მოიძებნა 669201 ჩანაწერი
668061.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს მთავრობის დადგენილება №160 ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
ავარიული რეაგირება ასევე წარმოადგენს ნორმალური სოციალური და ეკონომიკური საქმიანობის განახლების საფუძველს.
Emergency response shall also serve as the basis for the resumption of normal socio-economic activities.
668062.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს მთავრობის დადგენილება №160 ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
ე) ავარიული სიტუაცია − მოულოდნელი შემთხვევა ან სიტუაცია, რომელიც მოითხოვს შესაბამისი ოპერატიული ღონისძიებების განხორციელებას რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის თვალსაზრისით გარემოს, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების დაცვის მიზნით.
e) emergency - an unforeseen event or situation requiring the implementation of appropriate operational actions in the field of radiation protection, nuclear safety and security in order to protect the environment, human life, health and property.
668063.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს მთავრობის დადგენილება №160 ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
ვ) არარადიოლოგიური შედეგი − ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის ან გარემოზე, ადამიანის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და ქონებაზე ზეგავლენის მქონე ბირთვული და რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის საპასუხო ზომების უარყოფითი ფსიქოლოგიური, სოციალური ან ეკონომიკური შედეგები.
f) non-radiological consequences - adverse psychological, social or economic consequences of a nuclear or radiological emergency or response measures to a nuclear or radiological emergency affecting the environment, human life, health and property of people.
668064.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს მთავრობის დადგენილება №160 ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
ზ) ბირთვული ავარია − ნებისმიერი ავარია, რომელიც დაკავშირებულია ბირთვულ ან რადიაციულ დანადგართან ან საქმიანობასთან, რომლის შედეგადაც მოხდა ან შეიძლება მოხდეს რადიონუკლიდების გამოთავისუფლება, რასაც, რადიაციული დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჰქონდა ან შეიძლება ჰქონდეს ტრანსსასაზღვრო გავლენა სხვა სახელმწიფოზე.
g) nuclear accident – any accident related to a nuclear or radiological installation or activity resulting in or likely to result in the release of radionuclides, which, from the point of view of radiation protection and nuclear safety, has had or may have transboundary consequences for another State.
668065.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს მთავრობის დადგენილება №160 ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
თ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაცია − ცალკეულ ტერიტორიაზე ან ორგანიზაციებში ისეთი კრიზისული ვითარება, რომელიც გამოწვეულია ჯაჭვური რეაქციის დროს ან მის შედეგად წარმოქმნილი პროდუქტების დაშლისას გამოთავისუფლებული ენერგიით, რადიაციული დასხივებით ან ამგვარი დასხივების რისკით და რომელიც საფრთხეს უქმნის ან/და შეიძლება შეუქმნას მუშაკის ან მოსახლეობის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, იწვევს ან შეიძლება გამოიწვიოს მსხვერპლი, ადამიანთა დაშავება ან/და მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი ან/და გარემოს რადიოაქტიური დაბინძურება.
h) nuclear or radiological emergency - a crisis situation in a particular territory or in organisations caused by energy released during a chain reaction or the decay of products resulting from it, radiation exposure or the risk of such exposure, and which poses or may pose a threat to the life and/or health of workers or the public, causes or may cause casualties, personal injury and/or significant material damage and/or radioactive contamination of the environment.
668066.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს მთავრობის დადგენილება №160 ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაცია მოიცავს რადიოლოგიურ ინციდენტს, ავარიულ სიტუაციასა და ბირთვულ ავარიას.
For the purposes of this Technical Regulation, a nuclear or radiological emergency shall include a radiological incident, an emergency, and a nuclear accident.
