მოიძებნა 668043 ჩანაწერი
598061.
დაბნელება | თავი 27
ენაზე ვიკბინე.
I was biting my tongue.
598062.
დაბნელება | თავი 27
– ალბათ შემოაკვდება, – გესლიანად აგრძელებდა ლეა.
- He’ll probably just kill her anyway, - Leah said sneering.
598063.
დაბნელება | თავი 27
– ყველა თქმულება ამას გვიამბობს.
- All the stories say that happens.
598064.
დაბნელება | თავი 27
შეიძლება, ქორწილის ნაცვლად დაკრძალვა ვიხილოთ.
Maybe a funeral will be better closure than a wedding.
598065.
დაბნელება | თავი 27
თვალები დავხუჭე და პირზე მომდგარი ცხელი ნერწყვი ჩავყლაპე.
I closed my eyes and fought the hot taste in my mouth.
598066.
დაბნელება | თავი 27
გასახლეჩად გამზადებული აცახცახებული სხეული დავძაბე, გავიჭინთე, რომ ბრაზი დამეცხრო.
I pushed and shoved against the slide of fire down my back, wrestling to keep my shape together while my body tried to shake apart.
598067.
დაბნელება | თავი 27
– იმაზე თუ გიფიქრია, შენი თვალით სემის ყურება როგორია?
- How do you think the rest of us like looking at Sam through your eyes?
598068.
დაბნელება | თავი 27
გგონია, ემილის სიამოვნებს, ბიჭები შენს ბინძურ ფანტაზიებზე რომ ვხუმრობთ?
It’s bad enough that Emily has to deal with your fixation?
598069.
დაბნელება | თავი 27
გაბრაზებული კი ვიყავი, მაგრამ მაინც დამნაშავედ ვიგრძენი თავი, როცა ლეას ტკივილისგან დაღმეჭილი სახე დავინახე.
She doesn’t need us guys panting after him, too.” Pissed as I was, I still felt guilty when I watched the spasm of pain shoot across Leah's face.
598070.
დაბნელება | თავი 27
ფეხზე წამოხტა, ჩემკენ გადმოაფურთხა და აცახცახებულმა ბაყაყივით ისკუპა ტყისკენ.
She scrambled to her feet — pausing only to spit in my direction — and ran for the trees, vibrating like a tuning fork.
598071.
დაბნელება | თავი 27
სემი ალბათ მაგრად დამტუქსავდა, მაგრამ ამას არ ვდარდობდი.
Sam was going to give me hell for that, but it was worth it.
598072.
დაბნელება | თავი 27
სამაგიეროდ, ლეა აღარ შემაწუხებდა.
Leah wouldn’t bug me anymore.
598073.
დაბნელება | თავი 27
სხვა დროსაც თუ შემომიჩნდებოდა, იმავეს ვიზამდი.
And I’d do it again if I had the chance.
598074.
დაბნელება | თავი 27
რადგან მისი სიტყვები ტვინში ჩამეჭედა და არ მასვენებდა, ისეთ ტკივილს იწვევდა, რომ სუნთქვა მიჭირდა.
Because her words were still there, scratching themselves into my brain, the pain of it so strong that I could hardly breathe.
598075.
დაბნელება | თავი 27
მე ის კი არ მაწუხებდა, რომ ბელამ სხვა აირჩია.
It didn’t matter so much that Bella’d chosen someone else over me.
598076.
დაბნელება | თავი 27
ასე რომ ყოფილიყო, ტკივილს მთელი ჩემი უაზრო და ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში გავუძლებდი.
That agony I could live with for the rest of my stupid, too long, stretched-out life.
598077.
დაბნელება | თავი 27
მე ის მაწუხებდა, რომ ბელა ყველაფერზე უარს ამბობდა, მალე მისი გული ძგერას შეწყვეტდა, ყინულივით გაცივდებოდა და მისი გონება მტაცებლის ინსტინქტებს დაემონებოდა.
But it did matter that Bella was giving up everything — that she was letting her heart stop and her skin ice over and her mind twist into some crystallized predator’s head.
598078.
დაბნელება | თავი 27
ამაზე უფრო საშინელი ჩემთვის ამქვეყნად არაფერი იქნებოდა.
I would have thought there was nothing worse than that.
598079.
დაბნელება | თავი 27
თუმცა, რომ შემოჰკვდომოდა...
But, if he killed her...
598080.
დაბნელება | თავი 27
კვლავ ბრაზთან მომიწია შერკინება.
Again, I had to fight the rage.