მოიძებნა 669201 ჩანაწერი
668861.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის გაცემის, მის გაცემაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს.
A decision to grant, refuse to grant or revoke a registration for nuclear and radiation activities is an individual administrative act and must comply with the requirements established for individual administrative acts in Chapter IV of the General Administrative Code of Georgia.
668862.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
მარეგულირებელი ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს რეგისტრაციის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ კანონის 25-ე მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობას.
The Regulatory Authority shall, within 3 days, verify the compliance of the application and the attached documents submitted by the applicant for registration with the requirements of Article 25 of this Law.
668863.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
მარეგულირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
The Regulatory Authority shall decide on the issue or refusal to issue a registration document for nuclear and radiation activities.
668864.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
რეგისტრაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, რეგისტრაციის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი განმცხადებელს.
In case of refusal to issue the registration document, the issuer of the registration document shall be obliged to immediately notify the applicant in writing of the reasoned refusal.
668865.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენიდან 30 დღის ვადაში.
The Regulatory Authority shall be obliged to make a decision on issuing a registration document for nuclear and radiation activities within 30 days from the date of filing the application.
668866.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება რეგისტრაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ, რეგისტრაცია გაცემულად ჩაითვლება.
If the decision to grant or refuse registration is not taken within the prescribed period, the registration shall be considered granted.
668867.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
რეგისტრაციის მაძიებელი უფლებამოსილია რეგისტრაციის გაცემისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოითხოვოს სარეგისტრაციო მოწმობა.
An applicant for registration shall have the right to request a certificate of registration after the expiration of the period established for the issuance of registration.
668868.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ გასცეს სარეგისტრაციო მოწმობა.
The Regulatory Authority shall be obliged to issue a certificate of registration immediately.
668869.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება რეგისტრირებული საქმიანობის გაფართოების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაზეც.
The requirements of this article shall also apply to decisions on the expansion of registered activities.
668870.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ან/და ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია განისაზღვრება ამ კანონითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.
The documentation submitted for obtaining a licence and/or a permit to carry out nuclear and radiation activities shall be determined by this Law and the Law of Georgia on Licences and Permits.
668871.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
მარეგულირებელი ორგანო ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ან/და ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
The decision to issue a licence and/or permit for nuclear and radiation activities shall be made by the Regulatory Authority in accordance with this Law and the Law of Georgia on Licences and Permits.
668872.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის განმცხადებელმა მარეგულირებელ ორგანოს ასევე უნდა წარუდგინოს:
An applicant for a licence to carry out nuclear and radiation activities must also submit to the Regulatory Authority:
668873.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ა) ინფორმაცია საქმიანობის, მაიონებელი გამოსხივების წყაროსა და პერსონალის შესახებ;
a) information about the activity, source of ionising radiation and personnel;
668874.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ბ) რადიაციული დაცვის პროგრამა;
b) radiation protection programme;
668875.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
გ) ბირთვული დაცულობის გეგმა;
c) nuclear safety plan;
668876.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
დ) ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების გეგმა.
d) a nuclear or radiological emergency response plan.
668877.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
მარეგულირებელ ორგანოს უფლება აქვს, დამატებით მოითხოვოს რადიაციული უსაფრთხოების შეფასების ანგარიშის ან/და დეკომისიის გეგმის, ასევე „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინებისა და ავტორიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სალიცენზიო დოკუმენტაციის წარდგენა, დიფერენცირებული მიდგომის შესაბამისად.
The Regulatory Authority shall have the right to additionally request a radiation safety assessment report and/or decommissioning plan, as well as licensing documentation specified in the Ordinance of the Government of Georgia on Approval of the Rules for Notification and Issuance of Permits for Nuclear and Radiation Activities, in accordance with a differentiated approach.
668878.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ამ კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრული ნებართვის მაძიებელმა მარეგულირებელ ორგანოს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია:
An applicant for a permit specified in Article 22 of this Law must provide the Regulatory Authority with the following information:
668879.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ა) გადასაზიდი რადიოაქტიური მასალისა და დამცავი კონტეინერების მახასიათებლების შესახებ;
a) the characteristics of the transported radioactive material and protective containers;
668880.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ბ) რადიოაქტიური წყაროს მწარმოებლის/მომწოდებლის საგარანტიო წერილი I და II კატეგორიების რადიოაქტიური წყაროების დაბრუნების შესახებ (იმპორტის შემთხვევაში);
b) a letter of guarantee from the manufacturer/supplier of the radioactive source on the return of radioactive sources of categories I and II (in case of import);