668067.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს მთავრობის დადგენილება №160 ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
ი) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის დაგეგმვის მანძილი − დაგეგმვის გაფართოებული მანძილი და საკვები პროდუქტისა და ფართო მოხმარების საგნების დაგეგმვის მანძილი:
i) nuclear or radiological emergency planning distance – extended planning distance and food and consumer goods planning distance:
668068.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს მთავრობის დადგენილება №160 ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
ა) დაგეგმვის გაფართოებული მანძილი − ზონა დანადგარის გარშემო, სადაც ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები, რათა მოხდეს ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის გამოცხადების შემდეგი მონიტორინგი და დანადგარის გარეთ იმ ზონების იდენტიფიცირება, სადაც უნდა განხორციელდეს რეაგირების ზომები მნიშვნელოვანი რადიოაქტიური გამოთავისუფლების შემდგომ პერიოდში, რაც მოსახლეობაში სტოქასტური ეფექტების რისკს ეფექტიანად შეამცირებს.
a) extended planning distance – an area around the facility where appropriate measures are taken to monitor the subsequent declaration of a nuclear or radiological emergency and to identify areas outside the facility where response measures shall be taken in the period following a significant release of radioactive substances that effectively reduce the risk of stochastic consequences to the public.
668069.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს მთავრობის დადგენილება №160 ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
ბ) საკვები პროდუქტისა და ფართო მოხმარების საგნების დაგეგმვის მანძილი − ზონა დანადგარის გარშემო, სადაც ხორციელდება რეაგირების ეფექტიანი ზომები ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის განვითარების შემდეგ, რათა მოხდეს მოსახლეობაში სტოქასტური ეფექტების რისკის ეფექტიანად შემცირება და საკვების, რძისა და სასმელი წყლის განაწილების, გაყიდვისა და მოხმარების და ფართო მოხმარების საგნების გამოყენების შედეგად არარადიოლოგიური შედეგების შერბილება.
b) Ingestion and Commodities Planning Distance (ICPD) – an area around the facility where effective response measures are taken after a nuclear or radiological emergency to effectively reduce the risk of stochastic consequences to the public and mitigate non-radiological consequences resulting from the distribution, sale and consumption of food, milk and drinking water, as well as the use of consumer goods.
668070.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს მთავრობის დადგენილება №160 ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
გამონაკლისია ის საკვები, რომელიც, სავარაუდოდ, რადიოაქტიურად დაბინძურებულია მნიშვნელოვანი რადიოაქტიური გამოთავისუფლების გამო.
The exception is food products that may be radioactively contaminated as a result of significant release of radioactive substances.
668071.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს მთავრობის დადგენილება №160 ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
კ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაცია – ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის ზონაში საფრთხის აღმოფხვრის მიზნით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება.
j) elimination of nuclear or radiological emergency consequences - carrying out emergency rescue operations in the area of a nuclear or radiological emergency in order to eliminate the danger.
668072.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს მთავრობის დადგენილება №160 ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
ლ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შედეგების მიტიგაცია (შემდგომში − მიტიგაცია) – ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის უარყოფითი ზემოქმედების შემცირება, შერბილება ან შეზღუდვა.
k) mitigation of nuclear or radiological emergency consequences (hereinafter - mitigation) – reduction, mitigation or limitation of the negative impact of a nuclear or radiological emergency.
668073.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს მთავრობის დადგენილება №160 ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
მ) ბირთვული და რადიოაქტიური დანადგარი (შემდგომში − დანადგარი) − მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განსახორცილებლად.
l) nuclear radiation equipment (hereinafter - the equipment) – device used for conducting nuclear rand radiological activities.
668074.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს მთავრობის დადგენილება №160 ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
ნ) გადაუდებელი დაცვითი ღონისძიება − დაცვითი ღონისძიება, ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, რომელიც უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ (როგორც წესი, პირველი საათების ან დღის განმავლობაში) ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად და რომელთა განხორციელების დაყოვნების შემთხვევაში ეფექტიანობა მკვეთრად შემცირდება.
m) an urgent protective action - a protective measure in the event of a nuclear or radiological emergency that must be implemented immediately (usually within the first hours or days) to ensure effectiveness and whose effectiveness shall decrease dramatically if implementation is delayed.
