მოიძებნა 668044 ჩანაწერი
639821.
საერთაშორისო ურთიერთობები | 2001-2003 წლების "Nissan Pathfinder"
ისევე, როგორც ამ საუკუნის ახალი ჯიპებისა და სატვირთო მანქანების უმრავლესობაში, შიდა კომფორტისა და კეთილმოწყობილობის დონე მაღალია, ასე რომ სედანზე ან კუპეზე უარის თქმა მაქსიმალურად უმტკივნეულო იქნება.
Like most of this century's new SUVS and trucks, interior comfort is high and conveniences are many so that weaning yourself from a sedan or coupe is as painless as possible.
639822.
საერთაშორისო ურთიერთობები | 2001-2003 წლების "Nissan Pathfinder"
მინის სიმრავლე პანორამულ ხედს უზრუნველყოფს.
Plenty of glass gives you wraparound visibility.
639823.
საერთაშორისო ურთიერთობები | 2001-2003 წლების "Nissan Pathfinder"
უკანა ლიუკი (კარი) ადვილი ასაწევია, სატვირთო სივრცე კი უზარმაზარია, მთელი 85 კუბური ფუტი, როდესაც უკანა სკამი ჩამოწეულია.
The tailgate is easy to lift, and the cargo area is cavernous, a full 85 cu ft with the rear bench folded down.
639824.
საერთაშორისო ურთიერთობები | 2001-2003 წლების "Nissan Pathfinder"
უდაბნოს ძლიერი ქარები და მაღალი ჯიპები ყოველთვის ხელსაყრელი არ არის მაღალი სიჩქარეების განსავითარებლად, რისი მიზეზიც ასეთი მანქანების მაღლა განლაგებული სიმძიმის ცენტრია, მაგრამ მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც მე მის საჭესთან ვიჯექი, „პათფაინდერს“ თავი ყოჩაღად ეჭირა, თუ არ ჩავთვლით ორიოდ შერყევას, როდესაც მანქანის წინა ნაწილს ქარის უეცარმა წამობერვამ დაარტყა.
High desert winds and tall SUVs don't always mix too well at speed because of the vehicles' high centersof gravity, but the Pathfinder held its own most of my drive time except for a couple of wobbles when a sudden gust swept across our bow.
639825.
საერთაშორისო ურთიერთობები | 2001-2003 წლების "Nissan Pathfinder"
ლას-ვეგასიდან ვიყავი გამოსული და უკან მივყვებოდი 2001 წლის „პათფაინდერის“ პროტოტიპს, რომელიც „ცეცხლოვანი ველის“ სახელმწიფო პარკისკენ მიემართებოდა.
I'd rolled out of Las Vegas behind the wheel of a 2001 Pathfinder prototype headed for the Valley of Fire state park.
639826.
საერთაშორისო ურთიერთობები | 2001-2003 წლების "Nissan Pathfinder"
პირველი რამდენიმე მილის მანძილზე ჩქაროსნულ ავტოსტრადაზე მოძრაობა იმას ნიშნავდა, რომ შეგვეძლო სრული სიჩქარე განგვევითარებინა და ეს ახალი, უფრო მძლავრი ძრავაც მართვაზე მშვენივრად რეაგირებდა.
Freeway driving for the first several miles meant we could let it out and that new, more potent engine responded so well I had to keep a lookout for Smokies.
639827.
საერთაშორისო ურთიერთობები | 2001-2003 წლების "Nissan Pathfinder"
მოგვიანებით, მგზავრობამ უფრო ადრინდელ, 2000 წლის მოდელზე, რომელსაც უფრო მცირე და უფრო ხმაურიანი ძრავა ჰქონდა, უკეთ დაგვანახვა ახალი V6-ის უპირატესობანი.
A later ride in the earlier 2000 model with the smaller, noisier engine brought home the advantages of the new V-6.
639828.
საერთაშორისო ურთიერთობები | 2001-2003 წლების "Nissan Pathfinder"
მართალია, ჩვენი მარშრუტი უგზოობის თვალსაზრისით რაიმე გამოცდას არ გვთავაზობდა, თუ არ ჩავთვლით ხრეშიან გზას, რომელსაც ნევადის „დაკარგული ქალაქის“ მუზეუმისკენ და იქ მდებარე პუებლოს ტომის ინდიელთა წითელ ქვიშაქვაში ნაკვეთი საცხოვრებლებისკენ მივყავართ, სახელმწიფო პარკს, საბედნიეროდ, აქვს გზის ერთი მონაკვეთი, რომელიც „ამერიკული გორაკების“ ატრაქციონს ჰგავს.
Although our route presented no off-road challenges except for the shingle driveway leading to Nevada's Lost City Museum and its ancient Pueblo Indian red sandstone dwellings, the state park is blessed with one section of road that resembles a short-track roller-coaster.
639829.
საერთაშორისო ურთიერთობები | 2001-2003 წლების "Nissan Pathfinder"
„პათფაინდერმა“ იგი კარგად დარეგულირებული სედანივით გადალახა, საკიდარი და ამორტიზატორები ზემოთ და ქვემოთ მოძრაობდნენ, ბიძგებს არბილებდნენ და უზრუნველყოფდნენ ჩინებულად დაბალანსებულ მოძრაობას, რის დროსაც ადგილი არა ჰქონია გვერდზე ერთ გადახრასაც კი.
The Pathfinder tackled it like a well-tuned sedan, the suspension and shocks easing up and down for a beautifully balanced ride that didn't once give way to float.
