მოიძებნა 668044 ჩანაწერი
616301.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | სტოკჰოლმის კონვენცია მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ
4. მხარეთა კონფერენცია თავის პირველ თათბირზე კონსენსუსით ათანხმებს და იღებს პროცედურის წესებსა და ფინანსურ წესებს თავისთვის და ნებისმიერი დამხმარე ორგანოებისათვის, აგრეთვე საფინანსო დებულებებს, რომლებიც აწესრიგებენ სამდივნოს ფუნქციონირებას.
4. The Conference of the Parties shall by consensus agree upon and adopt at its first meeting rules of procedure and financial rules for itself and any subsidiary bodies, as well as financial provisions governing the functioning of the Secretariat.
616302.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | სტოკჰოლმის კონვენცია მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ
5. მხარეთა კონფერენცია გამუდმებით ამოწმებს ამ კონვენციის შესრულებას და იძლევა შესაბამის შეფასებას.
5. The Conference of the Parties shall keep under continuous review and evaluation the implementation of this Convention.
616303.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | სტოკჰოლმის კონვენცია მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ
იგი ასრულებს კონვენციით მასზე დაკისრებულ ფუნქციებს და ამ მიზნით:
It shall perform the functions assigned to it by the Convention and, to this end, shall:
616304.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | სტოკჰოლმის კონვენცია მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ
ა) მე-6 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად აფუძნებს ისეთ დამხმარე ორგანოებს, რომლებსაც იგი საჭიროდ მიიჩნევს ამ კონვენციის შესრულებისათვის;
(a) Establish, further to the requirements of paragraph 6, such subsidiary bodies as it considers necessary for the implementation of the Convention;
616305.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | სტოკჰოლმის კონვენცია მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ
ბ) შესაბამის შემთხვევებში თანამშრომლობს კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე სამთავრობოთაშორისო და არასამთავრობო ორგანოებთან;
(b) Cooperate, where appropriate, with competent international organizations and intergovernmental and non-governmental bodies;
616306.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | სტოკჰოლმის კონვენცია მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ
გ) რეგულარულად მიმოიხილავს მხარეების მიერ მე-15 მუხლის შესაბამისად წარმოდგენილ მთელ ინფორმაციას, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.გ.“ ქვეპუნქტის ეფექტიანობის განხილვის ჩათვლით;
(c) Regularly review all information made available to the Parties pursuant to Article 15, including consideration of the effectiveness of paragraph 2 (b) (iii) of Article 3;
616307.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | სტოკჰოლმის კონვენცია მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ
დ) განიხილავს და იღებს ნებისმიერ დამატებით ზომებს, რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს ამ კონვენციის მიზნების მისაღწევად.
(d) Consider and undertake any additional action that may be required for the achievement of the objectives of the Convention.
616308.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | სტოკჰოლმის კონვენცია მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ
6. მხარეთა კონფერენცია თავის პირველ თათბირზე აფუძნებს დამხმარე ორგანოს სახელწოდებით „მდგრადი ორგანული დამბინძურებლების განმხილველი კომიტეტი“, აღნიშნული კომიტეტისათვის ამ კონვენციით დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით.
6. The Conference of the Parties shall, at its first meeting, establish a subsidiary body to be called the Persistent Organic Pollutants Review Committee for the purposes of performing the functions assigned to that Committee by this Convention.
616309.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | სტოკჰოლმის კონვენცია მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ
ამ მხრივ: ა) მხარეთა კონფერენცია ნიშნავს მდგრადი ორგანული დამბინძურებლების განმხილველი კომიტეტის წევრებს.
In this regard: (a) The members of the Persistent Organic Pollutants Review Committee shall be appointed by the Conference of the Parties.
616310.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | სტოკჰოლმის კონვენცია მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ
კომიტეტის წევრთა შემადგენლობაში შედიან მთავრობათა მიერ დანიშნული ექსპერტები ქიმიური ნივთიერებების რეგულირებისა და შეფასების სფეროში.
Membership of the Committee shall consist of government-designated experts in chemical assessment or management.
