მოიძებნა 668044 ჩანაწერი
600661.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ეს ნიშნავს იმ გაყიდვების ნაკადის დაკარგვას, რომელსაც მომხმარებელი განახორციელებდა თავისი ცხოვრების განმავლობაში.
It means losing the entire stream of purchases that the customer would make over a lifetime of patronage.
600662.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
რატომ? იმიტომ, რომ მისი მყიდველი კვირაში საშუალოდ 100 დოლარს ხარჯავს, საყიდლებზე წელიწადში 50 კვირა დადის და რჩება 10 წლის განმავლობაში.
Why? Because his average customer spends about $100 a week, shops 50 weeks a year, and remains for about 10 years.
600663.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
თუ ასეთი მყიდველი უკმაყოფილო დარჩება მაღაზიაში მიღებული მომსახურებით და გადავა კონკურენტთან, სტიუ ლეონარდსი 50,000 დოლარის შემოსავალს დაკარგავს.
If this customer has an unhappy experience and switches to another supermarket, Stew Leonard’s has lost $50,000 in revenue.
600664.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
დანაკარგი შესაძლოა უფრო მეტიც აღმოჩნდეს, თუ იმედგაცრუებული მყიდველი უარყოფით შთაბეჭდილებას სხვებსაც გაუზიარებს.
The loss can be much greater if the disappointed customer shares the bad experience with other customers and causes them to defect.
600665.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
კლიენტების შენარჩუნებისათვის სტიუ ლეონარდსმა შექმნა ის, რასაც გაზეთმა ნიუ-იორკ თაიმსმა შეარქვა „ყოველდღიური სამომხმარებლო პროდუქციის მაღაზიათა დისნეილენდი“ — კოსტიუმირებული პერსონაჟები, დაგეგმილი გართობა, საყვარელი ცხოველებისა და ფრინველების ზოოპარკი და ანიმატორები მთელ მაღაზიაში.
To keep customers coming back, Stew Leonard’s has created what the New York Times has dubbed the “Disneyland of Dairy Stores,” complete with costumed characters, scheduled entertainment, a petting zoo, and animatronics throughout the store.
600666.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ყველაფერი მოკრძალებულად დაიწყო 1969 წელს პატარა მაღაზიის გახსნით და მალე სტიუ ლეონარდსი უდიდეს მაღაზიათა ქსელად იქცა.
From its humble beginnings as a small dairy store in 1969, Stew Leonard’s has grown at an amazing pace.
600667.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მან დამატებით 29 მაღაზია გახსნა, რომელიც ყოველკვირეულად 300,000-ზე მეტ მყიდველს ემსახურება.
It’s built 29 additions onto the original store, which now serves more than 300,000 customers each week.
600668.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ერთგულ მყიდველთა ეს ლეგიონი მომხმარებელთა მომსახურებაზე დაუღალავი მუშაობის შედეგია.
This legion of loyal shoppers is largely a result of the store’s passionate approach to customer service.
600669.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
წესი N1: მყიდველი ყოველთვის მართალია.
“Rule #1: The customer is always right.
600670.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
წესი N2: თუ მყიდველი ოდესმე ცდება, მიმართეთ პირველ წესს.
Rule #2: If the customer is ever wrong, re-read rule #1.”
600671.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მაგალითად, ლექსუსის შეფასებით, ერთი კმაყოფილი და ერთგული მყიდველისაგან მისი ცხოვრების განმავლობაში მიღებული გაყიდვები 600,000 აშშ დოლარს უტოლდება.
Lexus, for example, estimates that a single satisfied and loyal customer is worth more than $600,000 in lifetime sales.
600672.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მობილური ტელეფონის ახალგაზრდა მომხმარებლის წინასწარ შეფასებული ღირებულება მისი სიცოცხლის მანძილზე 26,000 აშშ დოლარია.
And the estimated lifetime value of a young mobile phone consumer is $26,000.
600673.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ეს ნიშნავს, რომ კომპანიებმა მიზნად უნდა დაისახონ მყიდველებთან ურთიერთობის ჩამოყალიბება.
This means that companies must aim high in building customer relationships.
600674.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მომხმარებელთა აღფრთოვანება ამაღელვებელ ურთიერთობებს აყალიბებს და მყიდველისთვის უფრო მეტი ხდება, ვიდრე მხოლოდ რაციონალური არჩევანი.
Customer delight creates an emotional relationship with a brand, not just a rational preference.
600675.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მყიდველის დანახარჯების წილის ზრდა.
Growing Share of Customer.
600676.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მყიდველის დანახარჯების წილის გაზრდისათვის კომპანიები არსებულ მყიდველებს მრავალფეროვანი შეთავაზებით ანებივრებენ.
To increase share of customer, firms can offer greater variety to current customers.
600677.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მათ შეუძლიათ თანამშრომლებს ტრენინგი ჯვარედინ გაყიდვებსა და ჭარბ გაყიდვებში ჩაუტარონ, რათა არსებულ მყიდველებს უფრო მეტი პროდუქტი და მომსახურება მიჰყიდონ.
Or they can create programs to cross-sell and up-sell to market more products and services to existing customers.
600678.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მაგალითად, ამაზონი კარგად იყენებს მის 88 მილიონ მყიდველთან ურთიერთობებს, რათა თითოეულ მათგანს „საფულის მნიშვნელოვანი წილი“ თავისთან დაახარჯვინოს.
For example, Amazon is highly skilled at leveraging relationships with its 88 million customers to increase its share of each customer’s purchases.
600679.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ამაზონი, რომელიც თავდაპირველად ცნობილი იყო, როგორც ინტერნეტით წიგნებით მოვაჭრე კომპანია, ახლა მყიდველებს სთავაზობს აუდიოდა ვიდეოპროდუქციას, საჩუქრებს, სათამაშოებს, სამომხმარებლო ელექტროსაქონელს, საოფისე თუ სახლის მოსართავ საქონელს, ბაღის მოვლისათვის საჭირო ნივთებს, ტანსაცმელსა და აქსესუარებს, სამკაულს, სამუშაო იარაღებსა და საკვებ პროდუქტებსაც კი.
Originally an online bookseller, Amazon now offers customers music, videos, gifts, toys, consumer electronics, office products, home improvement items, lawn and garden products, apparel and accessories, jewelry, tools, and even groceries.
600680.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ამას გარდა, თითოეული მყიდველისათვის, ნავაჭრის ისტორიაზე დაყრდნობით, კომპანია ვებგვერდზევე სთავაზობს მომხმარებელს მსგავს პროდუქციას, რამაც შესაძლოა ისინი დააინტერესოს.
In addition, based on each customer’s purchase history, previous product searches, and other data, the company recommends related products that might be of interest.