მოიძებნა 669201 ჩანაწერი
668641.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ყ) რადიაციული რისკი − რადიაციული დასხივების მავნე ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე (ასევე, ამგვარი ზემოქმედების ალბათობა) და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა რისკი (მათ შორის, გარემოსთვის), რომელიც დასხივების, რადიოაქტიური მასალის (მათ შორის, რადიოაქტიური ნარჩენის) არსებობის ან გარემოში გაფრქვევის, ასევე ბირთვული რეაქტორის ბირთვზე, ბირთვულ ჯაჭვურ რეაქციასა და რადიოაქტიურ ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროზე კონტროლის დაკარგვის პირდაპირი შედეგია.
x) radiation risk - harmful effects of radiation on human health (as well as the probability of such effects) and any other safety-related risk (including the environment) that are a direct result of irradiation, the presence of radioactive material (including radioactive waste) or its release into the environment, as well as the loss of control over the core of a nuclear reactor, a nuclear chain reaction and other sources of radioactive or ionising radiation.
668642.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
შ) რადიოაქტიური დაბინძურება − ნებისმიერ ზედაპირზე, მყარ, თხევად ან აირად მასალებში რადიოაქტიური ნივთიერების არსებობა, სადაც მათი არსებობა არ არის მოსალოდნელი და სასურველი, ასევე პროცესები, რომლებიც ხელს უწყობს მითითებულ ადგილებში მათ არსებობას.
y) radioactive contamination - the presence of radioactive substances on any surface, in solid, liquid or gaseous materials, where their presence is not expected and desired, as well as processes contributing to their presence in specified areas.
668643.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ჩ) რადიოაქტიური მასალა − რადიოაქტიური ნივთიერების შეცველი მასალა.
z) radioactive material - material containing radioactive substances.
668644.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ც) რადიოაქტიური ნარჩენები – ნაკეთობები, მათ შორის, გამოყენებიდან ამოღებული რადიოაქტიური წყარო, მოწყობილობა, ნებისმიერ აგრეგატულ მდგომარეობაში მყოფი ნივთიერება, რომელიც შეიცავს რეგულირებიდან ამოღების დონეზე მეტი აქტივობის კონცენტრაციის რადიონუკლიდებს ან დაბინძურებულია ასეთი რადიონუკლიდებით და რომლის შემდგომი გამოყენება გათვალისწინებული არ არის.
z1) radioactive waste - products, including decommissioned radioactive sources, equipment, substances in any aggregate state, which contain radionuclides with an activity concentration exceeding the level of decommissioning, or are contaminated with such radionuclides, the further use of which is not planned.
668645.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ძ) რადიოაქტიური ნარჩენების სამარხი – შენობა-ნაგებობების კომპლექსი, სადაც უსაფრთხო შენახვისათვის უვადოდ განთავსებულია რადიოაქტიური ნარჩენები, მათი შემდგომი ამოღების განზრახვის გარეშე.
z2) radioactive waste repository - a complex of buildings and structures where radioactive waste is permanently placed for safe storage without the intention of its subsequent removal.
668646.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
წ) რადიოაქტიური ნარჩენების შესანახი – შენობა-ნაგებობების კომპლექსი, სადაც ოპერატორმა უსაფრთხო შენახვისათვის დროებით შეიძლება განათავსოს რადიოაქტიური ნარჩენები, გარდა სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენებისა, მათი შემდგომი ამოღების შესაძლებლობის გათვალისწინებით.
z3) radioactive waste storage - a complex of buildings and structures where the operator may temporarily place radioactive waste for safe storage, with the exception of state-owned radioactive waste, taking into account the possibility of their subsequent removal.
668647.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ჭ) რადიოაქტიური ნარჩენების საცავი – შენობა-ნაგებობების კომპლექსი, სადაც უსაფრთხო შენახვისათვის დროებით შეიძლება განთავსდეს რადიოაქტიური ნარჩენები, მათ შორის, სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენები, მათი შემდგომი ამოღების შესაძლებლობის გათვალისწინებით.
z4) radioactive waste storage facility - a complex of buildings and structures where radioactive waste, including state-owned radioactive waste, may be temporarily placed for safe storage, taking into account the possibility of their subsequent removal.
668648.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ხ) რადიოაქტიური ნივთიერება – ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც შეიცავს ერთ ან რამდენიმე რადიონუკლიდს, რომლის აქტივობა ან აქტივობის კონცენტრაცია რადიაციული დაცვის თვალსაზრისით გასათვალისწინებელია.
z5) radioactive substance - any substance containing one or more radionuclides, the activity or activity concentration of which causes concerns from the point of view of radiation protection.
