ბიოლოგია | თავი LII
მაგალითად, ზოგიერთ მცირე ზომის ბალახისმჭამელ ძუძუმწოვრებში, როგორიცაა თახვები და ლემინგები, შეინიშნება 3, 4 წლიანი ციკლები, ხოლო ზოგიერთ ჩიტებში, როგორიცაა კაკბები და გნოლები, 9-11 წლიანი ციკლები.
For example, some small herbivorous mammals, such as voles and lemmings, tend to have 3to 4-year cycles, and some birds, such as ruffed grouse and ptarmigans, have 9to 11-year cycles.
578103.
ბიოლოგია | თავი LII
პოპულაციის ციკლების ერთ-ერთ შთამბეჭდავ მაგალითს წარმოადგენს კურდღლებისა და ფოცხვერების 10 წლიანი ციკლი, რომლებიც ბინადრობენ კანადისა და კალიფორნიის შორეული ჩრდილოეთის ტყეებში.
One striking example of population cycles is the 10-year cycles of snowshoe hares and lynx in the far northern forests of Canada and Alaska.
578104.
ბიოლოგია | თავი LII
ფოცხვერები წარმოადგენენ კურდღლების მტაცებლებს, ამდენად გასაკვირი არ არის, რომ ფოცხვერების რაოდენობა იზრდება და მცირდება კურდღლების რაოდენობასთან ერთად.
Lynx are specialist predators of snowshoe hares, so it is not surprising that lynx numbers rise and fall with the numbers of hares.
578105.
ბიოლოგია | თავი LII
მაგრამ რატომ იზრდება და მცირდება კურდღლების რაოდენობა 10 წლიან ციკლში?
But why do hare numbers rise and fall in 10-year cycles?
578106.
ბიოლოგია | თავი LII
ამის ასახსნელად სამი ძირითადი ჰიპოთეზა იქნა შემოთავაზებული.
Three main hypotheses have been proposed.
578107.
ბიოლოგია | თავი LII
პირველი ჰიპოთეზის მიხედვით 10 წლიანი ციკლი გამოწვეული უნდა ყოფილიყო ზამთრის განმავლობაში საკვების სიმცირით.
First, the cycles may be caused by food shortages during winter.
578108.
ბიოლოგია | თავი LII
კურდღლები ზამთარში ჭამენ პატარა ბუჩქების, ტირიფის ან არყის ხის ტოტების წვრილ ბოლოებს და მრავალი მათგანი ზამთარში საკვების სიმცირეს განიცდის იმის გამო, რომ ყველაფერი უკვე მოძოვილია.
Hares eat the terminal twigs of small shrubs such as willow and birch in winter and may suffer from malnutrition due to overgrazing.
578109.
ბიოლოგია | თავი LII
მეორე ჰიპოთეზის მიხედვით ციკლი შეიძლება გამოწვეული იყოს მტაცებელსა და მსხვერპლს შორის ურთიერთმოქმედებით.
Second, the cycles may be due to predator-prey interactions.
578110.
ბიოლოგია | თავი LII
კურდღლებზე ფოცხვერების გარდა ნადირობენ ასევე სხვა მტაცებლებიც და შეიძლება მათ მეტისმეტად ბევრი კურდღელი გაწყვიტონ.
Many predators other than lynx eat hares, and they may overexploit their prey.
578111.
ბიოლოგია | თავი LII
მესამე ჰიპოთეზის მიხედვით ციკლის მიზეზი შეიძლება იყოს ორი ფაქტორის კომბინაცია, საკვები პროდუქტის ლიმიტაცია და მტაცებლობის მაღალი დონე.
Third, the cycles may be affected by a combination of food resource limitation and excessive predation.
578112.
ბიოლოგია | თავი LII
თუ კურდღლების 10 წლიანი ციკლი გამოწვეულია ზამთრის საკვების ნაკლებობით, მაშინ ეს ციკლი უნდა შეწყდეს, მაშინ როცა საკვებს დავუმატებთ მინდვრის პოპულაციას.
If hare cycles are due to winter food shortage, then they should stop if extra food is added to a field population.
578113.
ბიოლოგია | თავი LII
მკვლევრებმა იუკონში ჩაატარეს ამგვარი ექსპერიმენტი, რომელიც 20 წელიწადს ანუ იგი მოიცავდა კურდღლის ორ ათწლიან ციკლს და უჩვენა ორი შედეგი.
Researchers have conducted such experiments in the Yukon for 20 years, over two hare cycles, and reported two results.
578114.
ბიოლოგია | თავი LII
პირველი შედეგის მიხედვით კურდღლების პოპულაცია, რომელსაც დაუმატეს საკვები, დაახლოებით სამჯერ გაიზარდა.
First, hare populations in the areas with extra food increased about threefold in density.
578115.
ბიოლოგია | თავი LII
საცხოვრებელი გარემოს საარსებო შესაძლებლობები შეიძლება აშკარად გაიზარდოს საკვების დამატებით.
The carrying capacity of a habitat for hares can clearly be increased by adding food.
578116.
ბიოლოგია | თავი LII
კერძოდ, ჩავარდნების ციკლებს ადგილი ჰქონდა, როგორც ექსპერიმენტულ, ასევე დაკვირვების ქვეშ მყოფ პოპულაციებში და რაოდენობრივი შემცირების შეჩერება ვერ მოხერხდა საკვების დამატების გზით.
In particular, cyclic collapses occurred in both experimental and control areas, and the decline in numbers could not be stopped by adding food.
578117.
ბიოლოგია | თავი LII
ამდენად, მხოლოდ საკვების ნაკლებობა კურდღლების პოპულაციის ციკლის მიზეზი არ არის, ასე, რომ ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ პირველი ჰიპოთეზა.
Thus, food supplies alone are not the cause of the hare cycle shown in Figure 52.21, so we can discard the first hypothesis.
578118.
ბიოლოგია | თავი LII
კურდღლებზე რადიო-საყელურების შებმის მეშვეობით საველე ეკოლოგებს შესაძლებლობა ჰქონდათ მყისვე მოეძებნათ დაღუპული კურდღელი და გაეგოთ სიკვდილის მიზეზი.
By putting radio collars on hares, field ecologists can find individual hares as soon as they die and determine the immediate cause of death.
578119.
ბიოლოგია | თავი LII
თითქმის 90% დაღუპული კურდღლებისა მტაცებლების მიზეზით იყო მკვდარი.
Almost 90% of the hares that died were killed by predators.
578120.
ბიოლოგია | თავი LII
არც ერთი მათგანი არ დაღუპულა შიმშილის გამო.
None appeared to have died of starvation.