მოიძებნა 668044 ჩანაწერი
600881.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი პრაქტიკაში
საიდუმლო მენიუს „მფლობელი“ კლიენტები თავს კიდევ უფრო გამორჩეულად გრძნობენ.
Knowing the secret menu makes regulars feel even more special.
600882.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი პრაქტიკაში
ნიშანდობლივია, რომ ინ-ენ -აუთში მომხმარებლებს მხოლოდ საკვები კი არ იზიდავს, არამედ მეგობრული, პროფესიონალი მომსახურე პერსონალი.
It’s not just In-N-Out’s food that pleases customers but also its friendly and well-trained employees.
600883.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი პრაქტიკაში
ინ-ენ-აუთი თანამშრომლებს არაჩვეულებრივად კარგად ეპყრობა.
In-N-Out treats its employees very well.
600884.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი პრაქტიკაში
ნახევარ განაკვეთზე აყვანილ ახალბედა პერსონალს საათში 10 აშშ დოლარს უხდის, შემდეგ კი სისტემატურად უმატებს.
It pays new part-time staff $10 an hour to start and gives them regular pay raises.
600885.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი პრაქტიკაში
ნახევარ განაკვეთზე მომუშავეები სარგებლობენ ფასიანი შვებულებითაც.
Part-timers also get paid vacations.
600886.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი პრაქტიკაში
რესტორნების მთავარი მენეჯერები წლიურად მინიმუმ 100,000 აშშ დოლარს გამოიმუშავებენ, რასაც ემატება პრემიები და შეღავათების სრული პაკეტი.
General managers make at least $100,000 a year plus bonuses and a full-benefit package that rivals anything in the corporate world.
600887.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი პრაქტიკაში
იმ მენეჯერებს, რომლებიც თავიანთ მოვალეობას წარმატებით ასრულებენ, კომპანია მეუღლეებთან ერთად გზავნის ევროპაში.
Managers who meet goals are sent on lavish trips with their spouses, often to Europe.
600888.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი პრაქტიკაში
ბედნიერი და მოტივირებული მუშაკები ხელს უწყობენ კმაყოფილი და ლოიალური კლიენტების არსებობას.
Happy, motivated employees help to create loyal, satisfied customers.
600889.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი პრაქტიკაში
სიტყვები „ლოიალური“ და „კმაყოფილი“ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ აღვწეროთ კლიენტების დამოკიდებულება ინ-ენ-აუთის მიმართ.
In fact, words like “loyal” and “satisfied” don’t do justice to how customers feel about In-N-Out Burger.
600890.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი პრაქტიკაში
მას უფრო „აღფრთოვანებული“ და „სუპერლოიალური“ შეესაბამება.
“Delighted” or even “fanatically loyal” might say it better.
600891.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი პრაქტიკაში
რესტორნების ამ ქსელმა შეუდარებელი რეპუტაცია მოიპოვა.
The restaurant chain has developed an unparalleled cult following.
600892.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი პრაქტიკაში
როდესაც სადმე იხსნება ინ-ენ-აუთის ახალი რესტორანი, მანქანების კილომეტრიანი კოლონა ჩამწკრივდება ხოლმე.
When a new In-N-Out first opens, the line of cars often stretches out a mile or more.
600893.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი პრაქტიკაში
როდესაც არიზონაში, სკოტსდეილში გაიხსნა პირველი რესტორანი, კლიენტები რიგში 4 საათს იდგნენ.
When the first Arizona store opened in Scottsdale, people waited in line for as long as four hours.
600894.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი პრაქტიკაში
ჯეფ როზი, ილინოისის შტატის კომპანია კარბონდეილის ფინანსური მენეჯერი ყოველთვის შედის ინ-ენ-აუთის რესტორანში, როდესაც დედას სტუმრობს ლას-ვეგასში.
Jeff Rose, a financial planner from Carbondale, Illinois, always stops at In-N-Out first when he visits his mother in Las Vegas.
600895.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი პრაქტიკაში
მაგრამ იმას როგორ ახსნის, რომ ერთხელ დამატებით 40 დოლარიც კი გადაიხადა ტაქსიში?
But how does he explain that he once paid an extra $40 in cab fare?
600896.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი პრაქტიკაში
ინ-ენ-აუთი დიდ თანხას არ ხარჯავს რეკლამაზე - მას ეს არ სჭირდება.
In-N-Out doesn’t spend much on advertising—it doesn’t have to.
600897.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი პრაქტიკაში
ის მცირე ბიუჯეტს გამოყოფს სარეკლამო ბილბორდებისა და რადიორგოლების მოსამზადებლად.
Other than a small promotional budget for local billboards and some radio ads.
600898.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი პრაქტიკაში
ერთგული კლიენტები სიხარულით იცვამენ ინ-ენ-აუთის მაისურებს ან მანქანებზე აკრავენ მის სახელს.
Loyal customers proudly wear In-N-Out T-shirts and slap stickers on their cars.
600899.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი პრაქტიკაში
მათ ერთი სული აქვთ, როდის ჩაიკითხავენ საიდუმლო მენიუს კოდებს და მადიანად შეექცევიან „4X4“-ს ან „ცხოველურ“ სტილს.
They can’t wait to pass along the secret menu codes and share the sublime pleasures of diving into a 4X4 Animal Style.
600900.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 1. მარკეტინგი პრაქტიკაში
ერთხელ, როდესაც პარიზ ჰილტონი დააკავეს ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის გამო, მან თავი იმით გაიმართლა, ინ-ენ-აუთ რესტორანში მივიჩქაროდიო.
Once, when celebrity socialite Paris Hilton was pulled over and charged with driving under the influence, her excuse was that she was on her way to satisfy an “In-N-Out urge”.