მოიძებნა 668044 ჩანაწერი
600781.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
სადღეისოდ, მძლავრი კომპიუტერული სისტემების გამოყენებით დეტალური მონაცემთა ბაზები იქმნება და გამოიყენება მყიდველის ინდივიდუალური მოთხოვნილებების შესაბამისი შეთავაზებებისთვის.
Using today’s powerful computers, marketers can create their own detailed customer databases and use them to target individual customers with offers designed to meet their specific needs.
600782.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ციფრულმა ტექნოლოგიამ მოიტანა კომუნიკაციის, რეკლამისა და ურთიერთობების აგებისათვის საჭირო ინსტრუმენტების ახალი ტალღაც – ინტერნეტრეკლამები, ვიდეოფაილების ონლაინგაზიარებები, მობილური ტელეფონები, ვებაპლიკაციები და ონლაინსოციალური ქსელები.
Digital technology has also brought a new wave of communication, advertising, and relationship building tools—ranging from online advertising, video-sharing tools, and cell phones to Web apps and online social networks.
600783.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ახალი ციფრული ეპოქა ბევრად უადვილებს მომხმარებლებს, მუდმივად თან ატარონ ის მარკეტინგული ინფორმაცია, რომელიც ერთ დროს მხოლოდ რეკლამით, ან ამა თუ იმ კომპანიის ვებგვერდზე მოიპოვებოდა, და გაუზიარონ შთაბეჭდილებები მეგობრებს.
The new digital world makes it easy for consumers to take marketing content that once lived only in advertising or on a brand Website with them wherever they go and share it with friends.
600784.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით დღესდღეობით 1.8 მილიარდს აჭარბებს და ვარაუდობენ, რომ 2015 წლისათვის 3.4 მილიარდი იქნება.
The number of Internet users worldwide now stands at more than 1.8 billion and will reach an estimated 3.4 billion by 2015.
600785.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ჩვეულებრივ, დღეს ამერიკელი ზრდასრული მოსახლეობის 58% ამოწმებს ელექტრონულ ფოსტას, 50% იყენებს გუგლს ან სხვა ინტერნეტსაძიებო სისტემას, 38% იღებს ახალ ამბებს, 27% უკავშირდება მეგობრებს სოციალური ქსელების მეშვეობით, ფეისბუქით ან ლინკდ-ინით, ხოლო 19% უყურებს ამა თუ იმ ვიდეორგოლს იუტუბზე.
On a typical day, 58 percent of American adults check their e-mail, 50 percent use Google or another search engine to find information, 38 percent get the news, 27 percent keep in touch with friends on social-networking sites such as Facebook and LinkedIn, and 19 percent watch a video on YouTube.
600786.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მრავალ ექსპერტს მიაჩნია, რომ 2020 წლისათვის ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდება პირდაპირ ისეთი მობილური ტელეფონით, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება მომხმარებლის ხმით, შეხებით ან ფიქრითაც კი.
And by 2020, many experts believe, the Internet will be accessed primarily via a mobile device operated by voice, touch, and even thought or “mindcontrolled human-computer interaction.”
600787.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ინტერნეტის პირველი თაობა „ვებ 1.0“ ადამიანებს ინფორმაციასთან აკავშირებდა, მისმა მომდევნო თაობამ „ვებ 2.0“-მა ადამიანი ადამიანს დაუკავშირა ისეთი ახალი, ინტერაქტიური, ვებტექნოლოგიების მეშვეობით, როგორიცაა: ბლოგები, სოციალური ქსელებისა და ინტერნეტვიდეო გაზიარების საიტები.
Whereas Web 1.0 connected people with information, the next generation Web 2.0 has connected people with people, employing a fast-growing set of new Web technologies such as blogs, social-networking sites, and video-sharing sites.
600788.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
უკვე შემოდის „ვებ 3.0“ თაობა, რომელიც ამ ინფორმაციასა და ადამიანთა კავშირებს აერთიანებს, ისე რომ ინტერნეტის გამოყენება უფრო შესაბამისი, გამოსადეგი და სასიამოვნო ხდება.
Web 3.0, starting now, puts all these information and people connections together in ways that will make our Internet experience more relevant, useful, and enjoyable.
600789.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ონლაინმარკეტინგი დღესდღეობით მარკეტინგის ყველაზე სწრაფად მზარდი ფორმაა.
Online marketing is now the fastest-growing form of marketing.
600790.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ძნელია, მოიძებნოს კომპანია, რომელიც არ იყენებს ინტერნეტს.
These days, it’s hard to find a company that doesn’t use the Web in a significant way.
600791.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ამერიკელი ინტერნეტმომხმარებლების 75% ინტერნეტს იყენებს ონლაინშესყიდვებისათვის.
Today, more than 75 percent of American online users use the Internet to shop.
600792.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
თითქმის ყველა საწარმოსა და ბიზნესს გააჩნია ონლაინმაღაზია.
It seems that almost every business has created shops on the Web.
600793.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ამგვარად, ტექნოლოგიის ეს ბუმი მარკეტოლოგებს ფართო შესაძლებლობათა კარს უღებს.
Thus, the technology boom is providing exciting new opportunities for marketers.
600794.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ახალი ციფრული ეპოქის გავლენას უფრო დაწვრილებით წიგნის მომდევნო თავებში, განსაკუთრებით კი მე-17 თავში განვიხილავთ.
We will explore the impact of digital marketing technologies in future chapters, especially Chapter 17.
600795.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
სწრაფი გლობალიზაცია.
Rapid Globalization.
600796.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
მყიდველებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის განახლებულ ხედვასთან ერთად, მარკეტოლოგები ასევე სწავლობენ გზებს, რომელთა საშუალებითაც ისინი გლობალური მასშტაბით იმოქმედებენ.
As they are redefining their customer relationships, marketers are also taking a fresh look at the ways in which they relate with the broader world around them.
600797.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
კომპანიები თავიანთ კლიენტებთან და მარკეტინგულ პარტნიორებთან უკვე გლობალურად არიან დაკავშირებული.
In an increasingly smaller world, companies are now connected globally with their customers and marketing partners.
600798.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
დღეს თითქმის ყველა კომპანიას, დიდსა თუ პატარას, გლობალური კონკურენცია გარკვეული სახით მაინც ეხება.
Today, almost every company, large or small, is touched in some way by global competition.
600799.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
ისეთი კომპანიები, როგორიცაა: ტოიოტა, ნოკია, ნესტლე და სამსუნგი, ამერიკის ბაზარზე თავიანთ ამერიკელ კონკურენტებს ხშირად სჯაბნიან.
Companies such as Toyota, Nokia, Nestlé, and Samsung have often outperformed their U.S. competitors in American markets.
600800.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი: მყიდველთათვის ფასეულობის შექმნა
თავის მხრივ, ამერიკულმა კომპანიებმა ფართო ასპარეზი იპოვეს საზღვარგარეთის ბაზრებზე და განავითარეს ჭეშმარიტად გლობალური ოპერაციები მთელ მსოფლიოში.
Similarly, U.S. companies in a wide range of industries have developed truly global operations, making and selling their products worldwide.