მოიძებნა 669201 ჩანაწერი
668141.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს მთავრობის დადგენილება №160 ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
ავარიული მზადყოფნის V კატეგორიას განეკუთვნება: ა) რადიონუკლიდებით დაბინძურებული პროდუქტების შემოტანა ქვეყანაში.
Emergency preparedness category V shall include: a) importation of products contaminated with radionuclides into the country.
668142.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს მთავრობის დადგენილება №160 ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
ბ) რადიოაქტიური დაბინძურება, რომელიც გამოწვეულია ტრანსსასაზღვრო ავარიის შედეგად.
b) radioactive contamination as a result of a transboundary accident.
668143.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს მთავრობის დადგენილება №160 ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
საქართველოსთვის ყველაზე ახლოს მდებარე პოტენციური საფრთხის წყაროს წარმოადგენს მეწამორის (სომხეთის რესპუბლიკა) ატომური სადგური (400 მგვტ სიმძლავრის რეაქტორი), რომლისგანაც მინიმალური მანძილი საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 108,77 კმ-ია.
The nearest potential source of danger to Georgia is the Metsamor Nuclear Power Plant (400 MW reactor), the minimum distance from which to the state border of Georgia is 108.77 km.
668144.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს მთავრობის დადგენილება №160 ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
იმის გათვალისწინებით, რომ საკვებ პროდუქტებსა და საყოფაცხოვრებო საქონელზე შეზღუდვის რადიუსი ნაწილობრივ ფარავს საქართველოს ტერიტორიას, ავარიული მზადყოფნის V კატეგორიის შემთხვევაში, გასათვალისწინებელია დაცვითი ღონისძიებების გატარება.
Given that the radius of restrictions on food and household goods partially covers the territory of Georgia, protective measures shall be considered in the case of Category V emergency preparedness.
668145.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს მთავრობის დადგენილება №160 ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება უნდა განხორციელდეს ორ მკვეთრად განსაზღვრულ ტერიტორიაზე:
The response to nuclear or radiological emergencies shall be carried out in two clearly defined territories:
668146.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს მთავრობის დადგენილება №160 ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
ა) ობიექტის ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ბირთვული და რადიაციული დანადგარის გარშემო უსაფრთხოების პერიმეტრის საზღვრებში ან შემოსაზღვრული ტერიტორია, შესაბამისი ნიშნულებით, როგორიცაა კონტროლირებადი ტერიტორია რადიოაქტიური წყაროს, მაიონებელი გამოსხივების გენერატორის, რადიოაქტიური ნარჩენის გარშემო ან რადიოაქტიურად დაბინძურებული ტერიტორია.
a) on the territory of an object located within the boundaries of the security perimeter around a nuclear radiation facility or in a demarcated area with appropriate landmarks, such as a controlled area around a radioactive source, an ionising radiation generator, radioactive waste or a radioactively contaminated area.
668147.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს მთავრობის დადგენილება №160 ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
აღნიშნულ ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს დაცვის შიდა ზონა, რომლის უშუალო კონტროლს განახორციელებს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი (შემდგომში − ლიცენზიის მფლობელი).
An internal protective zone must be established within the specified zone, which is under the direct control of the holder of the licence for nuclear radiation activities (hereinafter - the licence holder).
668148.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს მთავრობის დადგენილება №160 ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
ტრანსპორტირებისას, არაკონტროლირებადი რადიოაქტიური წყაროს ან რადიოაქტიური დაბინძურებისას განვითარებული ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ობიექტის ტერიტორია თავიდან ვერ იქნება გამოყოფილი.
In the event of a nuclear or radiological emergency resulting from transportation, an uncontrolled radioactive source, or radioactive contamination, the facility’s territory shall not be initially isolated.
668149.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს მთავრობის დადგენილება №160 ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
ასეთ შემთხვევებში, აღნიშნული ტერიტორია განისაზღვრება პირველი მორეაგირის ან ლიცენზიის მფლობელის მიერ, რადიაციული დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების ზომების დაცვით, რომელიც წარმოადგენს დაცვის შიდა ზონას.
In such cases, the specified zone shall be determined by a first responder or the licence holder in accordance with radiation protection and nuclear safety measures, which constitutes an internal protective zone.
668150.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს მთავრობის დადგენილება №160 ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
ბ) ობიექტის გარეთ მდებარე ტერიტორიაზე, რომელიც არ არის ლიცენზიის მფლობელის კონტროლის ქვეშ და მასზე ავარიული სიტუაცია შესაძლებელია განვითარდეს სერიოზული გამოფრქვევის ან დასხივების (ავარიული მზადყოფნის I და II კატეგორიები) შედეგად.
b) an area outside the object that is not under the control of the licence holder and where an emergency may arise as a result of a serious release or exposure (Emergency Preparedness Categories I and II).
