მოიძებნა 668043 ჩანაწერი
596501.
დაბნელება | თავი 24
უკვე მთელ ხროვას ეცოდინებოდა ყველაფერი.
By now the whole pack knew everything.
596502.
დაბნელება | თავი 24
სეთ ქლიარუოტერი, რომელიც კარვის წინ მიმოდიოდა, ჩემი შერცხვენის თვითმხილველი გახდა.
Seth Clearwater, pacing outside the tent, was an intimate witness to my disgrace.
596503.
დაბნელება | თავი 24
ედუარდი კარგა ხნით გაჩუმდა.
Edward was silent for a long moment.
596504.
დაბნელება | თავი 24
– ოო, – თქვა ბოლოს.
- Oh, - he finally said.
596505.
დაბნელება | თავი 24
მისი ხმის ტონის გათვალისწინებით, ზვავის ქვეშ მოყოლა არ მემუქრებოდა.
The tone of his voice worried me that my avalanche wasn’t coming fast enough.
596506.
დაბნელება | თავი 24
თავი ავწიე, ის, რასაკვირველია, სხვათა გონებაში იქექებოდა და აშკარად იმას „ისმენდა“, რის გამხელასაც სიკვდილი მერჩია.
I peeked up at him and, sure enough, his eyes were unfocused as he listened to something I’d rather die than have him hear.
596507.
დაბნელება | თავი 24
– მე კი მეგონა, მე ვიბრძოდი არაპატიოსნად, – თითქოს შურით ჩაილაპარაკა.
- And I thought I fought dirty, - he said with grudging admiration.
596508.
დაბნელება | თავი 24
– მასთან შედარებით ნამდვილი წმინდანი ვყოფილვარ.
- He makes me look like the patron saint of ethics.
596509.
დაბნელება | თავი 24
შენზე არ ვბრაზობ, ძვირფასო.
I’m not mad at you, love.
596510.
დაბნელება | თავი 24
ჯეიკობის ცბიერება სათანადოდ ვერ შევაფასე.
Jacob’s more cunning than I gave him credit for.
596511.
დაბნელება | თავი 24
ისე კი, გამიხარდებოდა, რომ არ გეთხოვა.
I do wish you hadn’t asked him, though.
596512.
დაბნელება | თავი 24
– ჩშშ, – გამაჩუმა მან, თითებით ლოყაზე მეფერებოდა.
- Shh, - he hushed me, his fingers soothing against my cheek.
596513.
დაბნელება | თავი 24
მისთვის რომც არ დაგეჯერებინა, ის მაინც გაკოცებდა.
It’s just that he would have kissed you anyway.
596514.
დაბნელება | თავი 24
ახლა საბაბი აღარ მაქვს, რომ სიფათი გავულამაზო, თორემ ამას სიამოვნებით გავაკეთებდი.
Now I don’t have an excuse to break his face.I would have really enjoyed that, too.
596515.
დაბნელება | თავი 24
– დამეჯერებინა? – გაუგებრად ამოვილუღლუღე.
- Fallen for it? - I mumbled incomprehensibly.
596516.
დაბნელება | თავი 24
– ბელა, ნუთუ მართლა გგონია, რომ ის ასეთი კეთილშობილია?
- Bella, did you really believe he was that noble?
596517.
დაბნელება | თავი 24
რომ დიდების კოცონზე დაიწვავდა თავს და გზას გამითავისუფლებდა?
That he would go out in a flame of glory just to clear the way for me?
596518.
დაბნელება | თავი 24
თავი ნელა ავწიე.
I raised my head slowly.
596519.
დაბნელება | თავი 24
მე ზიზღს ვიმსახურებდი, ის კი კეთილი გამომეტყველებით მშვიდად მიყურებდა.
His eyes were full of understanding rather than the revulsion I deserved to see.
596520.
დაბნელება | თავი 24
– ჰო, მართლაც ასე ვიფიქრე, – ჩავიბუტბუტე და თვალი ისევ ავარიდე.
- Yes, I did believe that, - I muttered, and then looked away.