მოიძებნა 668044 ჩანაწერი
602081.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
საერთო ჯამში, აშშ-ში ორგანული საკვები 27 მილიონ აშშ-დოლარიან ინდუსტრიას წარმოადგენს, რაც გასული 5 წლის მაჩვენებელთან შეფარდებით გაორმაგებულია.
In total, the U.S. organic food market generated nearly $27 billion in sales last year, more than doubling over the past five years.
602082.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ნიშაზე მომუშავე კომპანიები, მაგ., ჰოულ ფუდს მარკეტი, სწორედ ამ ბაზრების მომსახურებისათვის შეიქმნა, ხოლო ტრადიციულმა საკვების გამყიდველმა საცალო ქსელებმა, მაგ., კროგერმა და სეიფვეიმ, მაღაზიებში დაამატეს ბუნებრივი და ორგანული საკვების სექციები.
Niche marketers, such as Whole Foods Market, have sprung up to serve this market, and traditional food chains, such as Kroger and Safeway, have added separate natural and organic food sections.
602083.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
შინაური ცხოველების მეპატრონეებიც კი შეუერთდნენ ამ მოძრაობას, როდესაც გაიგეს, თუ რა შედის ფიდოს საკვებში.
Even pet owners are joining the movement as they become more aware of what goes into Fido’s food.
602084.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
შეხედულება სამყაროზე.
People’s Views of the Universe.
602085.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
დაბოლოს, ხალხის შეხედულებები იმის მიხედვითაც განსხვავდება, თუ რას ფიქრობენ ისინი სამყაროს წარმოშობაზე და სად ხედავენ მასში საკუთარ ადგილს.
Finally, people vary in their beliefs about the origin of the universe and their place in it.
602086.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
მიუხედავად ამერიკელთა ეკლესიურობისა, ბოლო წლებში მათი რელიგიური მრწამსი თანდათანობით შეიბღალა.
Although most Americans practice religion, religious conviction and practice have been dropping off gradually through the years.
602087.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ბოლოდროინდელი გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელთა 16% აცხადებს, რომ არ მიეკუთვნებიან არც ერთ კონკრეტულ რელიგიას, რაც 18 წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით ორჯერ გაიზარდა.
According to a recent poll, 16 percent of Americans now say they are not affiliated with any particular faith, almost double the percentage of 18 years earlier.
602088.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
18-29 წლის ასაკის ამერიკელთა შორის 25% ამბობს, რომ ისინი ამჟამად არ მიეკუთვნებიან არც ერთ რელიგიას.
Among Americans ages 18-29, 25 percent say they are not currently affiliated with any particular religion.
602089.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
თუმცა, ის ფაქტი, რომ ადამიანებს აღარ უნდათ რაიმე რელიგიისადმი მიკუთვნება, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უარს ამბობენ თავიანთ რწმენაზე.
However, the fact that people are dropping out of organized religion doesn’t mean that they are abandoning their faith.
602090.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ადამიანები, უბრალოდ, ჩამოშორდნენ მატერიალიზმს, ამბიციებს და უფრო მუდმივი ფასეულობების ძიება დაიწყეს – ოჯახის, საზოგადოების, დედამიწის, რწმენის — მათ უფრო კარგად გააცნობიერეს ტყუილ-მართალი.
People have been moving away from materialism and ambition to seek more permanent values—family, community, earth, faith—and a more certain grasp of right and wrong.
602091.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
„ჩვენ ვხდებით სულიერად ორგანიზებული ერი, რომელიც ტრადიციულად არ არის რელიგიური“, აღნიშნავს ერთი ექსპერტი.
“We are becoming a nation of spiritually anchored people who are not traditionally religious,” says one expert.
602092.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
რეაგირება მარკეტინგულ გარემოზე.
Responding to the Marketing Environment.
602093.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ბევრი კომპანია მარკეტინგულ გარემოს განიხილავს, როგორც არაკონტროლირებად ელემენტს, რომელსაც უნდა შეეგუო და სათანადო რეაგირება მოახდინო.
Many companies view the marketing environment as an uncontrollable element to which they must react and adapt.
602094.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ისინი მარკეტინგული გარემოსადმი პასიურები არიან და მის შეცვლას არ ცდილობენ.
They passively accept the marketing environment and do not try to change it.
602095.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
აანალიზებენ გარემო ძალებს და ქმნიან სტრატეგიებს, რომლებიც კომპანიას დაეხმარება, თავიდან აიცილოს საფრთხეები და გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რომლებსაც გარემო აწვდის.
They analyze environmental forces and design strategies that will help the company avoid the threats and take advantage of the opportunities the environment provides.
602096.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ასეთი ფირმები ავითარებენ გარემოს შეცვლის სტრატეგიებს.
These firms develop strategies to change the environment.
602097.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
უფრო მეტიც, იმის ნაცვლად, რომ, უბრალოდ, დააკვირდნენ და დაცვითი რეაგირება მოახდინონ გარემოს მოვლენებზე, ეს კომპანიები ახორციელებენ აგრესიულ ქმედებებს, რათა ზეგავლენა მოახდინონ საზოგადოებასა და გარემო ძალებზე.
Even more, rather than simply watching and reacting to environmental events, these firms take aggressive actions to affect the publics and forces in their marketing environment.
602098.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ასეთი კომპანიები ქირაობენ ლობისტებს იმ კანონმდებლობაზე ზემოქმედებისათვის, რომელიც ზეგავლენას ახდენს მათ სფეროზე და ქმნიან მედიაპროგრამებს, რათა პრესამ ისინი ისე გააშუქოს, როგორც მათ სურთ.
Such companies hire lobbyists to influence legislation affecting their industries and stage media events to gain favorable press coverage.
602099.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
ასევე ქმნიან ისეთ რეკლამებს, რომლითაც აყალიბებენ საზოგადოებრივ აზრს.
They run “advertorials” (ads expressing editorial points of view) to shape public opinion.
602100.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგული გარემოს ანალიზი
შესაბამისი ქმედებით კომპანიებს ხშირად შეუძლიათ გადალახონ ერთი შეხედვით უკონტროლო გარემო მოვლენები.
By taking action, companies can often overcome seemingly uncontrollable environmental events.