მოიძებნა 668044 ჩანაწერი
602181.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგი პრაქტიკაში
იუტუბზე ერთი თვის განმავლობაში ვიდეოს ტრიალის შემდეგ ეფლმა მაიკლ უიტფორდს ბოლოს და ბოლოს შეუცვალა ლეპტოპი.
And within a month of the YouTube video, Apple fessed up to its misdeeds and replaced Michael Whitford’s laptop.
602182.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგი პრაქტიკაში
მაიკლი აცხადებს: „მე ახლა ძალიან კმაყოფილი ვარ“.
“I’m very happy now,” says Whitford.
602183.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგი პრაქტიკაში
ეფლმა ისევ მოიპოვა ჩემი კეთილგანწყობა.
Apple has regained my loyalty.
602184.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგი პრაქტიკაში
მრავალ კომპანიაში შექმნეს სპეციალისტების გუნდი, რომელიც აწარმოებს ვებ-საუბრების მონიტორინგს და ცდილობს უკმაყოფილო კლიენტები ჩართოს ამაში.
Many companies have now created teams of specialists that monitor Web conversations and engage disgruntled consumers.
602185.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგი პრაქტიკაში
საუთვესტ ეარლაინის სოციალური მედიის ჯგუფი „შედგება ტვიტერის მთავარი ოფიცრის, რომელიც აკონტროლებს, თუ რა იწერება ტვიტერსა და ფეისბუქ გვერდებზე), ონლაინ წარმომადგენლის, რომელიც ამოწმებს ფაქტებსა და კონტაქტობს ბლოგერებთან და კიდევ ერთი ადამიანისგან, რომელიც თვალყურს ადევნებს კომპანიის სახელის გამოჩენას ისეთ გვერდებზე, როგორიცაა: იუტუბი, ფლიკერი და ლინკდ ინი.
The social media team at Southwest Airlines “includes a chief Twitter officer who tracks Twitter comments and monitors Facebook groups, an online representative who checks facts and interacts with bloggers, and another person who takes charge of the company’s presence on sites such as YouTube, Flickr, and LinkedIn.
602186.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგი პრაქტიკაში
ასე რომ, თუ რაიმე პრეტენზია გაჩნდება კიბერსივრცეში, კომპანია მზად იქნება, პირადად უპასუხოს მას.
So if someone posts a complaint in cyberspace, the company can respond in a personal way.
602187.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგი პრაქტიკაში
ამდენად, ერთი შეხედვით უკონტროლო მოვლენების მოსმენითა და მათზე აქტიურად რეაგირებით კომპანიებს შეუძლიათ, თავიდან აიცილონ უარყოფითი ელემენტები და უფრო მეტიც – ისინი დადებითად გადააქციონ.
Thus, by listening and proactively responding to seemingly uncontrollable events in the environment, companies can prevent the negatives from spiraling out of control or even turn them into positives.
602188.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მარკეტინგი პრაქტიკაში
ვინ იცის, ერთ დღეს Walamrt-blows.com შესაძლოა გახდეს Walmart-rules.com თუ შესაბამის რეაგირებას გააკეთებს.
Who knows? With the right responses, Walmart-blows.com might even become Walmart-rules.com. Then again, probably not.
602189.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ამ და მომდევნო სამ თავში თქვენ გაეცნობით მარკეტინგის გარემოს და როგორ აფასებენ კომპანიები მარკეტინგს, რათა უკეთ ესმოდეთ ბაზრისა და მომხმარებლების.
In this chapter and the next three chapters, you’ll examine the environments of marketing and how companies analyze these environments to better understand the marketplace and consumers.
602190.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
კომპანიებმა მუდმივად უნდა აკონტროლონ და მართონ მარკეტინგული გარემო, რათა მოიძიონ შესაძლებლობები და საფრთხისგან დაიცვან თავი.
Companies must constantly watch and manage the marketing environment to seek opportunities and ward off threats.
602191.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მარკეტინგული გარემო მოიცავს ყველა მოქმედ პირსა და ძალას, რომლებიც გავლენას ახდენენ კომპანიის შესაძლებლობაზე, ეფექტურად აწარმოონ ბიზნესი მიზნობრივ ბაზართან.
The marketing environment consists of all the actors and forces influencing the company’s ability to transact business effectively with its target market.
602192.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მიზან 1 აღწერეთ ის გარემო ძალები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ კომპანიის უნარზე, მოემსახუროს მყიდველებს.
Objective 1 Describe the environmental forces that affect the company’s ability to serve its customers.
602193.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ეს მოიცავს კომპანიის შიდა გარემოს — კომპანიის დეპარტამენტებსა და მენეჯმენტის დონეებს - რადგან ისინი მარკეტინგული გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენას ახდენენ.
It includes the company’s internal environment—its several departments and management levels—as it influences marketing decision making.
602194.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
კონკურენტები კონკურენციას უწევენ კომპანიას მყიდველთა უკეთ მომსახურებაში.
Competitors vie with the company in an effort to serve customers better.
602195.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელს აქვს აქტიური თუ პოტენციური დაინტერესება ან ზეგავლენა კომპანიის უნარზე, განახორციელოს დასახული მიზნები.
Various publics have an actual or potential interest in or impact on the company’s ability to meet its objectives.
602196.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მაკროგარემო შედგება შედარებით დიდი სოციო-ეთიკური ძალებისაგან, რომლებიც მთელ მიკროგარემოზე ახდენენ გავლენას.
The macroenvironment consists of larger societal forces that affect the entire microenvironment.
602197.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
კომპანიის მაკროგარემოს შემადგენელი ექვსი ძალა მოიცავს დემოგრაფიულ, ეკონომიკურ, ბუნებრივ, ტექნოლოგიურ, პოლიტიკურ/სოციალურ და კულტურულ ძალებს.
The six forces making up the company’s macroenvironment include demographic, economic, natural, technological, political/social, and cultural forces.
602198.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ეს ძალები კომპანიებისათვის ქმნიან შესაძლებლობებს და ამასთანავე წარმოშობენ გარკვეულ საფრთხეებსაც.
These forces shape opportunities and pose threats to the company.
602199.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მიზანი 2 ახსენეთ, როგორ ახდენენ ზეგავლენას მარკეტინგულ გადაწყვეტილებებზე დემოგრაფიულ და ეკონომიკურ გარემოში მომხდარი ცვლილებები.
Objective 2 Explain how changes in the demographic and economic environments affect marketing decisions.
602200.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 3. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
დემოგრაფია არის მოსახლეობის მახასიათებლების შესწავლა.
Demography is the study of the characteristics of populations.