მოიძებნა 668044 ჩანაწერი
602001.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ცივილიზებული კომპანიები თავიანთ მენეჯერებს ასწავლიან, რის საშუალებას იძლევა მარეგულირებელი სისტემა და „რა არის სწორი ქმედება“.
Enlightened companies encourage their managers to look beyond what the regulatory system allows and simply “do the right thing.”
602002.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ეს ფირმები აქტიურად ეძებენ გზებს, რათა დაიცვან საკუთარი მომხმარებლების ინტერესები და გარემო.
These socially responsible firms actively seek out ways to protect the long-run interests of their consumers and the environment.
602003.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
უკანასკნელ ხანებში ბიზნესში სკანდალების მატებამ და გარემოს დაცვაზე გაზრდილმა ზრუნვამ ეთიკისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებისადმი ახალი ინტერესი გამოიწვია.
The recent rash of business scandals and increased concerns about the environment have created fresh interest in the issues of ethics and social responsibility.
602004.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მარკეტინგის თითქმის ყველა ასპექტი მსგავს საკითხებს მოიცავს.
Almost every aspect of marketing involves such issues.
602005.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ამდენად, ბევრი ინდუსტრიული და პროფესიული სავაჭრო ასოციაცია სათანადო ეთიკის კოდექსს გვთავაზობს.
Thus, many industrial and professional trade associations have suggested codes of ethics.
602006.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ახლა სულ უფრო მეტი კომპანია ავითარებს შესაბამის პოლიტიკას, სამოქმედო სტრატეგიასა და სხვა საშუალებებს სოციალური პასუხისმგებლობის საკითხების მიმართ.
And more companies are now developing policies, guidelines, and other responses to complex social responsibility issues.
602007.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ელექტრონული კომერციისა და ინტერნეტმარკეტინგის ბუმმა სოციალური და ეთიკური საკითხების ახალი წყება შექმნა.
The boom in Internet marketing has created a new set of social and ethical issues.
602008.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
კრიტიკოსებს ყველაზე მეტად ონლაინკონფიდენციალობა აფიქრებთ.
Critics worry most about online privacy issues.
602009.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ისინი ნებაყოფლობით ათავსებენ უკიდურესად კონფიდენციალურ ინფორმაციას სოციალურ ვებგვერდებზე, მაგალითად, ფეისბუქსა და ლინკდ ინზე, ან ისეთ გენეალოგიურ ვებგვერდებზე, რომლებსაც უპრობლემოდ მოძებნის ნებისმიერი ადამიანი კომპიუტერით ან სმარტ-ტელეფონით.
They voluntarily place highly private information on social-networking sites, such as Facebook or LinkedIn, or on genealogy sites that are easily searched by anyone with a computer or a smartphone.
602010.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
თუმცა, ინფორმაციის უდიდესი ნაწილი სისტემატურად იქმნება იმ საწარმოების მიერ, რომლებსაც სურთ, მეტი გაიგონ და შეისწავლონ საკუთარი მომხმარებლებისა და კლიენტების შესახებ, ხშირად თვით კლიენტები ვერც კი წარმოიდგენენ, რომ ისინი ასეთი მიკროსკოპული დათვალიერების ქვეშ იმყოფებიან.
However, much of the information is systematically developed by businesses seeking to learn more about their customers, often without consumers realizing that they are under the microscope.
602011.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
კრიტიკოსებს ისიც კი აღელვებთ, რომ შესაძლოა კომპანიებმა საკუთარი მომხმარებლის შესახებ დაგროვილი ცოდნა მათ მიმართ უსამართლოდაც კი გამოიყენონ.
Critics are concerned that companies may now know too much and might use digital data to take unfair advantage of consumers.
602012.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
შედეგად, მომხმარებელთა უფლებების დამცველები და პოლიტიკის შემქმნელები დგამენ შესაბამის ნაბიჯებს, რათა დაიცვან კლიენტთა კონფიდენციალურობა.
As a result, consumer advocates and policymakers are taking action to protect consumer privacy.
602013.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ჩვენ სოციალური მარკეტინგის ამ და სხვა საკითხებს უფრო დეტალურად მე-20 თავში განვიხილავთ.
In Chapter 20, we discuss these and other societal marketing issues in greater depth.
602014.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მიზეზთან დაკავშირებული მარკეტინგი.
Cause-Related Marketing.
602015.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
სოციალური პასუხისმგებლობის მოვალეობის გასააქტიურებლად და უფრო მეტად დადებითი იმიჯის შესაქმნელად მრავალი კომპანია უკავშირებს თავის თავს მნიშვნელოვან საკითხებს.
To exercise their social responsibility and build more positive images, many companies are now linking themselves to worthwhile causes.
602016.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
თუ იყიდით მიქსერს კომპანია ქიჩენეიდისგან, თქვენ ხელს შეუწყობთ მკერდის კიბოს კვლევას.
Buy a pink mixer from KitchenAid and support breast cancer research.
602017.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
რეალურად არსებობენ კომპანიები, რომლებიც ნამდვილ მიზეზთან დაკავშირებული მისიით ხელმძღვანელობენ.
In fact, some companies are founded entirely on cause-related missions.
602018.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მაგალითად, თომს შუუზი დაარსდა, როგორც მოგების მიღებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია — მას სურს, ფეხსაცმელების გაყიდვით იშოვოს ფული.
For example, TOMS Shoes was founded as a for-profit company— it wants to make money selling shoes.
602019.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მაგრამ მას ასევე აქვს მოგების მიღებაზე სრულიად არაორიენტირებული მისიაც ფეხსაცმელი ჩააცვას გაჭირვებულ ბავშვებს მთელ მსოფლიოში.
But the company has an equally important not-forprofit mission—putting shoes on the feet of needy children around the world.
602020.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
თითოეულ წყვილ ფეხსაცმელზე, რომელსაც თომსისგან ყიდულობ, იგი მეორე წყვილს გაჭირვებულ ბავშვს აძლევს შენი სახელით.
For every pair of shoes you buy from TOMS, the company will give another pair to a child in need on your behalf.