მოიძებნა 669201 ჩანაწერი
637601.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
მანამ, სანამ მრავალფუნქციური ტელეფონების ბაზარზე შევიდოდა და მისი კონკურენტების გარკვეული კონსოლიდაცია მოხდებოდა, სონიკმა სხვების შეცდომებსა და წარმატებულ გამოცდილებაზე ისწავლა.
By waiting to enter the smartphone market until some consolidation of its competitors has occurred, Sonic has learned from the successes and mistakes of others.
637602.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
მიუხედავად ამისა, იკვეთება ორი მთავარი სისუსტე.
Nonetheless, we have two main weaknesses.
637603.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
ბრენდის ცნობადობის ნაკლებობა.
Lack of brand awareness.
637604.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
სონიკს არ გააჩნია დამკვიდრებული ბრენდი ან იმიჯი.
Sonic has no established brand or image.
637605.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
ამ საკითხს გადაჭრა აგრესიული რეკლამით არის შესაძლებელი.
We will address this issue with aggressive promotion.
637606.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
ფიზიკური მახასიათებლები.
Physical specifications.
637607.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
სონიკ 1000 ოდნავ უფრო მძიმე და სქელია მის კონკურენტ მოდელებთან შედარებით, ვინაიდან მასში გაერთიანებულია მრავალი ფუნქცია, საკმაოდ ტევადი მეხსიერება აქვს და სხვა მოწყობილობებთან თავსებადია.
The Sonic 1000 is slightly heavier and thicker than most competing models because it incorporates multiple features, offers sizable storage capacity, and is compatible with numerous peripheral devices.
637608.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
ამ სისუსტის დასაძლევად, აქცენტს გავაკეთებთ პროდუქტის სარგებელსა და ფასეულობაზე დაფუძნებულ ფასწარმოქმნაზე.
To counteract this weakness, we will emphasize our product’s benefits and value-added pricing.
637609.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
სონიკს შეუძლია თავის სასარგებლოდ გამოიყენოს გარემოში არსებული ორი ძირითადი საბაზრო შესაძლებლობა.
Sonic can take advantage of two major market opportunities.
637610.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
მზარდი მოთხოვნა მულტიმედია მრავალფუნქციურ ტელეფონებზე.
Increasing demand for multimedia smartphones with multiple functions.
637611.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
ასეთი ტიპის მოწყობილობების ბაზარი გაცილებით უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ერთფუნქციურის.
The market for devices is growing much faster than the market for single-use devices.
637612.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
ორმაგი რეჟიმის მობილური ტელეფონების პოპულარობასთან ერთად ზრდა კიდევ უფრო გააქტიურდება, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, სატელეფონო ზარები მობილურით ან ინტერნეტით აწარმოონ.
Growth will accelerate as dual-mode capabilities become mainstream, giving customers the flexibility to make phone calls over cell or Internet connections.
637613.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
მრავალფუნქციურ ტელეფონებს უკვე აქტიურად იყენებენ საზოგადოებაში, სამუშაო ადგილებზე და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რაც პირველად მოთხოვნას აძლიერებს.
Smartphones are already commonplace in public, work, and educational settings, which is boosting primary demand.
637614.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
გარდა ამისა, ის მომხმარებლები, რომლებმაც შეიძინეს თავდაპირველი მოდელები, ძველ მოდელებს უფრო დახვეწილი ალტერნატივებით ანაცვლებენ.
Also, customers who bought entry-level models are replacing older models with more advanced models.
637615.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
ეკონომიური ტექნოლოგიები.
Cost-efficient technology.
637616.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
ამდენად, სონიკს შეუძლია გააერთიანოს მოწინავე თვისებები და პროდუქციას შეღავათიანი ფასი დაადოს, რაც მას საშუალებას მისცემს, მიიღოს შესაბამისი მოგება.
Thus, Sonic can incorporate advanced features at a value-added price that allows for reasonable profits.
637617.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
სონიკ 1000-ის ბაზარზე შეტანისას სამი ძირითადი საფრთხე არსებობს.
We face three main threats with the introduction of the Sonic 1000.
637618.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
მზარდი კონკურენცია.
Increased competition.
637619.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
აშშ-ის ბაზარზე შემოდიან უფრო მეტი მრავალფუნქციური ტელეფონების მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ სონიკის პროდუქტის მსგავს ყველა მახასიათებელს.
More companies are entering the U.S. market with smartphone models that offer some but not all the features and benefits provided by Sonic’s product.
637620.
მარკეტინგის საფუძვლები | დანართი 1. მარკეტინგული გეგმა
ამდენად, სონიკის მარკეტინგული კომუნიკაციის მეშვეობით უნდა მოხდეს სონიკის ნათლად განსხვავება კონკურენტებისაგან და დამატებით ფასეულობებზე ხაზგასმა.
Therefore, Sonic’s marketing communications must stress our clear differentiation and value-added pricing.