მოიძებნა 668045 ჩანაწერი
616201.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | სტოკჰოლმის კონვენცია მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ
2. მხარეები პირველ პუნქტში აღნიშნულ ინფორმაციას ერთმანეთში ცვლიან უშუალოდ ან სამდივნოს მეშვეობით.
2. The Parties shall exchange the information referred to in paragraph 1 directly or through the Secretariat.
616202.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | სტოკჰოლმის კონვენცია მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ
3. თითოეული მხარე ამ ინფორმაციის გაცვლის მიზნით ნიშნავს ეროვნულ საკოორდინაციო ცენტრს.
3. Each Party shall designate a national focal point for the exchange of such information.
616203.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | სტოკჰოლმის კონვენცია მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ
4. სამდივნო მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, მხარეების, სამთავრობოთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებული ინფორმაციის, მიმართ ასრულებს შუამავლის როლს.
4. The Secretariat shall serve as a clearing-house mechanism for information on persistent organic pollutants, including information provided by Parties, intergovernmental organizations and non-governmental organizations.
616204.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | სტოკჰოლმის კონვენცია მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ
5. ამ კონვენციის მიზნებისათვის ინფორმაცია გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ არ განიხილება, როგორც კონფიდენციალური.
5. For the purposes of this Convention, information on health and safety of humans and the environment shall not be regarded as confidential.
616205.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | სტოკჰოლმის კონვენცია მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ
მხარეები, რომლებიც ამ კონვენციის შესაბამისად ახორციელებენ სხვა ინფორმაციის გაცვლას, ნებისმიერი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვას უზრუნველყოფენ ურთიერთშეთანხმებების საფუძველზე.
Parties that exchange other information pursuant to this Convention shall protect any confidential information as mutually agreed.
616206.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | სტოკჰოლმის კონვენცია მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ
მუხლი 10 საზოგადოებრიობის ინფორმირება, ცოდნის ამაღლება და განათლება.
Article 10 Public information, awareness and education.
616207.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | სტოკჰოლმის კონვენცია მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ
1. თითოეული მხარე თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ეხმარება და ხელს უწყობს:
1. Each Party shall, within its capabilities, promote and facilitate:
616208.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | სტოკჰოლმის კონვენცია მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ
ა) მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ საკითხებში თავისი სადირექტივო და ხელმძღვანელი ორგანოების ცოდნის ამაღლებას;
(a) Awareness among its policy and decision makers with regard to persistent organic pollutants;
616209.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | სტოკჰოლმის კონვენცია მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ
ბ) საზოგადოებრიობისათვის მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ არსებული ინფორმაციის სრულად მიწოდებას მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით;
(b) Provision to the public of all available information on persistent organic pollutants, taking into account paragraph 5 of Article 9;
616210.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | სტოკჰოლმის კონვენცია მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ
გ) მდგრადი ორგანული დამბინძურებლების, ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის მათი შედეგების და მათი ალტერნატივების შესახებ სასწავლო და საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, განსაკუთრებით ქალებისათვის, ბავშვებისა და ნაკლებად განათლებული პირებისათვის;
(c) Development and implementation, especially for women, children and the least educated, of educational and public awareness programmes on persistent organic pollutants, as well as on their health and environmental effects and on their alternatives;
616211.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | სტოკჰოლმის კონვენცია მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ
დ) საზოგადოებრიობის მონაწილეობას მდგრადი ორგანული დამბინძურებლებთან და ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის მათ შედეგებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში, აგრეთვე რეაგირების შესაბამისი ზომების შემუშავების საქმეში, მათ შორის, შესაძლებლობათა შექმნა, რომლებიც ეროვნულ დონეზე უზრუნველყოფს კონვენციის განხორციელებაში წვლილის შეტანას;
(d) Public participation in addressing persistent organic pollutants and their health and environmental effects and in developing adequate responses, including opportunities for providing input at the national level regarding implementation of this Convention;
616212.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | სტოკჰოლმის კონვენცია მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ
ე) მუშათა, სამეცნიერო, მასწავლებელთა, ტექნიკური და მმართველობითი კადრების მომზადებას;
(e) Training of workers, scientists, educators and technical and managerial personnel;
616213.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | სტოკჰოლმის კონვენცია მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ
ვ) საზოგადოებრიობის განათლებისა და მისთვის ინფორმაციის მიწოდებისათვის ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე მასალების მომზადებასა და მათ გაცვლას;
(f) Development and exchange of educational and public awareness materials at the national and international levels;
616214.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | სტოკჰოლმის კონვენცია მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ
ზ) ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე საგანმანათლებლო და სასწავლო პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას.
