მოიძებნა 669201 ჩანაწერი
668681.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ე) საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობის განსაზღვრა − ბირთვული დაცულობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, უნდა განისაზღვროს როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაუზრუნველყოფილ იქნეს მათი აღსრულება;
e) determination of responsibility in case of violation of the legislation of Georgia - in case of violation of the current legislation in the field of nuclear safety, both administrative and criminal liability must be determined and their enforcement must be ensured;
668682.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ვ) საერთაშორისო თანამშრომლობა და დახმარება − სახელმწიფომ უნდა ითანამშრომლოს სხვა სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ბირთვულ დაცულობასთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე ინფორმაციისა და გამოცდილების გასაზიარებლად;
f) international cooperation and assistance — the State shall cooperate with other States and international organisations to exchange information and experience on issues related to nuclear safety;
668683.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ზ) ბირთვული დაცულობის საფრთხეების იდენტიფიცირება და შეფასება − ბირთვული დაცულობის რეჟიმი უნდა უზრუნველყოფდეს ქვეყნის შიდა და გარე საფრთხეების იდენტიფიცირებასა და შეფასებას (მათ შორის, სანდოობის შეფასებას), მიუხედავად იმისა, ეს საფრთხეები სახელმწიფოს იურისდიქციას ექვემდებარება თუ არა, ასევე მათი შეფასების მუდმივ განახლებას;
g) identification and assessment of nuclear safety threats — the nuclear safety regime shall ensure the identification and assessment (including assessment of reliability) of internal and external threats to the country, regardless of whether these threats fall under the jurisdiction of the State or not, as well as the constant updating of their assessment;
668684.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
თ) სამიზნეებისა და პოტენციური შედეგების იდენტიფიცირება და შეფასება − ბირთვული დაცულობის რეჟიმის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ იდენტიფიცირებული და შეფასებული ბირთვული დაცულობის სამიზნეები და პოტენციური შედეგები;
h) identification and assessment of targets and potential impacts – when developing a nuclear safety regime, nuclear safety targets and potential impacts identified and assessed by the State shall be taken into account;
668685.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ი) რისკზე დაფუძნებული მიდგომა − ბირთვული დაცულობის სახელმწიფო რეჟიმი უნდა შემუშავდეს რისკზე დაფუძნებული მიდგომით, მათ შორის, რესურსების გამოყოფისას, ღონისძიებების ან/და ბირთვულ დაცულობასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისას, რომელიც, თავის მხრივ, დიფერენცირებულ მიდგომასა და სიღრმისეულ დაცვას უნდა ეფუძნებოდეს;
i) risk-based approach - the State nuclear safety regime shall be developed using a risk-based approach, including in the allocation of resources, implementation of measures and/or activities related to nuclear safety, which, in turn, shall be based on a differentiated approach and deep safety;
668686.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
კ) ბირთვულ დაცულობასთან დაკავშირებული შემთხვევის იდენტიფიცირება − ბირთვული დაცულობის რეჟიმი უნდა უზრუნველყოფდეს ბირთვული მასალის ან/და რადიოაქტიური წყაროს მფლობელ ორგანიზაციაში ბირთვული დაცულობის სისტემებისა და ღონისძიებების არსებობას, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება ბირთვულ დაცულობასთან დაკავშირებული შემთხვევის იდენტიფიცირება, შეფასება და კომპეტენტური უწყებისათვის შეტყობინება, მასზე დროული რეაგირების მიზნით;
j) detection of a nuclear safety incident – the nuclear safety regime shall ensure that the organisation in possession of nuclear material and/or a radioactive source has nuclear safety systems and measures through which a nuclear safety incident is identified, evaluated and reported to the competent authority for a timely response;
668687.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ლ) ბირთვულ დაცულობასთან დაკავშირებული შემთხვევისთვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების გეგმის შემუშავება − ბირთვული დაცულობის რეჟიმის ეფექტიანობა დამოკიდებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უწყებებისა და ავტორიზებული პირების მიერ ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების გეგმების შემუშავებასა და პერიოდულად მათ გამოცდაზე, ტესტირებასა და შეფასებაზე;
k) development of a nuclear safety preparedness and response plan – the effectiveness of the nuclear safety regime depends on the development by bodies and authorised persons provided for by the legislation of Georgia of plans for preparedness and response to nuclear or radiological emergencies, as well as their periodic review, testing and evaluation;
668688.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
მ) ბირთვული დაცულობის რეჟიმის მდგრადობა − ბირთვული დაცულობის რეჟიმის მდგრადობის გასაძლიერებლად თითოეული კომპეტენტური ორგანო და რადიაციულ დაცვაში, ბირთვულ უსაფრთხოებასა და დაცულობაში ჩართული პირები ვალდებული არიან, უზრუნველყონ შესაბამისი ადამიანური, ფინანსური და ტექნიკური რესურსები, ბირთვული დაცულობის კულტურა, ეფექტიანობის პერიოდულად გამოცდა და შეფასება, შედეგიანი, ინტეგრირებული მართვის სისტემა, აგრეთვე შიდა და სხვა საფრთხეების გამოვლენისა და მიტიგაციის პროცედურები.