639830.
საერთაშორისო ურთიერთობები | 2001-2003 წლების "Nissan Pathfinder"
საჭის მუშაობა შედარებით ზუსტი იყო, თუმცა მე საშუალება არ მქონდა, იგი მკვეთრ მოსახვევებზე, ან დიდ ქვებზე გადავლისას გამომეცადა (აბა, რა ჯიპის გამოცდაა, ერთ-ორ მოზრდილ ლოდს თუ არ გადაუარე?).
Steering was relatively precise, although I had no opportunity to test on sharp curves or over boulders (what's an SUV test drive without straddling a couple of rocks?).
639831.
საერთაშორისო ურთიერთობები | 2001-2003 წლების "Nissan Pathfinder"
მაინც, გავლილი მარშრუტი საკმაო ინფორმაციას იძლეოდა იმის მისახვედრად, რომ ეს 2001 წლის მოდელი უზრუნველყოფს მშვიდ კომფორტსა და სიმძლავრეს, როდესაც თქვენ ეს გჭირდებათ.
Still, the drive route was enough of an experience to realize that this 2001 model provides calm comfort and power when you need it.
639832.
საერთაშორისო ურთიერთობები | 2001-2003 წლების "Nissan Pathfinder"
„პათფაინდერში“ ჩაჯდომა და იქიდან გადმოსვლა დაუძაბავად შეიძლება, რაც სასიამოვნო ფაქტი იქნება ქალებისთვის, რომლებიც, როგორც მოსალოდნელია, ამ მანქანას დიდი რაოდენობით შეიძენენ.
Getting in and out of the Pathfinder is no stretch, a fact that women, who are expected to buy the vehicle in large numbers, will find agreeable.
639833.
საერთაშორისო ურთიერთობები | 2001-2003 წლების "Nissan Pathfinder"
სავარძლის დარეგულირებისას მისი წინ გადაწევა ადვილი იყო, თუმცა, ვისურვებდი, დიზაინერებმა უარი თქვან სავარძლის გვერდებზე განლაგებულ დიდ ბორბლებზე, რომლებიც სავარძლის საზურგის მდგომარეობას არეგულირებს.
Adjusting the seat forward was quick and simple, although I wish designers would junk those large wheels on the side of the seat to adjust the seatback.
639834.
საერთაშორისო ურთიერთობები | 2001-2003 წლების "Nissan Pathfinder"
მე არა მარტო ამ დიდი ბორბლებისთვის ხელის მოკიდება გამიჭირდა, არამედ მათი მოტრიალებაც.
I have a hard time not only getting my hands around the big wheels but also cranking them.
639835.
საერთაშორისო ურთიერთობები | 2001-2003 წლების "Nissan Pathfinder"
ისინი მეტისმეტად ძნელად ბრუნავს.
They're too stiff.
639836.
საერთაშორისო ურთიერთობები | 2001-2003 წლების "Nissan Pathfinder"
ჩემს ავტომანქანას გამჭვირვალე ლიუკი მოჰყვა, რაც რეკომენდებული დამატებითი პარამეტრია, თუ თქვენ ბევრი სინათლე გიყვართ.
My vehicle came with a sunroof, a recommended option if you like lots of light.
639837.
საერთაშორისო ურთიერთობები | 2001-2003 წლების "Nissan Pathfinder"
თუ ეძებთ მანქანას სერიოზულ უგზოობაში სატარებლად, ეს ის არ გახლავთ, რაც თქვენ გამოგადგებათ.
If you're looking for a vehicle for serious off-roading, this isn't it.
639838.
საერთაშორისო ურთიერთობები | 2001-2003 წლების "Nissan Pathfinder"
მაგრამ თუ გინდათ ცივილიზებული ჯიპი, რომელიც მთელს სამყაროს ამცნობს, რომ ალღო გაქვთ აღებული ცხოვრების სპორტული სტილისთვის, მაშინ „პათფაინდერი“ თქვენთვის კარგი დასაწყისი იქნება.
But if you want a civilized SUV that lets the world know you get the drift of the sport-ute lifestyle then the Pathfinder is a good place to begin.
639839.
საერთაშორისო ურთიერთობები | 2001-2003 წლების "Nissan Pathfinder"
„ნისან პათფაინდერი“ ალბათ ყველა სხვა რომელიმე სატვირთო მანქანაზე უფრო მეტად არის პასუხისმგებელი გადიდებული გამავლობის ავტომანქანების (SUV ) ამჟამინდელ პოპულარობაზე.
Perhaps more than any other single truck, the Nissan Pathfinder is responsible for the current popularity of sport-utility vehicles.
639840.
საერთაშორისო ურთიერთობები | 2001-2003 წლების "Nissan Pathfinder"
ათ წელზე მეტი ხნის წინ, როდესაც სხვა მწარმოებლები მხოლოდ იწყებდნენ ჯიპებისთვის (SUV) ყურადღების მიქცევას, კომპაქტურ, მტკიცე აგებულების „პათფაინდერს“ უკვე დამკვიდრებული ჰქონდა ადგილი იმ მცოდნე, გავლენიან მყიდველებს შორის, რომლებიც დასაბამს უდებენ ხოლმე ამგვარ მეგატენდენციებს.
More than a decade ago, when other manufacturers were only beginning to take note of SUVs, the compact, sturdy Pathfinder was already established with the knowledgeable, influential buyers who set such megatrends in motion.