მოიძებნა 668043 ჩანაწერი
578141.
ბიოლოგია | თავი LII
მხოლოდ ოთხი წელიწადია საჭირო მსოფლიოს პოპულაციისათვის, რომ ერთი შეერთებული შტატის ეკვივალენტი ადამიანი დაიმატოს.
It takes only four years for world population growth to add the equivalent of another United States.
578142.
ბიოლოგია | თავი LII
პოპულაციის ეკოლოგები ვარაუდობენ, რომ 2025 წლისათვის მსოფლიო პოპულაცია შეადგენს 7.3 – 8.4 მილიარდ ადამიანს.
Population ecologists predict a population of 7.3-8.4 billion people on Earth by the year 2025.
578143.
ბიოლოგია | თავი LII
გლობალური პოპულაცია კვლავ იზრდება, თუმცა 1960- იან წლებში ზრდის ტემპმა შენელება იწყო.
Though the global population is still growing, the rate of growth began to slow during the 1960s.
578144.
ბიოლოგია | თავი LII
სურათი 52.23. წარმოადგენს გლობალური პოპულაციის ზრდის პროცენტულ მაჩვენებელს 1950-2003 წლებში.
Figure 52.23 presents the percentage increase in the global population from 1950 to 2003 and projected to the year 2050.
578145.
ბიოლოგია | თავი LII
გლობალური პოპულაციის ზრდის მაჩვენებელმა პიკს მიაღწია 1962 წელს, როცა იგი 2.19% გახდა.
The rate of increase in the global population peaked at 2.19% in 1962.
578146.
ბიოლოგია | თავი LII
2003 წლისათვის იგი შემცირდა და შეადგინა 1.16%.
By 2003 it had declined to 1.16%.
578147.
ბიოლოგია | თავი LII
არსებული მოდელი ვარაუდობს საერთო ზრდის მაჩვენებლის შემცირებას 0.4%-მდე 2050 წლისათვის.
Current models project a decline in the overall growth rate to just over 0.4% by 2050.
578148.
ბიოლოგია | თავი LII
ზრდის მაჩვენებლის შემცირება მიუნიშნებს იმაზე, რომ ადამიანის პოპულაცია გაემიჯნა ექსპონენციური ზრდის მოდელს, რაც მუდმივ მაჩვენებელს გულისხმობს.
This reduction in growth rate shows that the human population has departed from true exponential growth, which assumes a constant rate.
578149.
ბიოლოგია | თავი LII
ზრდის შემცირება შედეგია იმ ფუნდამენტური ცვლილებისა, რასაც პოპულაციის დინამიკაში ჰქონდა ადგილი, და პოპულაციის ზრდის ნებაყოფლობითი კონტროლით და რაც ისეთი დაავადებებითაა გამოწვეული, როგორიცაა შიდსი.
These declines are the result of fundamental changes in population dynamics due to diseases, such as AIDS, and voluntary population control.
578150.
ბიოლოგია | თავი LII
პოპულაციის ცვლის რეგიონული მოდელები.
Regional Patterns of Population Change.
578151.
ბიოლოგია | თავი LII
აქამდე ჩვენ აღვწერეთ ცვლილებები გლობალურ პოპულაციაში.
So far, we have described changes in the global population.
578152.
ბიოლოგია | თავი LII
მაგრამ პოპულაციის დინამიკა ძალიან განსხვავებულია რეგიონების მიხედვით.
However, population dynamics vary widely from region to region.
578153.
ბიოლოგია | თავი LII
პოპულაციის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ადამიანის რეგიონული პოპულაციები შეიძლება არსებობდნენ ორიდან ერთ-ერთი კონფიგურაციით.
To maintain population stability, a regional human population can exist in one of two configurations.
578154.
ბიოლოგია | თავი LII
ერთი მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში გადასვლას ეწოდება დემოგრაფიული გადაადგილება.
The movement from the first to the second state is called the demographic transition.
578155.
ბიოლოგია | თავი LII
სურათი 52.24. წარმოადგენს დემოგრაფიულ გადაადგილებას ერთ-ერთ ეკონომიკურად ყველაზე განვითარებულ ქვეყანაში შვედეთში და განვითარებად ქვეყანაში მექსიკაში.
Figure 52.24 compares the demographic transition in one of the most economically developed countries, Sweden, and in a developing country, Mexico.
578156.
ბიოლოგია | თავი LII
შვედეთში დემოგრაფიულ გადაადგილებას ადგილი ჰქონდა 150 წლის განმავლობაში, 1810 წლიდან 1960 წლამდე.
The demographic transition in Sweden took about 150 years, from 1810 to 1960.
578157.
ბიოლოგია | თავი LII
მექსიკაში ნავარაუდებია, რომ ცვლილებები გაგრძელდება 2050 წლის შემდეგაც და გასტანს თითქმის იმავე დროის განმავლობაში.
In Mexico, the changes are projected to continue until sometime after 2050, almost the same length of time.
578158.
ბიოლოგია | თავი LII
დემოგრაფიული გადაადგილება უკავშირდება ჯანმრთელობისა და სანიტარული ნორმების დაცვის დონეს და აგრეთვე განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით ქალებისათვის.
Demographic transition is associated with an increase in the quality of health care and sanitation as well as improved access to education, especially for women.
578159.
ბიოლოგია | თავი LII
1950 წლის შემდეგ უმეტესობა განვითარებად ქვეყნებში სიკვდილიანობის დონემ დაიწია, ხოლო შობადობის დონე შემცირდა სრულად განსხვავებული მაჩვენებლებით.
After 1950, mortality rates declined rapidly in most developing countries, but birth rates have declined in a more variable manner.
578160.
ბიოლოგია | თავი LII
შობადობის დონის შემცირება ყველაზე დრამატული სახით ჩინეთში აღინიშნა.
Birth rate decline has been most dramatic in China.