მოიძებნა 668044 ჩანაწერი
607481.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
მას შეუძლია გააუმჯობესოს პროდუქტის სტილი და მიმზიდველობა, ასევე, მისი ხარისხი და გამოყენება გამძლეობა, სანდოობა, სისწრაფე და გემო.
It can improve the product’s styling and attractiveness. It might improve the product’s quality and performance—its durability, reliability, speed, and taste.
607482.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
ამდენად, სამომხმარებლო საკვებისა და საოჯახო პროდუქტების მწარმოებლები კლიენტებს სთავაზობენ ახალ არომატებს, ფერებს, შემადგენლობას ან შეფუთვას.
Thus, makers of consumer food and household products introduce new flavors, colors, scents, ingredients, or packages.
607483.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
მაგალითად, ტაბასკოს წიწაკის საწებელი შესაძლოა 140 წელი ყოფილიყო დახლებზე, მაგრამ იმისათვის, რომ ეს ბრენდი მუდამ ახალგაზრდად დარჩენილიყო, კომპანიამ დაამატა ბევრი არომატი (ნიორი, ტკბილ-მწარე, მექსიკური შებოლილი წიწაკა) და ახალი პროდუქტები (სტეიკის საწებელი, ცხარე ლობიო, წიწაკის ნარევი, სალსა, თხლად დაჭრილი წიწაკა, ცხარე შოკოლადი და საწუწნი კანფეტიც კი).
For example, TABASCO pepper sauce may have been around for more than 140 years, but to keep the brand young, the company has added a full line of flavors (such as Garlic, Sweet & Spicy, and Chipotle) and a kitchen cabinet full of new products (such as steak sauces, spicy beans, a chili mix, salsas, jalapeno nacho slices, and even spicy chocolate and a TABASCO lollipop).
607484.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
დაბოლოს, კომპანიას შეუძლია სცადოს მარკეტინგული კომპლექსის მოდიფიცირება გაყიდვების გაუმჯობესება მარკეტინგული კომპლექსის ერთი ან მეტი კომპონენტის შეცვლით.
Finally, the company can try modifying the marketing mix—improving sales by changing one or more marketing mix elements.
607485.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
კომპანიას აგრეთვე შეუძლია მომხმარებელს შესთავაზოს ახალი ან გაუმჯობესებული მომსახურება, შეამციროს ფასები ახალი მყიდველებისა და კონკურენტი კომპანიების მომხმარებელთა მისაზიდად.
The company can offer new or improved services to buyers. It can cut prices to attract new users and competitors’ customers.
607486.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
მას შეუძლია აწარმოოს უკეთესი სარეკლამო კამპანია ან გამოიყენოს აგრესიული გაყიდვების მეთოდი სავაჭრო გარიგებები, ფასდაკლებები, პრემიები, ჯილდოები და კონკურსები.
It can launch a better advertising campaign or use aggressive sales promotions—trade deals, cents-off, premiums, and contests.
607487.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
რეკლამასა და ფასწარმოქმნასთან ერთად, კომპანიამ ახალი მომხმარებლების მომსახურებისთვის ახალი მარკეტინგული არხებიც უნდა გამოიყენოს.
In addition to pricing and promotion, the company can also move into new marketing channels to help serve new users.
607488.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
დაცემის/დაღმასვლის ეტაპი.
Decline Stage.
607489.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
პროდუქტების უმეტესობის გაყიდვები გარკვეულ ეტაპზე დაღმასვლას იწყებს.
The sales of most product forms and brands eventually dip.
607490.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
ეს დაღმასვლის პროცესი შესაძლოა იყოს ნელი, როგორც საფოსტო მარკებისა და შვრიის საკვების შემთხვევაში იყო, ან სწრაფი, როგორც კასეტების გაყიდვებისას.
The decline may be slow, as in the cases of stamps and oatmeal cereal, or rapid, as in the cases of cassette and VHS tapes.
607491.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
არის შემთხვევები, როდესაც ნულოვანი გაყიდვები ან დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება და რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება.
Sales may plunge to zero, or they may drop to a low level where they continue for many years.
607492.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
ამას დაღმასვლის პერიოდი ეწოდება.
This is the decline stage.
607493.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
გაყიდვების დაცემას მრავალი მიზეზი აქვს: ტექნოლოგიური პროგრესი, მომხმარებელთა გემოვნების ცვლა, მზარდი კონკურენცია.
Sales decline for many reasons, including technological advances, shifts in consumer tastes, and increased competition.
607494.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
გაყიდვებისა და მოგების დაცემასთან ერთად ზოგიერთი კომპანია საერთოდ ტოვებს ბაზარს.
As sales and profits decline, some firms withdraw from the market.
607495.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
ისინი კი, რომლებიც რჩებიან, შეთავაზებების მოდიფიკაციას ახდენენ.
Those remaining may prune their product offerings.
607496.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
მათ შესაძლოა მიატოვონ უფრო პატარა საბაზრო სეგმენტები და მარგინალური/ზღვრული სავაჭრო არხები ან შეამცირონ სარეკლამო ბიუჯეტები და ფასები კვლავ დააკლონ.
They may drop smaller market segments and marginal trade channels, or they may cut the promotion budget and reduce their prices further.
607497.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
სუსტი პროდუქტის მომსახურება კომპანიას შესაძლოა საკმაოდ ძვირი დაუჯდეს, თანაც არა მხოლოდ მოგების თვალსაზრისით.
Carrying a weak product can be very costly to a firm, and not just in profit terms.
607498.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
მრავალი ფარული ხარჯი არსებობს.
There are many hidden costs.
607499.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
სუსტმა პროდუქტმა შესაძლოა კომპანიის ხელმძღვანელობის დიდი დრო წაიღოს.
A weak product may take up too much of management’s time.
607500.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 9. ახალი პროდუქტის შექმნა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის სტრატეგიები
მას ხშირად სჭირდება ფასისა და ინვენტარის რეგულირება, სარეკლამო და გაყიდვების თანამშრომლების დიდი ყურადღება, რაც შესაძლოა უფრო ეფექტურად მოახმარონ „ძლიერ“ პროდუქტებს მეტი სარგებლის მიღების თვალსაზრისით.
It often requires frequent price and inventory adjustments. It requires advertising and salesforce attention that might be better used to make “healthy” products more profitable.