668649.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ჯ) რადიოაქტიური წყარო − რადიოაქტიური მასალის შემცველი წყარო, რომელიც გამოიყენება, როგორც მაიონებელი გამოსხივების წყარო.
z6) radioactive source - a source containing radioactive material used as a source of ionising radiation.
668650.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ჰ) რადიონუკლიდი − ქიმიური ელემენტის ატომი, რომლის ბირთვი არასტაბილურია და განიცდის რადიოაქტიურ დაშლას;
z7) radionuclide - an atom of a chemical element, the core of which is unstable and undergoes radioactive decay;
668651.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ჰ1) რეგულირებიდან ამოღება – მარეგულირებელი ორგანოს მიერ რადიოაქტიური მასალის ან ბირთვული და რადიაციული ობიექტის ამოღება შემდგომი რეგულირების სფეროდან, ავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობების ფარგლებში;
z8) deregulation - exclusion of radioactive materials or nuclear radiation facilities from the scope of further regulation by the Regulatory Authority within the framework of authorised nuclear radiation activities;
668652.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ჰ2) რეგულირებიდან გამორიცხვა – დასხივების ცალკეული კატეგორიის გამიზნული გამორიცხვა მარეგულირებელი კონტროლის სფეროდან;
z9) exclusion from regulation - the intended exclusion of a certain category of radiation from the scope of regulatory control;
668653.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ჰ3) რეგულირებიდან გათავისუფლება − შემთხვევა, როდესაც მარეგულირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას, მაიონებელი გამოსხივების წყარო ან ბირთვული და რადიაციული საქმიანობა არ დაუქვემდებაროს რადიაციული დაცვის ან/და ბირთვული უსაფრთხოების კანონმდებლობით გათვალისწინებულ ცალკეულ მოთხოვნებს, ვინაიდან გამოსხივება და პოტენციური გამოსხივება მცირეა ან რადიაციული დაცვის უზრუნველსაყოფად ოპტიმალური გამოსავალია;
z10) exemption from regulation - the case when the Regulatory Authority decides not to subject the source of ionising radiation or nuclear and radiation activities to special requirements provided for by the legislation on radiation protection and/or nuclear safety, since the radiation and potential radiation are low or are the optimal solution for radiation protection;
668654.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ჰ4) სამედიცინო დასხივება − დასხივება, რომელსაც იღებს: პაციენტი სამედიცინო დიაგნოსტიკის დროს ან მკურნალობის მიზნით;
z11) medical exposure - exposure incurred by a patient during medical diagnosis or for treatment purposes;
668655.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
პაციენტის დამხმარე და მომვლელი (გარდა პირისა, რომელზეც ვრცელდება პროფესიული დასხივება);
the patient’s assistant and a career (with the exception of persons to whom occupational exposure is applied);
668656.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
მოხალისე, რომელიც ჩართულია ბიოსამედიცინო კვლევით პროგრამაში;
a volunteer participating in a biomedical research programme;
668657.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ჰ5) სამინისტრო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
z12) Ministry - Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia;
668658.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ჰ6) საქმიანობის გაფართოება − ლიცენზირებული ან/და რეგისტრირებული საქმიანობის ფარგლებში მაიონებელი გამოსხივების ახალი წყაროს ან/და იმავე სამართლებრივი რეჟიმისადმი დაქვემდებარებული ახალი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის დამატება;
z13) expansion of activities - the addition of a new source of ionising radiation and/or new nuclear and radiation activities subject to the same legal regime within the framework of licensed and/or registered activities;
668659.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ჰ ) უსაფრთხოების შეფასება − მაიონებელი გამოსხივების წყაროსა და ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული საფრთხეების, ასევე დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების სისტემური შეფასება;
z14) safety assessment - a systematic assessment of the hazards associated with a source of ionising radiation and nuclear and radiation activities, as well as protection and safety measures;
668660.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ჰ8) უკონტროლო (უპატრონო) რადიოაქტიური წყარო − რადიოაქტიური წყარო, რომელიც არასდროს ყოფილა მარეგულირებელი კონტროლისადმი დაქვემდებარებული ან მიტოვებულია, დაკარგულია, არასათანადო ადგილასაა აღმოჩენილი ან სხვაგვარადაა გადაცემული ავტორიზაციის გარეშე;
z15) uncontrolled (unattended) radioactive source - a radioactive source that has never been subjected to regulatory control or has been abandoned, lost, found in an inappropriate location or otherwise transferred without authorisation;