l) the sustainability of the nuclear safety regime - in order to strengthen the sustainability of the nuclear safety regime, each competent authority and persons involved in radiation protection, nuclear safety and security shall be obliged to provide adequate human, financial and technical resources, a culture of nuclear safety, periodic verification and evaluation of effectiveness, an effective, integrated management system, as well as procedures for identifying and mitigating internal and other threats.
668689.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
საგნებში რადიოაქტიური ნივთიერების დამატებისა და ამ საგნების იმპორტის, ექსპორტის ან/და ბაზარზე განთავსების აკრძალვა.
Prohibition on the addition of radioactive substances to items, as well as on the import, export and/or placement of such items on the market.
668690.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
აკრძალულია საკვებ პროდუქტში, სათამაშოში, სამკაულში, კოსმეტიკურ საშუალებასა და სამომხმარებლო პროდუქტში რადიოაქტიური ნივთიერების განზრახ დამატება, ასევე ამ საგნების იმპორტი, ექსპორტი ან/და ბაზარზე განთავსება.
It shall be prohibited to intentionally add radioactive substances to food, toys, jewellery, cosmetics and consumer goods, as well as to import, export and/or place such items on the market.
668691.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
დაუშვებელია რადიონუკლიდებით დაბინძურებული საცხოვრებელი ან სამუშაო სივრცის გამოყენება, თუ დაბინძურების დონე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დაბინძურების დასაშვებ დონეს აღემატება.
It shall be prohibited to use residential or work premises contaminated with radionuclides if the pollution level exceeds the permissible level of pollution established by the legislation of Georgia.
668692.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
აკრძალულია რადიონუკლიდებით დაბინძურებული სამომხმარებლო პროდუქტის იმპორტი, ექსპორტი ან/და ბაზარზე განთავსება, თუ დაბინძურების დონე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დაბინძურების დასაშვებ დონეს აღემატება.
The import, export and/or placing on the market of consumer goods contaminated with radionuclides shall be prohibited if the level of contamination exceeds the permissible level of pollution established by the legislation of Georgia.
668693.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში საქართველოს მთავრობის კომპეტენციას განეკუთვნება:
The competence of the Government of Georgia in the field of radiation protection, nuclear safety and security shall include:
668694.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ა) სტრატეგიული დოკუმენტებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება;
a) adoption of strategic documents and normative acts;
668695.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ბ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ობიექტების ადგილის შერჩევის, მათი დაპროექტების, მშენებლობის, ექსპლუატაციაში შეყვანის, რადიოაქტიური ნარჩენების საცავის დახურვისა და დეკომისიის, რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის დახურვის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება;
b) making decisions on the selection of the location of radioactive waste management facilities, their design, construction, commissioning, closure and decommissioning of radioactive waste storage facilities, and closure of radioactive waste disposal facilities;
668696.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
გ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის დროს არასაკმარისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, მედიკამენტების, ხელსაწყოებისა და სხვა მატერიალური რესურსების არსებობის შემთხვევაში, საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
c) making a decision on requesting international assistance in case of shortage of personal protective equipment, medicinal products, equipment and other tangible resources during a nuclear or radiological emergency;
668697.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
დ) ქვეყანაში არსებული რადიაციული მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მოთხოვნა და განხილვა.
d) request and review the annual report on the radiation situation in the country.
668698.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება:
In the field of radiation protection, nuclear safety and security, the Ministry’s competence shall include:
668699.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ა) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;
a) implementation of the state policy in the field of nuclear and radiation safety;
668700.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ბ) მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი;
b) state control over the activities of the Regulatory Authority;