მოიძებნა 668044 ჩანაწერი
604901.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
მას შეუძლია გაზარდოს საწარმოო და მარკეტინგის ხარჯები და შეამციროს მოგება.
It can drive up manufacturing and marketing costs by reducing the economies of scale.
604902.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
მას ასევე, შესაძლოა მოჰყვეს ლოგისტიკური პრობლემები, ვინაიდან კომპანიები ცდილობენ დააკმაყოფილონ სხვადასხვა რეგიონული თუ ადგილობრივი ბაზრების განსხვავებული მოთხოვნები.
It can also create logistics problems as companies try to meet the varied requirements of different regional and local markets.
604903.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ბრენდის საერთო იმიჯი შესაძლოა გაქრეს, თუ პროდუქტი და შეტყობინება სხვადასხვა ადგილას ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან.
Further, a brand’s overall image might be diluted if the product and message vary too much in different localities.
604904.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
და მაინც, მნიშვნელოვნად დანაწევრებული ბაზრების შემთხვევაში და ახალი დამხმარე ტექნოლოგიების განვითარების პირობებში, ადგილობრივი მარკეტინგის უპირატესობები ხშირად გადაწონის ხარვეზებს.
Still, as companies face increasingly fragmented markets, and as new supporting technologies develop, the advantages of local marketing often outweigh the drawbacks.
604905.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ადგილობრივი მარკეტინგი ეხმარება კომპანიას უფრო ეფექტურად აწარმოოს მარკეტინგი სხვადასხვა რეგიონული და ადგილობრივი, დემოგრაფიისა და ცხოვრების სტილის მქონე მომხმარებლებისათვის.
Local marketing helps a company to market more effectively in the face of pronounced regional and local differences in demographics and lifestyles.
604906.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ინდივიდუალური მარკეტინგი წარმოადგენს ფორმას, რომელსაც მიკრომარკეტინგი უკიდურეს შემთხვევაში იღებს. იგი პროდუქტის ასორტიმენტსა და მარკეტინგულ პროგრამებს ცალკეული მომხმარებლის საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს უსადაგებს.
In the extreme, micromarketing becomes individual marketing— tailoring products and marketing programs to the needs and preferences of individual customers.
604907.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ინდივიდუალურ მარკეტინგს ასევე უწოდებენ: მარკეტინგი ერთი მომხმარებლის ბაზრისათვის, ერთ მომხმარებელზე მისადაგებული მარკეტინგი და ერთი-ერთზე მარკეტინგი.
Individual marketing has also been labeled one-to-one marketing, mass customization, and markets-of-one marketing.
604908.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
მასობრივი მარკეტინგის ფართომასშტაბიანმა გამოყენებამ გააუქმა საუკუნეების განმავლობაში მომხმარებლისთვის ინდივიდუალური მომსახურება: მკერავი კერავდა კოსტიუმებს, ქუჩის მეწაღე ქმნიდა ფეხსაცმლის მოდელებს, დურგალი ავეჯს შეკვეთით ამზადებდა.
The widespread use of mass marketing has obscured the fact that for centuries consumers were served as individuals: The tailor custom-made a suit, the cobbler designed shoes for an individual, and the cabinetmaker made furniture to order.
604909.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
თუმცა დღეს, ახალი ტექნოლოგიების წყალობით, ბევრ კომპანიას საშუალება მიეცა ინდივიდუალურ მარკეტინგს დაუბრუნდეს.
Today, however, new technologies are permitting many companies to return to customized marketing.
604910.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
უფრო ძლიერი კომპიუტერები, მონაცემთა დეტალური ბაზები, მოქნილი მრეწველობა და ინტელექტუალური კომუნიკაცია — მობილურები და ინტერნეტი მასობრივი მორგების“ სასარგებლოდ გაერთიანდნენ.
More detailed databases, robotic production and flexible manufacturing, and interactive communication media such as cell phones and the Internet have combined to foster “mass customization”.
604911.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
მასობრივი მორგება არის პროცესი, რომლის საშუალებითაც ფირმები მომხმარებელთა მასებთან ერთი-ერთზე მოქმედებენ, რათა ინდივიდუალური მოთხოვნილებების შესაბამისი პროდუქცია და მომსახურება უზრუნველყონ.
