მოიძებნა 668044 ჩანაწერი
600701.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ბევრად უფრო ახალგაზრდულმა იმიჯმა მას ადრეულ ეტაპზე ბაზრის წილისათვის ბრძოლაში გამარჯვება ვერ მოუპოვა.
Its more youthful and vigorous image didn’t win BMW the early market share war.
600702.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მიუხედავად ამისა, ბე-ემ-ვემ მოიპოვა ახალგაზრდა მყიდველები, რომელთაც მყიდველის მიერ ცხოვრების მანძილზე შენაძენების ფასეულობა მაღალი ჰქონდათ.
However, it did win BMW younger customers with higher customer lifetime values.
600703.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
შედეგად, მომდევნო წლებში, ბე-ემ-ვეს საბაზრო წილი და მოგება საგრძნობლად გაიზარდა, კადილაკისამ კი დაიკლო.
The result: In the years that followed, BMW’s market share and profits soared while Cadillac’s fortunes eroded badly.
600704.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ბოლო წლებში კადილაკი შეეცადა აქცენტი მომხმარებელთა უფრო ახალგაზრდა სეგმენტზე გაეკეთებინა.
In recent years, Cadillac has attempted to make the Caddy cool again by targeting a younger generation of consumers.
600705.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
თუმცა, კადილაკის მყიდველთა საშუალო ასაკი მაინც 62 წელი დარჩა (რაც ბე-ემ-ვეს ტიპურ მფლობელთა ასაკზე 13 წლით მეტია).
Still, the average age of its buyers remains 62 (13 years older than typical BMW owners).
600706.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ერთ-ერთი ანალიტიკოსის აზრით, „ვერანაირი იმიჯის შეცვლა ვერ მოიტანს წარმატებას მანამ, სანამ კადილაკი მანქანის მოდელებს უფრო დახვეწილს და მოდურს არ გახდის.
Says one analyst, “no image remake can fully succeed until Cadillac comes up with more stylish models and marketing that can attract younger buyers.”
600707.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ჯერჯერობით, კომპანიის იმიჯი ისეთივე დარჩება, თუ ის არ შეეშვება ისეთი მანქანების გამოშვებას, რომლებიც ძირითადად 70 წლის ასაკის მყიდველებს იზიდავს.
For now, the company’s image will likely remain dinged as it continues churning out land yachts such as its DTS, which appeals mainly to buyers in their 70s.
600708.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
შედეგად, ბრენდის შემოსავალი სულ უფრო იკლებს.
As a result, the brand’s fortunes continue to fall.
600709.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
სწორი ურთიერთობების ჩამოყალიბება სწორად შერჩეულ მყიდველებთან.
Building the Right Relationships with the Right Customers.
600710.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
კომპანიებმა მყიდველთა კაპიტალი ყურადღებით უნდა მართონ.
Companies should manage customer equity carefully.
600711.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მათ მყიდველები უნდა განიხილონ როგორც აქტივი, რომელსაც მართვა და გამრავლება სჭირდება.
They should view customers as assets that must be managed and maximized.
600712.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მაგრამ ყველა მყიდველი ერთგულიც კი, კარგი ინვესტიცია როდია.
But not all customers, not even all loyal customers, are good investments.
600713.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ზოგიერთი ერთგული მყიდველი არამომგებიანია, არაერთგული კი — მომგებიანი.
Surprisingly, some loyal customers can be unprofitable, and some disloyal customers can be profitable.
600714.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
რომელი მყიდველი უნდა შეიძინოს და შეინარჩუნოს კომპანიამ?
Which customers should the company acquire and retain?
600715.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
კომპანიებს შეუძლიათ მყიდველები მათი პოტენციური მომგებიანობის მიხედვით, ჯგუფებად დაყონ და მათთან ურთიერთობები შესაბამისად მართონ.
The company can classify customers according to their potential profitability and manage its relationships with them accordingly.
600716.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
კლასიფიკაციის ერთი სქემის მიხედვით, მყიდველებს მათი პოტენციური მომგებიანობისა და მოსალოდნელი ერთგულების თვალსაზრისით ოთხ ჯგუფად ყოფენ: უცნობები, პეპლები, ნამდვილი მეგობრები და ნიჟარები.
One classification scheme defines four relationship groups based on potential profitability and projected loyalty: strangers, butterflies, true friends, and barnacles.
600717.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
თითოეული ჯგუფი ურთიერთობის მართვის განსხვავებულ სტრატეგიას მოითხოვს.
Each group requires a different relationship management strategy.
600718.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მაგალითად, უცნობები გამოირჩევიან დაბალი მომგებიანობისა და ერთგულების მაჩვენებლებით.
For example, “strangers” show low potential profitability and little projected loyalty.
600719.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
კომპანიის შეთავაზებასა და ასეთ მყიდველთა საჭიროებებს შორის ძალიან მცირე თანხვედრაა.
There is little fit between the company’s offerings and their needs.
600720.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ასეთი ტიპის მყიდველთა ურთიერთობის მართვის სტრატეგია მარტივია: არანაირი ინვესტიცია არ ჩადოთ მათში.
The relationship management strategy for these customers is simple: Don’t invest anything in them.