მოიძებნა 668044 ჩანაწერი
610801.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
შემდეგ იგივე საკითხები ბითუმად მოვაჭრეებთან დაკავშირებითაც განვიხილეთ.
We then examined these same topics for wholesalers.
610802.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მიზანი 1 განმარტეთ საცალო და ბითუმად ვაჭრობის რული სადისტრიბუციო არხში და აღწერეთ საცალო მოვაჭრეების ძირითადი ტიპები.
Objective 1 Explain the role of retailers in the distribution channel and describe the major types of retailers.
610803.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
საცალო ვაჭრობა მოიცავს ყველა იმ საქმიანობას, რომელთა მიზანია საბოლოო მომხმარებელს პროდუქტი ან მომსახურება პერსონალური, არაბიზნესმოხმარებისთვის მიყიდოს.
Retailing includes all the activities involved in selling goods or services directly to final consumers for their personal, nonbusiness use.
610804.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
საცალო ვაჭრობის მაღაზიები სხვადასხვა ფორმის თუ ზომისაა, თანდათან ჩნდება ახალი ტიპის საცალო მოვაჭრეები.
Retail stores come in all shapes and sizes, and new retail types keep emerging.
610805.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
საცალო მოვაჭრეები შეგვიძლია დავყოთ იმ მომსახურების რაოდენობის მიხედვით, რომელსაც ისინი მომხმარებელს სთავაზობენ (თვითმომსახურება, შეზღუდული მომსახურება ან სრული მომსახურება), გაყიდული პროდუქტის სერიისა (სპეციალიზებული მაღაზიები, უნივერმაღები, სუპერმარკეტები, სუპერმაღაზიები და მომსახურების პუნქტები) და დაწესებული ფასებით (დაბალი ფასებით მოვაჭრე მაღაზიები).
Store retailers can be classified by the amount of service they provide (self-service, limited service, or full service), product line sold (speciality stores, department stores, supermarkets, convenience stores, superstores, and service businesses), and relative prices (discount stores and off-price retailers).
610806.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
დღესდღეობით მრავალი საცალო მოვაჭრე ერთმანეთთან თანამშრომლობს საკონტრაქტო თუ კორპორაციული საცალო ვაჭრობის ორგანიზაციული სტრუქტურის მეშვეობით (კორპორაციული მაღაზიათა ქსელები, ნებაყოფლობითი ქსელები, საცალო ვაჭრობის კოოპერატივები და ფრანჩაიზული ორგანიზაციები).
Today, many retailers are banding together in corporate and contractual retail organizations (corporate chains, voluntary chains, retailer cooperatives, and franchise organizations).
610807.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მიზანი 2 აღწერეთ საცალო ვაჭრობაში ძირითადი მარკეტინგული გადაწყვეტილებები.
Objective 2 Describe the major retailer marketing decisions.
610808.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
საცალო მოვაჭრეები გამუდმებით ახალი მარკეტინგული სტრატეგიების ძიებაში არიან, რომ კლიენტები მიიზიდონ და შეინარჩუნონ კიდეც.
Retailers are always searching for new marketing strategies to attract and hold customers.
610809.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მათ უხდებათ მნიშვნელოვანი მარკეტინგული გადაწყვეტილებების მიღება სეგმენტაციის, სამიზნე ბაზრების, მაღაზიის დიფერენციაციის, პოზიციონირებისა და საცალო ვაჭრობის მარკეტინგული კომპლექსის თვალსაზრისით.
They face major marketing decisions about segmentation and targeting, store differentiation and positioning, and the retail marketing mix.
610810.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
საცალო მოვაჭრეებმა თავდაპირველად უნდა მოახდინონ თავიანთი სამიზნე ბაზრების სეგმენტაცია, განსაზღვრა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტონ, როგორ მოახერხებენ საკუთარი თავის დიფერენციაციასა და პოზიციონირებას ამ ბაზრებზე.
Retailers must first segment and define their target markets and then decide how they will differentiate and position themselves in these markets.
610811.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ისინი, რომლებიც ცდილობენ მომხმარებელს ისეთი პროდუქცია შესთავაზონ, რომელიც არის „ყველა ტიპის მომხმარებლისათვის“, საერთო ჯამში, არანაირ ბაზარს არ აკმაყოფილებენ.
Those that try to offer “something for everyone” end up satisfying no market well.
610812.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ამის საპირისპიროდ, წარმატებული საცალო მოვაჭრეები კი თავიანთ სამიზნე ბაზრებს საკმაოდ კარგად განსაზღვრავენ და მძლავრად ახდენენ საკუთარი თავის პოზიციონირებას.
In contrast, successful retailers define their target markets well and position themselves strongly.
610813.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ძლიერი მიზნობრიობისა და პოზიციონირების შედეგად, საცალო მოვაჭრეებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები საცალო ვაჭრობის მარკეტინგულ კომპლექსთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს პროდუქტისა და მომსახურების ასორტიმენტს, ფასს, რეკლამასა და ადგილს.
Guided by strong targeting and positioning, retailers must decide on a retail marketing mix—product and service assortment, price, promotion, and place.
610814.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
საცალო მოვაჭრეთა მაღაზიები იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ პროდუქციის ასორტიმენტი.
Retail stores are much more than simply an assortment of goods.
610815.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
პროდუქტებისა და მომსახურების გარდა, რომელსაც დღევანდელი წარმატებული საცალო მოვაჭრეები მომხმარებელს სთავაზობენ, მაღაზიაში კლიენტისათვის სასურველი გარემოს შექმნა და საკუთარ ყაიდაზე მოწყობაა.
Beyond the products and services they offer, today’s successful retailers carefully orchestrate virtually every aspect of the consumer store experience.
610816.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
საცალო მოვაჭრის ფასწარმოქმნის პოლიტიკა სამიზნე ბაზარსა და პოზიციონირებას, პროდუქციისა და მომსახურების ასორტიმენტს და კონკურენციის პირობებს უნდა ერგებოდეს.
A retailer’s price policy must fit its target market and positioning, products and services assortment, and competition.
610817.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
რეკლამის ხუთივე ელემენტს — რეკლამირებას, პირად გაყიდვას, გაყიდვების ხელშეწყობას, საზოგადოებასთან ურთიერთობასა და პირდაპირ მარკეტინგს საცალო მოვაჭრეები იმისათვის იყენებენ, რომ მოიზიდონ მომხმარებელი.
Retailers use any or all of the five promotion tools—advertising, personal selling, sales promotion, PR, and direct marketing—to reach consumers.
610818.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
დაბოლოს, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ საცალო მოვაჭრეებმა შეარჩიონ ადგილმდებარეობა, რომელიც სამიზნე ბაზრისათვის მომგებიანი და ადვილად მისაწვდომი იქნება.
Finally, it’s very important that retailers select locations that are accessible to the target market in areas that are consistent with the retailer’s positioning.
610819.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მიზანი 3 განიხილეთ საცალო ვაჭრობაში არსებული ძირითადი მიმართულებები და ტენდენციები.
Objective 3 Discuss the major trends and developments in retailing.
610820.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 13. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
საცალო მოვაჭრეები მკაცრ და სწრაფად ცვალებად გარემოში ფუნქციონირებენ, სადაც მათ აქვთ შესაძლებლობები, მაგრამ საფრთხეების წინაშეც დგანან.
Retailers operate in a harsh and fast-changing environment, which offers threats as well as opportunities.