მოიძებნა 669199 ჩანაწერი
628521.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-5
ჩვენ რამდენიმე სატელეფონო ზარის შეკვეთა მოგვიხდა, სანამ ხელოსნებთან დაკავშირებას შევძლებდით.
We had to place several calls before getting through to the technicians.
628522.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-5
ჩვენ რამდენჯერმე დარეკვა მოგვიხდა, სანამ ხელოსნებთან დაკავშირებას შევძლებდით.
We had to place several calls before getting through to the technicians.
628523.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-5
მე საერთაშორისო სატელეფონო ზარის შეკვეთა მინდოდა, თუ შეიძლება.
I'd like to place an overseas call.
628524.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-5
ბავშვებს მიმღები მშობლები მოუძებნეს.
The children were placed with foster parents.
628525.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-5
გოგონა აღსაზრდელად ბიძას ჩააბარეს.
She was placed in the care of an uncle.
628526.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-5
შარშან ამ სააგენტომ დაახლოებით 2 000 მდივანს უპოვა სამუშაო.
The agency placed about 2 000 secretaries last year.
628527.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-5
ზოგიერთი უმუშევრის დასაქმება შეიძლება ძალიან ძნელი აღმოჩნდეს.
Some unemployed people can be very difficult to place.
628528.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-5
სტუდენტებს სტაჟირების გასავლელად კომპანიებში აწყებინებენ მუშაობას.
The students are placed in companies for a period of work experience.
628529.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-5
ჩემი პრიორიტეტების სიაში ჯანმრთელობას საკმაოდ მაღალ ადგილს მივაკუთვნებდი.
I would place health quite high on my list of priorities.
628530.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-5
შთაბეჭდილება რჩება, რომ ზოგიერთი მუზეუმების ხელმძღვანელობა ფინანსურ მოგებას განათლებაზე მაღლა აყენებს.
Some museums seem to place profit above education.
628531.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-5
ჩემი აზრით, იგი თავისი ეპოქის ათ უდიდეს მეცნიერთა რიცხვში შედის.
I would place him among the ten most brilliant scientists of his age.
628532.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-5
ოფიციალურმა ორგანოებმა ეს პრეპარატი A კლასში შეიტანეს, ანუ იმავე კატეგორიაში, რომელშიც ჰეროინი და კოკაინი შედის.
The authorities have placed the drug in Class A, the same category as heroin and cocaine.
628533.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-5
წითელი ცხენი პირველ ადგილზე გავიდა.
The red horse is placed first.
628534.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-5
მწვანე მანქანა მეორე ადგილზე გავიდა.
The green car is placed second.
628535.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-5
მე რამდენჯერმე მე-2 და მე-3 ადგილზე ვიყავი გასული, მაგრამ რბოლაში ჯერ არასოდეს გამემარჯვა.
I had been placed 2nd and 3rd a few times but had never won.
628536.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-5
გასულ შაბათს გამართულ რბოლაში იგი მეხუთე ადგილზე გავიდა.
He was placed fifth in last Saturday's race.
628537.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-5
თავის პირველ დოღში ეს ცხენი პირველ ადგილზე გავიდა.
The horse was placed first in its first race.
628538.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-5
სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მყოფი "ოსერი" შინ მოულოდნელად დამარცხდა "ნანტთან" ანგარიშით 0:2.
Second-placed Auxerre suffered a surprising 2–0 home defeat to Nantes.
628539.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-5
ჩემი ცხენი დოღში რამდენჯერმე მოხვდა პირველ სამეულში.
My horse has been placed several times.
628540.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-5
ბოლო დოღში მისი ცხენი პირველ სამეულში მოხვდა.
His horse was placed in the last race.