მოიძებნა 669200 ჩანაწერი
635101.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
აღნიშნული, მართალია უმნიშვნელოდ, ზრდის სარეზერვო ფონდების მაქსიმალურ ზედა ზღვარს, მაგრამ ამავდროულად ხელს უწყობს მისი გამოთვლის გამჭვირვალობას.
This, of course, considerably increases the maximum ceiling of the reserve funds, however, it also contributes to transparency of their calculation.
635102.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
კანონმდებლობაში არსებობს ტერმინი „ვალდებულების აღება“, რომლის განმარტებაც არის მომავალში გადახდაზე პასუხისმგებლობის აღება, მაგრამ აღნიშნული განმარტება ხშირ შემთხვევაში გაუგებრობას იწვევს, ვინაიდან ნათლად არ ჩანს ვინ იღებს გადახდაზე პასუხისმგებლობას, საბიუჯეტო ორგანიზაცია თუ სახელმწიფო ხაზინა.
There is a term “undertaking the liability” in the legislation, which means undertaking future responsibility for payment, however, this definition in many cases causes misunderstanding because it is not clear, who takes the responsibility for payment – the budgetary organization or the State Treasury.
635103.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
აღნიშნულის გათვალისწინებით კოდექსის მიხედვით ვალდებულების აღება გაიყო ორ ნაწილად: „გადახდაზე ვალდებულების აღება“, რაც გულისხმობს საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ სახაზინო სამსახურში ან საფინანსო ორგანოში დადგენილი წესით ვალდებულების რეგისტრაციას და „ფინანსური ვალდებულების აღება“ _ საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების დადების შედეგად წარმოქმნილ ვალდებულებას.
Therefore, according to the Code, undertaking the liability was divided into two parts: “undertaking the responsibility for payment”, which means registration of the responsibility of the budgetary organization in the treasury or a financial agency with the defined rule and “undertaking financial liability” – the liability of a budgetary organization after signing the contract.
635104.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
ზოგად მარეგულირებელ ნორმებში ძირითადად განიმარტა ის დებულებები, რომლებიც საერთოა ყველა დონის ბიუჯეტისათვის.
Mainly these norms have been defined, which are common to the budgets of all levels.
635105.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
განისაზღვრა, რომ საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის მომზადებაზე პასუხისმგებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი ბიუჯეტის მომზადებაზე _ შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანო.
It was defined that the Ministry of Finance of Georgia is responsible for drafting the consolidated budget of Georgia, and the financial agencies of the Autonomous Republics are responsible for preparation of their draft consolidated budgets.
635106.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
საბიუჯეტო კოდექსში სიახლეს წარმოადგენს პროგრამულ და კაპიტალურ ბიუჯეტებთან დაკავშირებული მუხლები.
A novelty of the budgetary Code is the articles in relation to the program and capital budgets.
635107.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
გამოვლინდა, რომ პროგრამული ბიუჯეტი წარმოადგენს საკმაოდ პროგრესულ სისტემას, რაც ხელს უწყობს ბიუჯეტის დანახარჯების ეფექტურობის და გამჭვირვალობის გაზრდას, ვინაიდან მისი დანერგვის შემთხვევაში ნათლად გამოჩნდება საშუალოვადიან პერიოდში რა დაფინანსებაა საჭირო კონკრეტული პროგრამისა თუ პროექტის განსახორციელებლად და რა შედეგს უნდა ველოდოთ მისგან.
It was found out that the program budget is quite a progressive system facilitating increase of efficiency and transparency of budgetary expenditures because it makes it clear what funding is required for the medium-term period for implementation of specific programs or projects and what their expected results are.
635108.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
ამასთან, თავიდანვე განისაზღვრება რა კრიტერიუმებით შეიძლება მისი შეფასება.
Thus, it would be possible to define from the very beginning what criteria could be used for their evaluation.
635109.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
თუმცა, აღნიშნული სისტემის დანერგვა დაკავშირებულია საკმაოდ სერიოზულ სამუშაოებთან, რაც გამოიხატება პერსონალის გადამზადებაში და შესაბამისი მეთოდოლოგიის შექმნაში.
However, introduction of the mentioned above system is connected with considerable efforts, which is connected with re-training of the personnel and creation of the relevant methodology.
635110.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
აღნიშნულიდან გამომდინარე პროექტის მიხედვით დაგეგმილია მისი ამოქმედება 2012 წლიდან (სახელმწიფო ბიუჯეტისათვის), ვინაიდან საქართველოს კონტროლის პალატა ეფექტიანობის აუდიტს განახორციელებს 2012 წლიდან, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში პროგრამული ბიუჯეტის დანერგვასთან.
Therefore, the draft envisages its enactment from 2012 (for the state budget) because the Chamber of Control of Georgia shall audit its efficiency from 2012, which is directly related to installment of the program budget in the country.