Mass customization is the process through which firms interact one-to-one with masses of customers to design products and services tailor-made to individual needs.
604912.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
დელი, ეიჩ-პი და ეფლი ქმნიან და აწარმოებენ კლიენტების გემოვნებაზე მორგებულ კომპიუტერებს.
Dell, HP, and Apple create custom-configured computers.
604913.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ჰოკეის ჯოხის მწარმოებელი ბრენჩის ჰოკეი საშუალებას აძლევს მომხმარებელს აირჩიოს სხვადასხვა მოდელი — ჯოხის სიგრძის, ნიჩბის ფორმის და მრუდის მიხედვით – და 5 დღეში მისთვის სასურველ ნიჩაბს ამზადებს.
Hockey-stick maker Branches Hockey lets customers choose from more than two dozen options—including stick length, blade patterns, and blade curve—and turns out a customized stick in five days.
604914.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
მათ, ვინც ნაიკ აი დის ვებგვერდს სტუმრობს, ბოტასების პერსონიფიკაციის საშუალება ეძლევა. კლიენტს შეუძლია აირჩიოს ფერი და ბოტასების ენაზე ამოაქარგვინოს სასურველი სიტყვა ან ფრაზა.
Visitors to Nike’s Nike ID Web site can personalize their sneakers by choosing from hundreds of colors and putting an embroidered word or phrase on the tongue.
604915.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
ვებგვერდზე შეგიძლიათ ატვირთოთ თქვენი სურათი და ემ-ენდ-ემსის შეკვეთა განათავსოთ იმის მოთხოვნით, რომ თითოეულ კანფეტზე თქვენი სახე ან პირადი გზავნილი ამოტვიფრონ.
At www.myMMs.com, you can upload your photo and order a batch of M&Ms with your face and a personal message printed on each little piece of candy.
604916.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
მარკეტოლოგები ასევე ახალ გზებს პოულობენ სარეკლამო შეტყობინებების პერსონალიზაციისთვის.
Marketers are also finding new ways to personalize promotional messages.
604917.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
მაგალითად, პლაზმური ეკრანები, რომლებიც მოთავსებულია სავაჭრო ცენტრებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დამატებითი ფუნქციების საშუალებით აანალიზებენ მათ წინ მდგომი კლიენტების სახეებს და რეკლამებს ინდივიდუალური მყიდველის სქესის, ასაკის და ეთნიკური წარმოშობს გათვალისწინებით ცვლიან.
For example, plasma screens placed in shopping malls around the country can now analyze shoppers’ faces and place ads based on an individual shopper’s gender, age, or ethnicity.
604918.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
თუ თქვენ უყურებთ სარეკლამო განცხადებას ვიდეოეკრანზე სავაჭრო ცენტრში, სპორტულ დარბაზში ან სუპერმარკეტში, დიდი შანსია, რომ ეს რეკლამაც გიყურებთ თქვენ.
If you watch an ad on a video screen in a mall, health club, or grocery store, there is a growing chance that the ad is also watching you.
604919.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
დღეს ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა, ტელეეკრანის გარშემო ან მასში დამონტაჟდეს მცირე ზომის ვიდეოკამერები, რომლებიც გასაოცარი სიზუსტით აკონტროლებს ვინ და რამდენ ხანს უყურებს ეკრანს.
Small cameras can now be embedded in or around the screen, tracking who looks at the screen and for how long.
604920.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 7. მყიდველზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია: მიზნობრივი მყიდველებისათვის ფასეულობის შექმნა
სისტემას შეუძლია განსაზღვროს მაყურებლის სქესი, მიახლოებითი ასაკი, ზოგჯერ ეთნიკური წარმოშობაც კი და რეკლამაც შესაბამისად შეცვალოს: მაგალითად, მამაკაცებისათვის საპარსის, ქალბატონებისათვის კოსმეტიკური საშუალებების, ხოლო ბავშვებისათვის ვიდეოთამაშების რეკლამები.
With surprising accuracy, the system can determine the viewer’s gender, approximate age range, and, in some cases, ethnicity—and change the ads accordingly. That could mean razor ads for men, cosmetics ads for women, and videogame ads for teens.