668151.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს მთავრობის დადგენილება №160 ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
ობიექტის გარეთ მდებარე ტერიტორია იყოფა შემდეგ ზონებად: გამაფრთხილებელი ღონისძიებების ზონა და გადაუდებელი დაცვითი ღონისძიებების დაგეგმვის ზონა.
The territory outside the object shall be divided into the following zones: Precautionary Action Zone (PAZ) and the Urgent Protective Action Planning Zone (UPZ).
668152.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს მთავრობის დადგენილება №160 ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
ავარიული მზადყოფნის V კატეგორიის შემთხვევაში, საკვები პროდუქტისა და ფართო მოხმარების საგნების დაგეგმვის მანძილზე, საჭიროების შემთხვევაში, დაცვითი ღონისძიებების გატარება გულისხმობს გარკვეული შეზღუდვების დაწესებას საკვებ პროდუქტსა და საყოფაცხოვრებო პროდუქტებზე, მოსახლეობის გადასახლებას, რადიაციული მონიტორინგისა და კონტროლის დამყარებას.
In the case of Emergency Preparedness Category V, regarding Ingestion and Commodities Planning Distance, if necessary, the implementation of protective actions shall include the imposition of certain restrictions on food and household goods, the resettlement of the population, the establishment of radiation monitoring and control.
668153.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს მთავრობის დადგენილება №160 ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებამდე ავარიულმა მუშაკებმა უნდა გაიარონ ინსტრუქცია რადიაციული დასხივების რისკების, დაცვის ღონისძიებების, რადიაციული გამაფრთხილებელი ნიშნებისა და წარწერების შესახებ.
Before responding to a nuclear or radiological emergency, emergency workers must be instructed on the risks of radiation exposure, protective actions, warning signs and labels about radiation.
668154.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს მთავრობის დადგენილება №160 ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
მაიონებელი გამოსხივების გამაფრთხილებელი დამატებითი ნიშნები განისაზღვრება დანართ №4-ით – „მაიონებელი გამოსხივების გამაფრთხილებელი დამატებითი ნიშანი“.
Additional warning signs about ionising radiation shall be defined in Annex №4 – “An Additional Warning Sign about Ionising Radiation”.
668155.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს მთავრობის დადგენილება №160 ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
ავარიული მუშაკი უნდა იყოს ინფორმირებული ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და ინდივიდუალური დოზიმეტრების აუცილებელ გამოყენებაზე.
Emergency workers shall be informed about the need to use personal protective equipment and individual dosimeters.
668156.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს მთავრობის დადგენილება №160 ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის ტერიტორიიდან გამოსვლის ადგილზე უნდა განხორციელდეს ავარიული მუშაკების დოზიმეტრული კონტროლი და მათი დეკონტამინაცია საჭიროების შემთხვევაში.
At the point of departure from the territory of a nuclear or radiological accident, dosimetric monitoring of emergency workers and, if necessary, their decontamination must be carried out.
668157.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს მთავრობის დადგენილება №160 ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის ტერიტორიიდან გამოსვლის ადგილზე უნდა ხდებოდეს ავარიული მუშაკების დოზიმეტრული კონტროლისა და მათ მიერ მიღებული ინდივიდუალური დოზების აღრიცხვა.
At the point of departure from the territory of a nuclear or radiological accident, dosimetric monitoring of emergency workers and registration of individual doses received by them must be carried out.
668158.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს მთავრობის დადგენილება №160 ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების სისტემა მოიცავს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოებს, მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სახელმწიფო რწმუნებულს, ასევე ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.
The system of response to nuclear or radiological emergencies shall include the bodies of executive power of Georgia, legal entities of public law and state subordinate institutions, authorities of autonomous republics, municipal authorities and governors, as well as individuals and legal entities engaged in nuclear and radiation activities.
668159.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს მთავრობის დადგენილება №160 ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში − სამინისტრო) წარმოადგენს რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფის ძირითად უწყებას.
The Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia (hereinafter - the Ministry) is the main body responsible for radiation protection, nuclear safety and security.
668160.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს მთავრობის დადგენილება №160 ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
ეროვნული მნიშვნელობის ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ქმნის საგანგებო შტაბს, რომლის ფუნქციაა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეაგირების ღონისძიებების განსაზღვრა და განხორციელების ორგანიზება.
In the event of a nuclear or radiological emergency of national importance, the Minister of Environmental Protection and Agriculture of Georgia shall establish an emergency headquarters, whose function is to determine and organise the implementation of response measures by the structural units of the Ministry, state subordinate institutions of the Ministry and legal entities of public law that are part of the Ministry’s system.