მოიძებნა 668044 ჩანაწერი
614401.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. მარკეტინგი პრაქტიკაში
სანიშნე სოციალური ქსელების წევრებს აქვთ საერთო ინტერესები და გამოცდილება, ამდენად, ისინი ინტერნეტში ამ გვერდებზე მეტ დროს ატარებენ.
Members of niche social networks share common interests and experiences, so they tend to spend more time on the site.
614402.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. მარკეტინგი პრაქტიკაში
დიდ გვერდებზე წევრები შედარებით ნაკლებ ინტენსიურად არიან ჩართულნი და, ამდენად, რეკლამის მწარმოებლებიც მათით ნაკლებად ინტერესდებიან.
On bigger sites, members tend to be less involved and therefore are less attractive to advertisers.
614403.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. მარკეტინგი პრაქტიკაში
გარდა ამისა, როგორც ერთ– ერთი ონლაინკონსულტანტი აღნიშნავს, აღნიშნავს, „დიდი გვერდები იმდენად გადაიტვირთა, რომ წევრები პერსონალურ განცხადებებსაც კი უკან გამოითხოვენ."
Also, notes an online consultant, “the bigger sites have become so cluttered and overrun that members are used to tuning stuff out, even personalized ads."
614404.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. მარკეტინგი პრაქტიკაში
ყველა სანიშნე გვერდი არ მიესალმება მარკეტოლოგებს.
Not all niche networks welcome marketers.
614405.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. მარკეტინგი პრაქტიკაში
მაგალითად, მარკეტინგს კრძალავს Sermo.com სოციალური ქსელი, რომელზეც 112 000 ლიცენზირებული ექიმი ურთიერთობს კოლეგებთან უამრავი სხვადასხვა სფეროდან, დერმატოლოგიიდან დაწყებული, ფსიქიატრიით დამთავრებული.
Sermo.com—a social-networking site at which some 112,000 licensed physicians consult with colleagues specializing in areas ranging from dermatology to psychiatry—allows no marketing.
614406.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. მარკეტინგი პრაქტიკაში
თუმცა გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ, კომპანიებს შეუძლიათ მისწვდნენ Sermo.com-ის მონაცემებსა და წევრების მიერ წარმოებულ განხილვებს.
However, for a fee, companies can gain access to Sermo.com data and member discussions.
614407.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. მარკეტინგი პრაქტიკაში
ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი ანალიტიკოსი აღნიშნავს: „მათ შეუძლიათ აწარმოონ ონლაინდისკუსიები, ისე რომ ექიმების სახელები საერთოდ არ იყოს მითითებული ან იხილონ გვერდზე განხილული საკითხები, რათა შემდეგ გადაწყვიტონ, რა უფრო მეტად და ნაკლებ პოპულარულია“.
“They can monitor online discussions, with the doctors’ names omitted, or see a tally of topics being discussed at the site to determine what’s rising or falling in popularity,” notes a healthcare industry analyst.
614408.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. მარკეტინგი პრაქტიკაში
მარკეტოლოგებმა წინდახედულობა უნდა გამოიჩინონ, რომ ზედმეტად კომერციულად ან თავის მომაბეზრებლად არ გადაიქცნენ.
Marketers must be careful not to become too commercial or too intrusive.
614409.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. მარკეტინგი პრაქტიკაში
გვერდების ზედმეტად არგადატვირთვა რეკლამებით როგორც ბრენდისათვის, ისე სოციალური ქსელებისათვის დამაბალანსებელი აქტივობაა.
Keeping sites hip and unencumbered by advertising is a balancing act for both brands and social networks.
614410.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. მარკეტინგი პრაქტიკაში
ყველაზე კარგი მიდგომაა, ქსელის მომხმარებლებთან მხოლოდ ბიზნესურთიერთობა კი არ ჩამოყალიბდეს, არამედ ისინი ერთმანეთს საერთო ინტერესის გამომხატველ საკითხებზე დაუკავშირდნენ.
The best approach is not to market to network members but interact with them on topics of mutual interest.
614411.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. მარკეტინგი პრაქტიკაში
ერთ-ერთი მარკეტოლოგი აღნიშნავს: „სოციალურ მედიაში ნამდვილი ჩართვის გზა მხოლოდ რეკლამა როდია, მისი ნაწილი უნდა გახდე“.
Says one online marketer, “The real way of getting into social media is you don’t advertise, you participate in the community”.
614412.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
წინამდებარე თავი ბოლოა იმ სამი თავიდან, რომლებიც ეხება მარკეტინგული კომპლექსის ბოლო ელემენტს – პროდუქციის რეალიზაციის სტიმულირებას.
This chapter is the last of three chapters covering the final marketing mix element—promotion.
614413.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
წინა თავებში მოცემული იყო რეკლამა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, პირადი გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება.
The previous chapters dealt with advertising, public relations, personal selling, and sales promotion.
614414.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
ამ თავში კი განვიხილეთ პირდაპირი და ონლაინმარკეტინგის სწრაფად მზარდი სფერო.
This one investigated the burgeoning field of direct and online marketing.
614415.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მიზანი 1 განმარტეთ პირდაპირი მარკეტინგი და განიხილეთ რა სარგებლობა მოაქვს მას მომხმარებლებისა და კომპანიებისათვის.
Objectiv 1 Define direct marketing and discuss its benefits to customers and companies.
614416.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
პირდაპირი მარკეტინგი გულისხმობს პირდაპირ კავშირს დაკვირვებით შერჩეულ სეგმენტთან ან ინდივიდუალურ მომხმარებლებთან.
Direct marketing consists of direct connections with carefully targeted segments or individual consumers.
614417.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
გარდა იმისა, რომ ბრენდის განვითარებისთვის ურთიერთობებს აყალიბებენ, მარკეტოლოგებს სურთ მომხმარებლების მხრიდან მიიღონ პირდაპირი, დაუყოვნებელი და გაზომვადი რეაქცია.
Beyond brand and relationship building, direct marketers usually seek a direct, immediate, and measurable consumer response.
614418.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მონაცემთა დეტალური ბაზების გამოყენებით პირდაპირი მარკეტოლოგები ახდენენ თავიანთი შეთავაზებებისა და შეტყობინებების მორგება-ადაპტირებას დაკვირვებით შერჩეული ვიწრო სეგმენტის ან კიდევ კონკრეტული ინდივიდუალური მყიდველების მოთხოვნებზე.
Using detailed databases, direct marketers tailor their offers and communications to the needs of narrowly defined segments or even individual buyers.
614419.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
მომხმარებლებისათვის პირდაპირი მარკეტინგი საკმაოდ მოსახერხებელი, ადვილად გამოსაყენებელი და პირადულია.
For buyers, direct marketing is convenient, easy to use, and private.
614420.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 17. მიზნებისა და ძირითადი კონცეფციების კვალდაკვალ
პირდაპირი მარკეტინგი ასევე დაუყოვნებელი და ინტერაქტიურია, რაც მყიდველებს საშუალებას აძლევს, ინფორმაციის, პროდუქტისა თუ მომსახურების ისეთი კონფიგურაცია შეიმუშაონ, როგორიც მათ სურთ და შემდეგ განათავსონ შეკვეთა ადგილზე.
Direct marketing is also immediate and interactive, allowing buyers to create exactly the configuration of information, products, or services they desire and then order them on the spot.