მოიძებნა 668070 ჩანაწერი
6121.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 64, ჰისტოლოგია
ჩატარებულია კუჭის დარღვეული სეკრეციული ფუნქციის, კერძოდ ჰიპერაციდული მდგომარეობის ელექტრონულმიკროსკოპული დიაგნოსტიკა, აღნიშნული პათოლოგიური მდგომარეობის სუბმიკროსკოპიული სუბსტრატის გამოვლინების საფუძველზე.
Electron microscopic diagnosis is made of the disturbed secretory function of the stomach, namely of hyperacidity. The diagnosis is based on the identification of the submicroscopic substratum of the pathologic state.
6122.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 64, ჰისტოლოგია
სპერმატოციტების რაოდენობრივი ცვლილებები რუსული თეთრი ჯიშის მამლების ინდივიდუალური განვითარების პროცესში.
Quantitative changes of spermatocytes in the process of individual development of the Russian White species of cocks.
6123.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 64, ჰისტოლოგია
მოცემულია რუსული თეთრი ჯიშის მამლების სათესლე ჯირკვლების სპერმატოციტების რაოდენობრივი ცვლილებების შესწავლის შედეგები.
The results of a study of the quantitative changes of spermatocytes in the genital glands of the Russian White species of cocks are presented.
6124.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 64, ჰისტოლოგია
დადგენილია სპერმატოციტების რაოდენობის ზრდა, დაწყებული 3 თვის ასაკიდან. რუსული თეთრი ჯიშის მამლების სიცოცხლის 9 – 12 თვის პერიოდში სათესლე მილაკებში აღინიშნება სპერმატოციტების მაქსიმალური რაოდენობა.
The number of spermatocytes has been found to increase drastically beginning with the age of three months, reaching their maximum at the age of 9 to 12 months.
6125.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 64, ჰისტოლოგია
24 თვის ასაკიდან შეიმჩნევა სპერმატოციტების რიცხვის მოკლების ტენდენცია. დასახელებული ჯიშის მამლის სიცოცხლის 36-ე თვეზე სპერმატოციტების რიცხვი უაღრესად მცირეა.
The decrease in number of the said cells begins at the age of 23 moths being lowest at the age of 36 months.
6126.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 64, ჰისტოლოგია
ნათხემის კარავის მდგრადობის საკითხისათვის მის სტრუქტურაზე ქრონიკული და მწვავე ჰიპოქსიის გავლენის პირობებში.
Concerning tentorial durability when its structure is exposed to the influence of chronic acid acute hypoxia.
6127.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 64, ჰისტოლოგია
ფაქტობრივი მასალა გვიჩვენებს, რომ ნათხემის კარავის ფურცლების სტრუქტურული თავისებურებანი, აგრეთვე მათი მდგრადობა დამოკიდებულია ორსულობის მიმდინარეობაზე, კერძოდ ორსულობის გართულებებზე (ქრონიკული ჰიპოქსია) და აგრეთვე მათთან შეუღლებულ მშობიარობის გართულებებზე (მწვავე ჰიპოქსია), რომელთა ურთიერთდამთხვევის დროს ღრმავდება ნაყოფის ჰიპო-ანოქსია.
The data obtained indicate that structural peculiarities of the tentorium and the durability of its leaflets depend greatly on the conditions of the pregnancy course, particularly on pregnancy complications (chronic hypoxya), and also on complex complications during labour when aggravation of tissue hypoanoxia takes place.
6128.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 64, ჰისტოლოგია
ასეთ შემთხვევებში მიკროსკოპულად აღინიშნება ნათხემის კარავის ქსოვილის გაფხვიერება, არგიროფილური ნივთიერების გალღობა, რიბონუკლეო- და დეზოქსირიბონულეოპროტეიდების აქტივობის დაქვეითება.
In cases of tentorial injury microscopical examination reveals: friability of its tissue, oedema, the phenomenon of “loosening” of the argyrophil substance, and decrease of the activity of nuclear proteins of DNA and RNA.
6129.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 64, ჰისტოლოგია
მიღებული მონაცემების საფუძველზე ირკვევა, რომ ნათხემის კარავის დაზიანების პათოგენეზში დიდი მნიშვნელობა აქვს მისი ფურცლების მდგრადობას მშობიარობის დაწყებამდე.
On the basis of the data obtained it may be suggested that in the genesis of tentorial injuries the main part is played by the condition of durability of its leaflets at the moment of labour.
6130.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 64, ჰისტოლოგია
მექანიკური ფაქტორი უდავოდ მნიშვნელოვანია (მშობიარობის დროს ნაყოფის თავის გასვლა სამშობიარო გზებში), მაგრამ იგი იშვიათად წარმოადგენს ნათხემის კარავის დაზიანების ერთადერთ მიზეზს.
As to mechanical factor, it undoubtedly influences the foetal head moving through the parturient ways, but injury of the tentorium is seldom the result of mechanical influence alone.
6131.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ფიზიოლოგიური და ქალასშიდა ტრავმის მქონე ახალშობილთა ძილის ფაზების ელექტროენცეფალოგრაფიული გამოკვლევა.
Electroencephalographic investigation of different phases of sleep in physiological newborns and newborns with intracranial parturient trauma.
6132.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
გამოყოფილია ახალშობილთა ძილის ოთხი ფაზა: ჩაძინება, ზერელე ძილი, გარდამავალი და ღრმა ძილი.
Four stages of sleep has been revealed: transition from wakefulness to sleep; light sleep; transitory phase; sound sleep.
6133.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
სიცოცხლის პირველ კვირას აღინიშნება ფაზათა ხანგრძლივობის დინამიკა: მოკლდება ზერელე და გარდამავალი ძილი, ხანგრძლივდება ღრმა ძილი.
During the first week of life the light and transitory phases shorten, while sound sleep lengthens.
6134.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ქალასშიდა ტრავმის მძიმე ფორმების შემთხვევაში ძირითადად ვითარდება მხოლოდ ზერელე ძილი.
In newborns with severe forms of intracranial parturient trauma predominantly light sleep develops.
6135.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
გარდამავალი ფაზა იშვიათია და ხანმოკლე.
The transitory phase is very short and appears seldom.
6136.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ღრმა ძილი არაა წარმოდგენილი.
sound sleep does not occur.
6137.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
სიცოცხლის მერვე დღეს, კლინიკურ მონაცემთა გაუმჯობესების პარალელურად აღინიშნება ძილის ფაზობრივი შემადგენლობის ნორმალიზაციის ტენდენცია.
By the eighth day of life, along with an improvement of the clinical state, the light and transitory phases of sleep tend to shorten, sound sleep prevailing.
6138.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
საკულუსის დაზიანების გავლენა ლოკოკინის ელექტრულ აქტივობაზე.
The effect of the damage of the saccule on the electrical activity of the cochlea.
6139.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
საკულუსის დაზიანება კატებში პირველი 24 საათის განმავლობაში იწვევდა ლოკოკინას გამოწვეულ პოტენციალთა ამპლიტუდის დაქვეითებას 20 – 40 დბ-ით.
During 24 hours after sacculotomy the amplitude decrease of cochlear potentials reached 20 – 40 db.
6140.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ლოკოკინას ელექტრული აქტივობა საკულოტომიის შემდეგ უმეტესად ქვეითდებოდა თანდათანობით, იშვიათად დაზიანებისთანავე.
The electrical activity of the cochlea gradually decreased in some cases, in other an abrupt fall was observed.