635111.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
პროექტის მიხედვით მხარჯავი დაწესებულებები ბიუჯეტების შესრულების ანგარიშებს მოამზადებენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმების შესაბამისად (გარდა თბილისისა და ავტონომიური რესპუბლიკებისა), რაც უზრუნველყოფს ანგარიშების ერთიან ფორმატში მოქცევას და ეს ანგარიშები უფრო აღქმადი იქნება ყველა დაინტერესებული პირისათვის.
According to the draft, offices of payment shall prepare reports of fulfilment of their budgets within the forms approved by the Minister of Finance of Georgia (except for Tbilisi and the Autonomous Republics), which shall ensure unification of the account in one format and increasing their efficiency for every stakeholder.
635112.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
აღნიშნულის გათვალისწინებით საბიუჯეტო კოდექსით განისაზღვრა ის ძირითადი პრინციპები, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხის გაცემა, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკები და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები უფლებამოსილნი არიან ბიუჯეტებიდან გასცენ სესხი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით.
Therefore, the draft budgetary Code includes the article, according to which it is possible for loans to be issued from the state budget, whereas issuance of loans from the budgets of the Autonomous Republics and local self-government bodies became possible with the consent of the Ministry of Finance of Georgia.
635113.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ყველა დონის ბიუჯეტების შემოსულობა აღირიცხება სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე და შემდგომ ხდება მისი განაწილება „შემოსულობების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
According to the acting legislation, revenues for the budgets of all levels are registered to the uniform account of the State Treasury, after which there are allocated according to the Law of Georgia “On Allocation of Revenues Among the Budgets”.
635114.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
ვინაიდან კოდექსის პროექტში გაერთიანებულია ქვეყნის საბიუჯეტო პროცესი, მიზანშეწონილად ჩაითვალა ზემოხსენებული კანონით გათვალისწინებული ნორმები ასახულიყო საბიუჯეტო კოდექსში, თუმცა აღსანიშნავია რომ დანართის მოქმედი რედაქცია და პროცენტული განაწილება არ შეცვლილა.
Because the draft budget has consolidated the budgetary process of the country, it was considered necessary to reflect the norms envisaged by the aforementioned law into the budgetary Code.
635115.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
აღნიშნული კატეგორიის ასიგნებების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კოდქვეშ ყოფნა, ერთის მხრივ, დაბნეულობას იწვევს ასიგნებების შიდა განაწილებასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში, ხოლო მეორეს მხრივ, საზოგადოებისთვის ბუნდოვანია თუ რამდენს ხარჯავს სახელმწიფო ასეთი კატეგორიის ასიგნებებზე მთლიანობაში.
Inclusion of the aforementioned categories of allotments under the code of the Ministry of Finances of Georgia, on the one hand, causes confusion in relation to the issues of internal distribution of allotments, whereas, on the other one, it is unclear for the population as to how much is the spending of the state are on the whole for such categories of allotments.
635116.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტისათვის შემოღებულია საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების დეფინიცია, რომელიც იქნება პირველი თანრიგის ორგანიზაციული კოდი და მასში თავს მოიყრის ყველა ზემოთჩამოთვლილი ასიგნება და ასევე წლიური ბიუჯეტით დადგენილი სხვა მსგავსი სახის ასიგნებებიც.
The present draft envisages for the state budget definition of expenditures of general state importance, which would have the first-level organizational code and would include all the mentioned-above allotments and also other similar allotments defined by the annual budget.
635117.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილების რამდენჯერმე შეტანა კი საბიუჯეტო პროცესის ერთ-ერთ ძირითად ნაკლს წარმოადგენს.
Frequent changes to the law of annual budget are one of the drawbacks of the budgetary process.
635118.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ყოველი წლის 1 მარტს იწყება მუშაობა ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების (BDD) დოკუმენტზე, რომელიც საქართველოს მთავრობას წარედგინება არაუგვიანეს 15 აპრილისა.
According to the acting legislation, preparation of the Basic Dimensions and Directions (BDD) starts every year on March 1, which shall be submitted to the Government of Georgia no later than April 15.
635119.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული დოკუმენტი ეგზავნება პარლამენტს 1 მაისამდე, რომელზედაც საქართველოს პარლამენტი დასკვნას უგზავნის მთავრობას 1 ივნისამდე.
The document approved by the Government of Georgia shall be submitted to the Parliament before May 1, on which the Parliament of Georgia sends its conclusions to the Government by June 1.
635120.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
ამის შემდეგ, საქართველოს მთავრობა 15 ივნისამდე ვალდებულია განსაზღვროს დასაგეგმი წლისათვის მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებებისა და კადრების ზღვრული მოცულობები, რომლის საფუძველზეც მხარჯავი დაწესებულებები საბიუჯეტო განაცხადებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენენ არაუგვიანეს 15 აგვისტოსი.
After that the Government of Georgia before June 15shall define marginal values of allotments and number of cadre of the offices of payment, on the basis of which offices of payment shall submit their budgetary requests to the Ministry of Finance of Georgia no later than August 15.