616311.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | სტოკჰოლმის კონვენცია მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ
კომიტეტის წევრები ინიშნებიან სამართლიანი გეოგრაფიული განაწილების საფუძველზე;
The members of the Committee shall be appointed on the basis of equitable geographical distribution;
616312.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | სტოკჰოლმის კონვენცია მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ
ბ) მხარეთა კონფერენცია იღებს გადაწყვეტილებას კომიტეტის კომპეტენციის, ორგანიზებისა და ფუნქციონირების შესახებ;
(b) The Conference of the Parties shall decide on the terms of reference, organization and operation of the Committee;
616313.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | სტოკჰოლმის კონვენცია მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ
გ) კომიტეტი ძალისხმევას არ იშურებს, რომ თავისი რეკომენდაციები მიიღოს კონსენსუსის საფუძველზე.
(c) The Committee shall make every effort to adopt its recommendations by consensus.
616314.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | სტოკჰოლმის კონვენცია მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ
თუ კონსენსუსის მიღწევის ყველა საშუალება ამოწურულია, ხოლო შეთანხმება არ არის მიღწეული, ასეთი რეკომენდაცია მიიღება კენჭისყრით, როგორც საბოლოო ღონისძიებით, დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე წევრთა ხმათა უმრავლესობით _ ორი მესამედით.
If all efforts at consensus have been exhausted, and no consensus reached, such recommendation shall as a last resort be adopted by a two-thirds majority vote of the members present and voting.
616315.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | სტოკჰოლმის კონვენცია მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ
7. მხარეთა კონფერენცია თავის მესამე თათბირზე შეფასებას აძლევს მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული პროცედურის შენარჩუნების აუცილებლობას, მისი მოქმედების ეფექტიანობის განხილვის ჩათვლით.
7. The Conference of the Parties shall, at its third meeting, evaluate the continued need for the procedure contained in paragraph 2 (b) of Article 3, including consideration of its effectiveness.
616316.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | სტოკჰოლმის კონვენცია მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ
8. გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, მის სპეციალიზებულ დაწესებულებებსა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, აგრეთვე ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც არ არის ამ კონვენციის მხარე, შეუძლიათ დაესწრონ მხარეთა კონფერენციის თათბირებს, როგორც დამკვირვებლები.
8. The United Nations, its specialized agencies and the International Atomic Energy Agency, as well as any State not Party to this Convention, may be represented at meetings of the Conference of the Parties as observers.
616317.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | სტოკჰოლმის კონვენცია მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ
ნებისმიერი სხვა ორგანოები ან დაწესებულებები, ეროვნული ან საერთაშორისო, სამთავრობო ან არასამთავრობო, რომლებიც კომპეტენტურები არიან ამ კონვენციის მოქმედების სფეროს მიკუთვნებულ საკითხებში და რომლებიც სამდივნოს აცნობებენ თავის სურვილს, დაესწრონ მხარეთა კონფერენციის თათბირებს, როგორც დამკვირვებლები, შეიძლება დაშვებულ იქნენ თათბირზე, თუ ამის წინააღმდეგი არ იქნება თათბირზე დამსწრე მხარეთა სულ მცირე ერთი მესამედი.
Any body or agency, whether national or international, governmental or non-governmental, qualified in matters covered by the Convention, and which has informed the Secretariat of its wish to be represented at a meeting of the Conference of the Parties as an observer may be admitted unless at least one third of the Parties present object.
616318.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | სტოკჰოლმის კონვენცია მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ
დამკვირვებელთა თათბირზე დაშვება და მასში მონაწილეობა რეგულირდება მხარეთა კონფერენციის მიერ მიღებული პროცედურის წესებით.
The admission and participation of observers shall be subject to the rules of procedure adopted by the Conference of the Parties.
616319.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | სტოკჰოლმის კონვენცია მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ
2. სამდივნოს ეკისრება შემდეგი ფუნქციები: ა) მხარეთა კონფერენციისა და მისი დამხმარე ორგანოების თათბირების ორგანიზება და აუცილებლობის შემთხვევაში მათი მომსახურება;
2. The functions of the Secretariat shall be: (a) To make arrangements for meetings of the Conference of the Parties and its subsidiary bodies and to provide them with services as required;
616320.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | სტოკჰოლმის კონვენცია მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ
ბ) მხარეებისათვის, განსაკუთრებით იმ მხარეებისათვის, რომლებიც არიან განვითარებადი ქვეყნები, და იმ მხარეებისათვის, რომლებიც არიან გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნები, მათივე თხოვნით, ამ კონვენციის განსახორციელებლად დახმარების გაწევისათვის ხელის შეწყობა;
(b) To facilitate assistance to the Parties, particularly developing country Parties and Parties with economies in transition, on request, in the implementation of this Convention;