მოიძებნა 668070 ჩანაწერი
5901.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 64, მანქანათმცოდნეობა
რეინერ-რივლინის სითხეზე მომუშავე ცენტრალურსაკნიანი ჰიდროსტატიკური წრიული საქუსლის გაანგარიშება.
Calculation of hydrostatic circular step bearing with the central chamber working with the Reyner-Rivlin liquid.
5902.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 64, მანქანათმცოდნეობა
განხილულია ქუსლსა და საქუსლეს შორის არსებულ ღრეჩოში რეინერ - რივლინის სითხის დინების საკითხები რთული ძვრის შემთხვევაში.
The current of the Reyner–Rivlin liquid passing through the gap between the pivot's and the step bearing in the case of complex shift is examined.
5903.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 64, მანქანათმცოდნეობა
თეორიული კვლევის შედეგები გამოყენებულია საქუსლის ძირითადი მახასიათებლების განსაზღვრისათვის.
The results of theoretical study are used in determining the main characteristics of the step bearing.
5904.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 64, მანქანათმცოდნეობა
დადგენილია, რომ ქუსლის კუთხური სიჩქარის გადიდებით იზრდება საქუსლის დატვირთვის უნარიანობა.
It has been ascertained that by increasing the angular velocity of the pivot rotation the supporting power of the bearing increases.
5905.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 64, მანქანათმცოდნეობა
სივრცითი მექანიზმების კინემატიკური კვლევა კონტურის პირობითად გათიშვის მეთოდით.
Kinematic investigation of spatial mechanisms by the method of conditional opening of the circuit.
5906.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 64, მანქანათმცოდნეობა
გამოკვლეულია ზოგიერთი სივრცითი მექანიზმი მეოთხე რიგის მატრიცების საშუალებით.
Some spatial mechanisms have been investigated by means of fourth – order matrices.
5907.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 64, მანქანათმცოდნეობა
ამყოლი რგოლის მდებარეობის ფუნქცია განისაზღვრება გამარტივებული, კონტურის პირობითად გათიშვის მეთოდით.
The function of the position of the driven link is determined by the method of conditional opening of a simplified circuit.
5908.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 64, მანქანათმცოდნეობა
მიღებული განტოლებები მარტივია და გამოთვლისათვის მოსახერხებელი.
The obtained equations are simple and convenient for computation.
5909.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 64, მანქანათმცოდნეობა
სივრცითი ოთხრგოლა მექანიზმების მდებარეობის ფუნქციის განსაზღვრა კონტურის პირობითი გათიშვის მეთოდით.
Determination of the position function of spatial four – link mechanisms by means of conditional opening of the circuit.
5910.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 64, მანქანათმცოდნეობა
განხილულია სივრცითი ოთხრგოლა მექანიზმების კინემატიკური კვლევის საკითხები კონტურის პირობითი გათიშვის მეთოდით.
The problem of the kinematic investigation of the spatial four – link mechanism by means of the conditional opening of the circuit is examined.
5911.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 64, მანქანათმცოდნეობა
მიღებული მატრიცული განტოლებებიდან განისაზღვრება მექანიზმის უცნობი კინემატიკური პარამეტრები ისეთი სახით, რომელთა გამოყენება პრაქტიკული გამოთვლებისათვის მეტად მოსახერხებელია.
The unknown kinematic parameters are determined from matrix equations, these being convenient for practical calculations.
5912.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 64, მანქანათმცოდნეობა
იარაღის გეომეტრიული პარამეტრების მართვის თვითამწყობი სისტემის მაკეტი და ექსპერიმენტული კვლევა.
The model and experimental investigation of the adaptive system of the control of the geometrical parameters of a tool.
5913.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 64, მანქანათმცოდნეობა
განხილულია იარაღის გეომეტრიული პარამეტრების მართვაზე დაფუძნებული სისტემის მაკეტი, მისი შემადგენელი ძირითადი კვანძების, სპეციალური მზომი თავისა და მჭრელი კბილების დახრის კუთხის რეგულირებადი ფრეზის კონსტრუქციები. მოცემულია მასზე ჩატარებული ექსპერიმენტული კვლევის შედეგები.
The paper considers the model of a self – adjusting system based on the digital control of the geometric parameters of a tool during the manufacture of product. The designs of its main parts, the special measuring head and fraise with an adjustable angle of inclination of the cutting teeth are presented, as well as the results of an experimental study involving the tool in question.
5914.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 64, მასალათა ტექნოლოგია
მაღალი სიმტკიცის, ნაკლები დეფორმირებისა და წყალგაუმტარი მსუბუქი ბეტონის შექმნის საკითხისათვის.
On creating superfirm, slightly deformable and waterproof light – weight concrete.
5915.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 64, მასალათა ტექნოლოგია
ნაჩვენებია, რომ აკადემიკოს ნ. მუსხელიშვილის თეორიის შესაბამისად, შეიძლება მივიღოთ მაღალხარისხოვანი მსუბუქი და მძიმე ბეტონი.
It is shown in the article that N. I. Muskhelishvili’s theory of elasticity enables the obtaining of high – quality, light – weight and heavy concrete.
5916.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 64, მასალათა ტექნოლოგია
გაჭიმვის შეზღუდული დეფორმაციის გავლენა ტენიანი ბეტონის სიმტკიცესა და დეფორმაციულობაზე ცენტრალური გაჭიმვის დროს.
The effect of constraint of tensile deformation of the durability and deformability of water – saturated concrete during axial tension.
5917.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 64, მასალათა ტექნოლოგია
გაჭიმვის დეფორმაციის შეზღუდვა ტენიან გაჭიმულ ბეტონში მნიშვნელოვნად ამცირებს წყლის გამხლეჩი მოქმედების უარყოფით გავლენას.
Constraint of tensile deformation in water – saturated tense concrete significantly reduces the negative cracking effect of water.
5918.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 64, მასალათა ტექნოლოგია
ამ შემთხვევაში ტენიანი ბეტონის სიმტკიცისა და დეფორმაციულობის მნიშვნელობა უახლოვდება ჰაერზე გამშრალი ბეტონის სიმტკიცესა და დეფორმაციულობას.
When this is the case, the values of the strength and deformability of concrete approximate those of air – dried concrete.
5919.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 64, მეტალურგია
გლობულარული გრაფიტიანი თუჯის სხმულების თერმიული დამუშავების რეჟიმების შერჩევა.
Selection of conditions for thermal treatment of iron castings with spherical graphite.
5920.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 64, მეტალურგია
მოყვანილია წინასწარ დასახული მიკროსტრუქტურის მისაღებად გლობულარული გრაფიტიანი თუჯის სხმულების თერმიული დამუშავების რეჟიმების შესარჩევად ჩატარებული გამოკვლევების შედეგები.
The results of investigations aimed at selecting conditions for thermal treatment of iron castings with spherical graphite to obtain a given microstructure are presented.