მოიძებნა 668044 ჩანაწერი
609821.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგი პრაქტიკაში
ვოლმარტის ზომიდან გამომდინარე, მცირე ცვლილებებიც კი მნიშვნელოვან ზემოქმედებას იწვევს.
Given Walmart’s size, even small changes make a substantial impact.
609822.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგი პრაქტიკაში
მაგალითად, მან შეძლო დაერწმუნებინა პროქტერ & გემბელი გამოეშვა ჩარმინის ტუალეტის ქაღალდი უფრო კომპაქტური რულონებით, რომელთა ტრანსპორტირება ადვილი გახდებოდა: ჩარმინის მეგა როლი იმდენ ქაღალდს შეიცავს, რამდენსაც ჩვეულებრივი 24 რულონისაგან შემდგარი პაკეტი.
For instance, it convinced P&G to produce Charmin toilet paper in more-shippable compact rolls: a six-pack of Charmin Mega Roll contains as much paper as a regular pack of 24 rolls.
609823.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგი პრაქტიკაში
თუნდაც მხოლოდ ამ ცვლილების შედეგად წელიწადში 89.5 მილიონი რულონისა და 360,000 კგ პლასტმასის შესაფუთი მასალა დაიზოგა.
This change alone saves 89.5 million cardboard rolls and 360,000 pounds of plastic wrapping a year.
609824.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგი პრაქტიკაში
ლოგისტიკის თვალსაზრისით კი, ეს ვოლმარტსაც საშუალებას აძლევს, 42%-ით მეტი პროდუქცია გადაზიდოს და 54,000 ლიტრი საწვავი დაზოგოს.
Logistics-wise, it also allows Walmart to ship 42 percent more units on its trucks, saving about 54,000 gallons of fuel.
609825.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მარკეტინგი პრაქტიკაში
მაგრამ ეს ახლა უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე და თანაც შესაძლოა დიდი მოგებაც მოჰყვეს.
But it’s now more necessary than ever, and it can pay big returns.
609826.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მიზანი 1 განმარტეთ, რატომ იყენებენ კომპანიები სადისტრიბუციო არხებს და განიხელეთ ამ არხების ფუნქციები.
Objective 1 Explain why companies use marketing channels and discuss the functions these channels perform.
609827.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
კომპანია დამოუკიდებლად ვერ შეძლებს კლიენტებისათვის ფასეულობის შექმნას.
In creating customer value, a company can’t go it alone.
609828.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ამ ამოცანის მისაღწევად მან პარტნიორების მთელ ქსელთან ანუ ფასეულობის მიწოდების ქსელთან უნდა ითანამშრომლოს.
It must work within an entire network of partners—a value delivery network—to accomplish this task.
609829.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
კონკრეტული კომპანიები და ბრენდები არ ეწევიან კონკურენციას, ამას მათი ფასეულობის მიწოდების ქსელები აკეთებენ.
Individual companies and brands don’t compete, their entire value delivery networks do.
609830.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
პროდუქტის ბაზარზე გატანას მწარმოებელთა უმეტესობა შუამავლების საშუალებით ახორციელებს.
Most producers use intermediaries to bring their products to market.
609831.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
თავიანთი კონტაქტების, გამოცდილების, სპეციალიზაციისა და ოპერირების მასშტაბებიდან გამომდინარე, შუამავლები ფირმებს ხშირად ბევრად მეტს სთავაზობენ, ვიდრე მათ საკუთარი ძალებით შეუძლიათ მიაღწიონ.
Through their contacts, experience, specialization, and scale of operation, intermediaries usually offer the firm more than it can achieve on its own.
609832.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
სადისტრიბუციო არხები ბევრ საკვანძო ფუნქციას ასრულებენ.
Marketing channels perform many key functions.
609833.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მიზანი 2 განიხილეთ, როგორ ურთიერთობენ არხის წევრები და როგორ უწევენ ორგანიზებას არხის სამუშაოების შესრულებას.
Objective 2 Discuss how channel members interact and how they organize to perform the work of the channel.
609834.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
არხი ყველაზე მეტად მაშინ არის ეფექტური, როდესაც თითოეულ წევრს აკისრია ის ფუნქცია, რომელსაც საუკეთესოდ შეასრულებს.
The channel will be most effective when each member assumes the tasks it can do best.
609835.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
იდეალურ შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ ინდივიდუალური არხის წევრის წარმატება დამოკიდებულია არხის საერთო წარმატებაზე, არხის ყველა შემადგენელი ფირმა ერთად და შეუფერხებლად უნდა მუშაობდეს.
Ideally, because the success of individual channel members depends on overall channel success, all channel firms should work together smoothly.
609836.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მათ უნდა აღიქვან თავიანთი ფუნქციები, მოახდინონ მიზნებისა და საქმიანობების კოორდინაცია და არხის საერთო მიზნების მისაღწევად ითანამშრომლონ.
They should understand their roles, coordinate their goals and activities, and cooperate to attain overall channel goals.
609837.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
თანამშრომლობის საფუძველზე ისინი უფრო ეფექტურად შეძლებენ მიზნობრივი ბაზრის აღქმას, მომსახურებასა და დაკმაყოფილებას.
By cooperating, they can more effectively sense, serve, and satisfy the target market.
609838.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მსხვილ კომპანიაში ცალკე ორგანიზაციული სტრუქტურა ფორმალურად ახდენს დისტრიბუციის ფუნქციების განაწილებას და უზრუნველყოფს საჭირო ხელმძღვანელობას.
In a large company, the formal organization structure assigns roles and provides needed leadership.
609839.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მაგრამ დამოუკიდებელი ფირმებისაგან შემდგარ სადისტრიბუციო არხში ხელმძღვანელობისა და ძალაუფლების ფორმალურად განაწილება არ ხდება.
But in a distribution channel composed of independent firms, leadership and power are not formally set.
609840.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 12. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ტრადიციულად, სადისტრიბუციო არხებში როლების განაწილებისა და კონფლიქტის მართვისათვის საჭირო ხელმძღვანელობის ნაკლებობაა.
Traditionally, distribution channels have lacked the leadership needed to assign roles and manage conflict.