მოიძებნა 669201 ჩანაწერი
638841.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
III ჯგუფის ღვინის ბრენდის დამზადებისას ნებადართულია კუპაჟში 7-წლიანი დავარგების საბრენდე სპირტის გამოყენება არა უმეტეს 10%-ის ოდენობით.
In the production of the group III wine brandies, no more than 10% of 7 years aged brandy spirit is allowed to be used in blending.
638842.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
IV ჯგუფის ღვინის ბრენდის დამზადებისას ნებადართულია კუპაჟში 8-წლიანი დავარგების საბრენდე სპირტის გამოყენება არა უმეტეს 10%-ის ოდენობით.
In the production of the group IV wine brandies, no more than 10% of 8 years aged brandy spirit is allowed to be used in blending.
638843.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინის ბრენდს მიეკუთვნება ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინის საბრენდე სპირტებისაგან დამზადებული უმაღლესი ხარისხის ღვინის ბრენდი, რომლის ასაკია არანაკლებ ექვსი წელი.
To a wine brandy with the denomination of origin belongs to a wine brandy with the denomination of origin produced from the highest quality of brandy spirit aged no less than 6 years.
638844.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
საკოლექციო ღვინის ბრენდად ითვლება I, II, III და IV ჯგუფების ღვინის ბრენდები, რომლებიც კუპაჟისშემდგომი დასვენების შემდეგ მუხის კასრებში ან ბუტებში გააგრძელებს დავარგებას არანაკლებ 3 წლის განმავლობაში.
The brandy wines for collection are considered the brandy wines of groups I, II, II and IV that continue ageing for at least 3 year in oak barrels or casks after post-blending resting.
638845.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ყურძნის არყის დამზადებისას დასაშვებია მხოლოდ ღვინის სპირტის გამოყენება.
Only wine spirit is allowed to be used in the production of grape vodka.
638846.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ღვინის სპირტი შეიძლება იყოს რექტიფიცირებული ან გააქტიურებული ნახშირის ფილტრში გაფილტრული ან სხვა ეკვივალენტური დამუშავების გზით მიღებული, რაც უზრუნველყოფს იმ ზოგიერთი ორგანოლეპტიკური მახასიათებლების სელექციურ გაძლიერებას, რომლებიც დამახასიათებელია ამ სპირტის ყურძნისეული ნედლეულისათვის.
The wine spirit may be rectified or filtered in an activated carbon filter or obtained through any other equivalent processing method that ensures selective strengthening of certain organoleptic features that are characteristics of a grape raw material of this spirit.
638847.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ღვინისაგან მიღებული მაგარი სასმელების დამზადება დასაშვებია მხოლოდ ღვინის გამოხდით ან ღვინის ნედლი სპირტის მეორადი გამოხდით მიღებული სპირტებისაგან.
The production of strong drinks obtained from wine is allowed only from the spirit acquired by a wine distillation or a secondary distillation of wine-damp spirit.
638848.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ჭაჭისგან ყურძნის არყის დამზადება დასაშვებია დადუღებული (ფერმენტირებული) ჭაჭის დისტილაციით პირდაპირი წყლის ორთქლით ან წყლის დამატების შემდეგ.
The production of grape vodka from marc is allowed through fermented marc distillation with direct water steam or after the addition of water.
638849.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
დასაშვებია ჭაჭაზე მშრალი ღვინის ლექის დამატება.
The addition of wine sediment drier than marc is permitted as well.
638850.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
მიღებულ დისტილატში სპირტის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 86 მოცულობით პროცენტს.
In obtained distillate, the consistency of spirit should not exceed 86%.
638851.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ქართულ ტრადიციულ დასახელებას „ჭაჭა“ შეიძლება დაემატოს მევენახეობის შესაბამისი მხარის, ზონის ან ქვეზონის დასახელება.
To the Georgian traditional expression “Marc” (“Chacha”), a title of appropriate viticulture region, zone or sub-zone could be added.
638852.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ყურძნისეული წარმოშობის ლიქიორების დასამზადებლად, ამ კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი ნივთიერებებისა და პროდუქტების გარდა, დასაშვებია გამოყენებულ იქნეს რძის ნაწარმი, ხილი, ღვინო, მათ შორის არომატიზებული ღვინო და მხოლოდ ღვინის სპირტი.
Dairy products, fruits, wine, including aromatized wine and wine spirits only are allowed to be used in the production of liqueurs of grape origin, in addition to the substances and products listed in Clause 2 of Article 25 of this Law.
638853.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
თავი XII. პროდუქციის ეტიკეტირება.
Chapter XII. Labelling of Products.
638854.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
1. სარეალიზაციოდ ჩამოსხმული პროდუქციის ეტიკეტი უნდა შეიცავდეს შემდეგ აუცილებელ ინფორმაციას:
A label of a bottled product in the sale shall bear the following necessary information.
638855.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
პროდუქციის სახელწოდება.
The name of the product.
638856.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ნომინალური მოცულობა.
The nominal volume.
638857.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა.
The actual alcoholic content by volume.
638858.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
სუფრის ღვინის შემთხვევაში – აღნიშვნას „სუფრის ღვინო“.
A designation "Table wine" – in the case of a table wine.
638859.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
მხარის ღვინის შემთხვევაში – აღნიშვნას „მხარის ღვინო“ და მხარის დასახელება.
A designation "Regional wine" and name of the region – in the case of a regional wine.
638860.
საერთაშორისო ურთიერთობები | საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინის შემთხვევაში –აღნიშვნას „ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო“.
A designation “ A Wine with Denomination of Origin”– in the case of wines with denominations of origin (DO).