მოიძებნა 668070 ჩანაწერი
6401.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, კიბერნეტიკა
ობიექტების აღწერის დიზუნქტური გაერთიანება საშუალებას იძლევა მივიღოთ დსნფ ცნება.
Disjunctive unification of these descriptions enables to obtain the concept DPNF.
6402.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, კიბერნეტიკა
დსნფ-ს მინიმიზაციას მივყევართ ცნების ლოგიკურ ფორმამდე, რაც შეესაბამება მცირე სიზუსტის მქონე აღწერას.
Minimization of DPNF results in the logical form of the concept, corresponding to the first, the least exact description.
6403.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, კიბერნეტიკა
შემდგომი ფილტრაცია ნიშნის მნიშვნელობის გათვალისწინებით საშუალებას გვაძლევს ავაგოთ ცნების ხე.
Subsequent filtration with due regard for the meanings of indications allows to build the tree of the concept.
6404.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, მათემატიკა
ზოგიერთი არაწრფივი ოპერატორი და არაწრფივი განტოლება.
Some non-linear operators and non-linear equations.
6405.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, მათემატიკა
შესწავლილია ზოგიერთი არაწრფივი ოპერატორი და არაწრფივი განტოლება, რომელთა გულებიც წარმოადგენს აბსტრაქტული სივრცის ელემენტისა და სიმრავლის ფუნქციას.
Some non-linear operators and non-linear equations whose kernels are functions of the element and set of abstract space are considered in the paper.
6406.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, მათემატიკა
ნილპოტენტური ლის რგოლების სტრუქტურული იზომორფიზმები.
Lattice isomorphisms of nilpotent lie rings.
6407.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, მათემატიკა
L ალგებრას K რგოლზე ეწოდება სუფთა, თუ მას, როგორც K - მოდულს, გრეხვა არ გააჩნია.
Lie algebra L over a K ring is called clean if it has no torsion as a K – module.
6408.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, მათემატიკა
ნაშრომის ძირითადი შედეგია.
The main result of this paper is the following.
6409.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, მათემატიკა
თეორემა: თუ L და Lφ სუფთა ლოკალურად ნილპოტენური ლის რგოლებია, მაშინ ყოველი სტრუქტურული იზომორფიზმი φ L - სა და Lφ - ს შორის ინდუცირდება მხოლოდ ერთი იზომორფიზმით.
Theorem: If L and Lφ are clean local nilpotent lie rings, then every lattice isomorphism φ of L onto Lφ is induced by only one isomorphism.
6410.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, მათემატიკა
მოყვანილი მაგალითები ცხადყოფენ, რომ ალგებრებისათვის ველზე თეორემა არაა სამართლიანი, და რომ L - სა და Lφ - საგან ლოკალურად ნილპოტენტურობის მოთხოვნა არსებითია.
The given examples show that for the algebras over a field the theorem is not true and that under the conditions of the theorem local nilpotence of the rings L and Lφ is essential.
6411.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, მათემატიკა
სინგულარული ინტეგრალური ოპერატორების ალგებრების შესახებ ჰელდერის წონიან სივრცეებში.
On algebras of singular integral operators in weighted Holder spaces.
6412.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, მათემატიკა
გამოკვლეულია ჰელდერის წყვეტილკოეფიციენტებიანი სინგულარული ინტეგრალური ოპერატორების მიერ წარმოქმნილი ბანახის ალგებრები ჰელდერის წონიან სივრცეებში.
Banach algebras generated by singular integral operators with piecewise Holder coefficients in weighted Holder spaces are studied.
6413.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, მათემატიკა
ნორმალიზებული ზედაპირების ძირითად განტოლებათა ინტეგრების პირობების შესახებ.
On integrability conditions of the basic equations of normalized surfaces.
6414.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, მათემატიკა
განხილულია ნორმალიზებული ზედაპირების დიფერენციალურ განტოლებათა სისტემის ინტეგრების პირობებისათვის სამი ძირითადი შემთხვევა.
Three basic cases of integrability conditions are considered for a system of differential equations of normalized surfaces.
6415.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, მათემატიკა
კერძოდ, ნაჩვენებია, რომ არსებობენ ზედაპირთა წყვილები, რომლებსაც აქვთ ურთიერთ აპოლარული ასიმპტოტური ბადის ტენზორები, და მათზე ისეთი შეუღლებული ბადეები, რომელთა გრინის წრფეებით ამ ზედაპირეზე ინდუცირდებიან ვეილის ერთი და იგივე შეუღლებული გეომეტრიები.
In particular, the existence is shown of such a pair of surfaces (having asymptotic net tensors apolar to each other), which such conjugate nets on them, that Green’s straight lines of these nets induce Weyls’s same conjugate geometries.
6416.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, მათემატიკა
ჰაარის მწკრივების შესახებ.
On the Haar series.
6417.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, მათემატიკა
მოყვანილია დებულებები, რომლებიც ეხება მონოტონურ კოეფიციენტებიანი ჰაარის მწკრივების რეგულარული მეთოდებით შეჯამებადობის საკითხს.
The Haar series with monotone coefficients are considered and their summability by the regular methods is discussed.
6418.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, მათემატიკა
კერძოდ, განზოგადებულია პ. ულიანოვის ზოგიერთი შედეგი.
In particular, some results of P. L. Ulyanov are generalized.
6419.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, მათემატიკა
წესების გამოყენებათა გადანაცვლებადობა პრედიკატთა გამოყენებით აღრიცხვებში.
Permutability of inferences in applied predicate calculi.
6420.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 65, მათემატიკა
გამოკვლეულია წესების გამოყენებათა გადანაცვლებადობის საკითხი პრედიკატთა გამოყენებით აღრიცხვებში.
The problem of the permutability of inferences is considered in applied predicate calculi.