668075.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს მთავრობის დადგენილება №160 ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
გადაუდებელი დაცვითი ღონისძიებებია: ფარისებრი ჯირკვლის იოდით გაჯერება (დანართ №1-ში - „იოდის დოზები ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის დროს“ მოცემული დოზების მიხედვით), ევაკუაცია, დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფა, საჭმლის მომნელებელი გზებით რადიონუკლიდების ორგანიზმში მოხვედრის შემცირების ღონისძიებები, ინდივიდების დეკონტამინაცია, სავარაუდოდ რადიოაქტიურად დაბინძურებული საკვების, რძის ან სასმელი წყლის მიღების პრევენცია.
Urgent protective actions shall include: saturation of the thyroid gland with iodine (in accordance with the doses specified in Annex №1 „Doses of Iodine in a Nuclear or Radiological Emergency“), evacuation, provision of temporary shelter, measures to reduce the intake of radionuclides through the gastrointestinal tract, decontamination of persons, prevention of the consumption of presumably radioactively contaminated food, milk or drinking water.
668076.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს მთავრობის დადგენილება №160 ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
ო) გამაფრთხილებელი გადაუდებელი დაცვითი ღონისძიება − გადაუდებელი ღონისძიება, რომელიც, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მიიღება რადიოაქტიური მასალის გამოთავისუფლებამდე/რადიაციის გამოსხივებამდე ან გამოთავისუფლებიდან/რადიაციის გამოსხივებიდან მალევე, რათა თავიდან იქნეს აცილებული ან შემცირდეს მძიმე დეტერმინირებული ეფექტი.
n) Emergency Precautionary Protective Actions – an immediate measure taken taking into account the existing situation before the release of radioactive material/radiation or shortly after the release /radiation in order to prevent or reduce a serious deterministic effect.
668077.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს მთავრობის დადგენილება №160 ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
პ) დაცვა − დეტერმინირებული ეფექტის წარმოქმნის შეზღუდვა ცალკეული პირებისათვის დოზების შენარჩუნებით დადგენილ დოზურ ზღვარზე დაბლა და ყველა აუცილებელი ღონისძიების განხორციელება სტოქასტური ეფექტის შემცირების მიზნით, როგორც აწმყოში, ასევე მომავალში.
o) protection – limiting the occurrence of a deterministic effect by keeping individual doses below the prescribed dose limit and taking all necessary measures to reduce stochastic effects both in the present and in the future.
668078.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს მთავრობის დადგენილება №160 ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
ჟ) დაცვითი ღონისძიება − ღონისძიება, რომელიც უნდა განხორციელდეს ავარიული ან არსებული დასხივების სიტუაციაში წარმოქმნილი დოზის შესამცირებლად ან თავიდან ასაცილებლად.
p) a protective action - a measure that must be taken to reduce or prevent the dose that occurs in an emergency or existing radiation situation.
668079.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს მთავრობის დადგენილება №160 ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
რ) დაცვის შიდა ზონა − პირველი მორეაგირეების მიერ შემოსაზღვრული ზონა რადიაციის პოტენციური საფრთხის გარშემო, სადაც ხორციელდება დაცვითი და რეაგირების სხვა ღონისძიებები, შესაძლო დასხივებისა და რადიოაქტიური დაბინძურებისაგან პირველი მორეაგირეებისა და მოსახლეობის დასაცავად.
q) an internal protection zone - an area demarcated by first responders around a potential radiation hazard, where protective and other response measures are implemented to protect emergency response personnel and the public from possible exposure and radioactive contamination.
668080.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს მთავრობის დადგენილება №160 ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
ს) დიფერენცირებული მიდგომა − პროცესი ან მეთოდი, რომელიც ადგენს კონტროლის ზომების სიმკაცრესა და არსებულ პირობებს, კონტროლის დაკარგვისა და რისკის დონის ალბათობის შესაბამისად.
r) a differentiated approach - a process or method that determines the degree of rigidity of control measures and existing conditions in accordance with the probability of loss of control and the level of risk.