(g) Development and implementation of education and training programmes at the national and international levels.
616215.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | სტოკჰოლმის კონვენცია მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ
2. თითოეული მხარე თავისი შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყოფს, რომ საზოგადოებრიობისათვის ხელმისაწვდომი იყოს პირველ პუნქტში აღნიშნული საზოგადო ინფორმაცია და რეგულარულად ხდებოდეს ამ ინფორმაციის განახლება.
2. Each Party shall, within its capabilities, ensure that the public has access to the public information referred to in paragraph 1 and that the information is kept up-to-date.
616216.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | სტოკჰოლმის კონვენცია მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ
3. თითოეული მხარე თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მოუწოდებს, რომ სამრეწველო და პროფესიონალი მომხმარებლები დაეხმარონ და ხელი შეუწყონ პირველი პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის წარდგენას ეროვნულ და, იქ, სადაც ეს აუცილებელია, სუბრეგიონალურ, რეგიონულ და გლობალურ დონეებზე.
3. Each Party shall, within its capabilities, encourage industry and professional users to promote and facilitate the provision of the information referred to in paragraph 1 at the national level and, as appropriate, subregional, regional and global levels.
616217.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | სტოკჰოლმის კონვენცია მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ
4. მდგრად ორგანულ დამბინძურებლებისა და მათი ალტერნატივების შესახებ ინფორმაციით უზრუნველყოფისას მხარეებს შეუძლიათ გამოიყენონ უსაფრთხოების მონაცემთა ფორმები, მოხსენებები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შესაძლებლობები და კავშირგაბმულობის სხვა საშუალებები და ეროვნულ და რეგიონულ დონეებზე შექმნან საინფორმაციო ცენტრები.
4. In providing information on persistent organic pollutants and their alternatives, Parties may use safety data sheets, reports, mass media and other means of communication, and may establish information centres at national and regional levels.
616218.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | სტოკჰოლმის კონვენცია მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ
5. თითოეული მხარე დადებითად აფასებს და განიხილავს ისეთი მექანიზმების შექმნის საკითხს, როგორებიცაა გაფრქვევების და დამბინძურებლების გადატანის რეგისტრები A, B ან C დანართში ჩამოთვლილი, გაფრქვეული ან მოცილებული ქიმიური ნივთიერებების ყოველწლიური მოცულობების საანგარიშო მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და გავრცელებისათვის.
5. Each Party shall give sympathetic consideration to developing mechanisms, such as pollutant release and transfer registers, for the collection and dissemination of information on estimates of the annual quantities of the chemicals listed in Annex A, B or C that are released or disposed of.
616219.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | სტოკჰოლმის კონვენცია მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ
მუხლი 11 კვლევა, განვითარება და მონიტორინგი.
Article 11 Research, development and monitoring.
616220.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | სტოკჰოლმის კონვენცია მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ
1. მხარეები თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში ხელს უწყობენ ან/და ახორციელებენ ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე შესაბამის სამეცნიერო კვლევებს, განვითარებას, მონიტორინგს და თანამშრომლობენ მდგრადი ორგანული დამბინძურებლების, და საჭიროების შემთხვევაში, მათი ალტერნატივების და პოტენციურად მდგრადი ორგანული დამბინძურებლების სფეროში, კერძოდ, ისეთ საკითხებში, როგორებიცაა:
1. The Parties shall, within their capabilities, at the national and international levels, encourage and/or undertake appropriate research, development, monitoring and cooperation pertaining to persistent organic pollutants and, where relevant, to their alternatives and to candidate persistent organic pollutants, including on their: