მოიძებნა 668070 ჩანაწერი
6241.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, ბიოქიმია
ოთხქლორიანი ნახშირბადის ზემოქმედებით გამოწვეული ექსპერიმენტული ჰეპატიტისა და ციროზის დროს ღვიძლში აღინიშნება ფოსფოლიპიდების ფრაქციების სხვადასხვა ხასიათის ცვლილება.
In experimental hepatitis and cirrhosis caused by carbon tetrachloride various changes of phospholipid fractions of the liver are observable.
6242.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, ბიოქიმია
ყველაზე მეტ ცვალებადობას განიცდის ლეციტინსა და კეფალინის ფრაქციები.
Lecithin and cephalin fractions udergo the greatest changes.
6243.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, ბიოქიმია
ჰეპატიტისა და ციროზის განვითარების სხვადასხვა პერიოდში 30 – 120 დღე სფინგომიელინის ფრაქცია თითქმის არ იცვლება, მაშინ, როცა ინოზიფოსფატიდის ფრაქცია მომატებულია.
In experimental hepatitis and cirrhosis the inositolphospholipid fraction increases during 30 to 120 days; the sphingomyelin fractions of phospholipids remaining unaltered.
6244.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, ბოტანიკა
წინასწარი მონაცემები აღმოსავლეთ საქართველოში ჰოლოცენის ქვედა საზღვრის დადგენისათვის ივრის დაბლობიდან მიღებული სპორისა და მტვრის ანალიზის მასალის საფუძველზე.
Preliminary data on the Lower boundary of the Holocene of eastern Georgia according to materials of spore-pollen investigations of the Iori lowland.
6245.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, ბოტანიკა
განხილულია სპორისა და მტვრის მარცვლის სპექტრები, რაც გვიჩვენებს ივრის დაბლობზე ტყის მცენარეულობის ცვალებადობას უკანასკნელი გამყინვარების ბოლო ეტაპზე და გამყინვარების შემდგომ პერიოდში.
The spore-pollen spectra showing the change of vegetative cover in the middle Iori lowland at the end of the late Wurmian glaciation is discussed in the paper.
6246.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, ბოტანიკა
არსებული მასალის მიხედვით ჰოლოცენის ქვედა საზღვარს შეესატყვისება 11,75 მ-ის სიღრმიდან მიღებული სპექტრი, რაც ფართოფოთლოვანთა მასობრივი გავრცელებით ხასიათდება.
The Lower Holocene boundary corresponds to the spectrum of 11,75 m depth, characterized by a massive spread of broad-leaved species.
6247.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, გეოფიზიკა
მაკროსეისმური მონაცემების მიხედვით ქ. თბილისში ნიადაგის შერყევადობის განმეორადობის საკითხისათვის.
Concerning the recurrence of earth tremors in Tbilisi according to macroseismic data.
6248.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, გეოფიზიკა
150 წლის დანაკვირვები მაკროსეისმური მასალების საფუძველზე ქ. თბილისისათვის შედგენილია მიწისძვრებით გამოწვეული ნიადაგის შერყევადობის განმეორადობის გრაფიკი და მოცემულია მათი განმეორადობის პერიოდები.
A graph of the recurrence of earth tremors in Tbilisi has been constructed on the basis of macroseismic observation data for 150 years. Approximate periods of their recurrence are indicated.
6249.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, გეოფიზიკა
სიმძიმის ძალის მიმოქცევითი ვარიაციების ანალიზის ასიმპტოტური მეთოდი.
An asymptotic method of analysis of tidal gravity variations.
6250.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, გეოფიზიკა
კლასიკურ ანალიზთან შედარებით ასიმპტოტურ მეთოდს აქვს პარამეტრების შეფასების უმაღლესი სიზუსტე - დიდი შერჩევადობის თვისება და შესაძლებლობა ისეთი გაზომილი მონაცემების დამუშავებისა, რომლებიც შეიცავენ ნებისმიერი ხანგრძლივობის მქონე წყვეტებს.
In comparison with classical analysis the proposed asymptotic method offers high accuracy of parameter assessment, vast selectivity and the possibility of processing measured data with gaps of any duration.
6251.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, გეოფიზიკა
ტროპოსფეროს ქვედა ფენაში ტურბულენტური დიფუზიის კოეფიციენტის განაწილების სიმკვრივის პოვნის საკითხისათვის.
On the determination of distribution density of the turbulent diffusion coefficient for the lower half of the troposphere.
6252.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, გეოფიზიკა
ვერტიკალური ტურბულენტური დიფუზიის კოეფიციენტის ცვლილების ხასიათი მიჩნეულია შემთხვევითად;
The character of the change of the vertical turbulent diffusion coefficient is assumed to be random.
6253.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, გეოფიზიკა
ამის შედეგად განისაზღვრება ამ კოეფიციენტის განაწილების სიმკვრივის ფუნქცია.
As a consequence, the density function of this coefficient is determined.
6254.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, გეოფიზიკა
ატმოსფეროს რადიომეტრიული ზონდირების ექსპერიმენტული მასალის გამოყენებითა და შემდგომი მისი დამუშავებით ეცმ-ზე ისაზღვრება საძიებელი ფუნქცია, რომელიც კარგად ავლენს ატმოსფეროს იარუსულ სტრუქტურას.
The unknown function – reflecting fairly well the layered structure of the atmosphere – is found on the basis of the experimental material of radiometric probing of the atmosphere, processed further on a digital computer.
6255.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, გეოფიზიკა
კავკასიის მიწისძვრების განაწილებაზე მზის აქტივობის გავლენის შესაძლებლობის შესახებ.
Concerning the possible influence of the solar activity on the distribution of the Caucasus earthquakes.
6256.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, გეოფიზიკა
დიდი მიწისძვრები კავკასიაში უმეტესად ხდება ზამთრობით - დეკემბრის მესამე დეკადიდან თებერვლის ჩათვლით და წელიწადის თბილ სეზონებში - აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით, ხოლო გარდამავალ პერიოდში (მარტი, ოქტომბერი, ნოემბერი) ხსენებული სიდიდის მიწისძვრები იშვიათია.
Major earthquakes occur predominantly in winter (January, February) and in the warm seasons (April, May, June, July, August, September). Whereas in transition periods (March, October, November) strong earthquakes are of rare occurrence.
6257.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, გეოფიზიკა
დროთა მსვლელობაში, მიმდევრობით მომხდარი მიწისძვრების მომენტები წელიწადის დროთა მიხედვით იცვლება ტენდენციურად ისე, რომ მზის აქტივობის საუკუნეობრივ კლებას შეესაბამება მიწისძვრის მომენტების თანდათანობითი გადაადგილება წლის დასაწყისისაკენ - ზამთრის სეზონისაკენ, ხოლო აქტივობის მატებას - მომენტის გადაადგილება შუა წლისაკენ - ზაფხულის სეზონისაკენ.
It is proved that the majority of such earthquakes recur cyclically with double the frequence of the solar activity. The moments of successively occurring strong earthquake are changed from season to season in accordance with the secular variation of the solar activity.
6258.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, გეოფიზიკა
დედამიწის ქერქის სიმძლავრე კავკასიის წინა მხარის ცენტრალურ და აღმოსავლეთ რაიონებში.
The earth crust thickness in the central and eastern ciscaucasia.
6259.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, გეოფიზიკა
განხილულია კავკასიის წინა მხარის ცენტრალური და აღმოსავლეთი რაიონების მოხოროვიჩიჩის ზედაპირის სქემა, რაც შედგენილია სეისმური და გრავიმეტრიული მონაცემების მრავლფაქტორიანი კორელაციის მეთოდით.
The present paper deals with the drawing of relief of the Moho of the central and eastern parts of the Northern Caucasus constructed by the method of multifactor correlation of seismic and gravity data.
6260.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, გეოფიზიკა
ნასხლეტი სტრუქტურების გასწვრივ გრავიტაციული და მაგნიტური ანომალიების ინტერპრეტაციის საკითხისათვის.
On the interpretation of the gravitational and magnetic field data along fault structures.