მოიძებნა 669201 ჩანაწერი
668981.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ე) დაასაბუთოს დეკომისიის ახალი ან გამოუცდელი მეთოდები და დასამტკიცებლად წარუდგინოს მარეგულირებელ ორგანოს;
e) substantiate new or untested decommissioning methods and submit them to the Regulatory Authority for approval;
668982.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ვ) საბოლოო დახურვის თაობაზე გადაწყვეტილება მარეგულირებელ ორგანოს აცნობოს 2 თვით ადრე და წარადგინოს ობიექტის დეკომისიის განაცხადი, დეკომისიის საბოლოო გეგმასთან ერთად, ოპერირების საბოლოო შეწყვეტამდე 2 წლით ადრე;
f) notify the Regulatory Authority of the decision on the final closure two months in advance and submit an application for decommissioning of the facility together with the final decommissioning plan two years before the final termination of operation;
668983.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ზ) დაყოვნებული დემონტაჟის შემთხვევაში უზრუნველყოს ბირთვული და რადიაციული ობიექტის უსაფრთხოება და შესაბამისი დეკომისიის განხორციელება მომავალში;
g) ensure the safety of the nuclear and radiation facility in the event of delayed dismantling and proper decommissioning in the future;
668984.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
თ) დეკომისიის უსაფრთხოდ განსახორციელებლად უზრუნველყოს სათანადო მართვის სისტემა და პერსონალი, მათ შორის, პასუხისმგებელი პირების გადამზადება საჭირო უნარებისა და ცოდნის მისაღებად;
h) provide an appropriate management system and personnel for the safe implementation of decommissioning, including retraining of responsible persons to acquire the necessary skills and knowledge;
668985.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ი) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნის უზრუნველსაყოფად, განახორციელოს ასოცირებული საფრთხეების შესაბამისი ქმედებები და ინციდენტების შესახებ შეატყობინოს მარეგულირებელ ორგანოს;
i) take measures appropriate to the hazards involved and report incidents to the Regulatory Authority to ensure preparedness for a nuclear or radiological emergency;
668986.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
კ) დეკომისიის ნებისმიერ ეტაპზე უზრუნველყოს შესაბამისი ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა.
j) ensure that adequate financial resources are available at any stage of decommissioning.
668987.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
დეკომისიის დროს შეიძლება აუცილებელი გახდეს დეკომისიის გეგმაში ცვლილების შეტანა, რაც მხოლოდ მარეგულირებელი ორგანოს თანხმობით უნდა განხორციელდეს.
During decommissioning, it may be necessary to make changes to the decommissioning plan, which are carried out only with the consent of the Regulatory Authority.
668988.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელმა დეკომისიის დასრულებისას, დეკომისიის დასახული მიზნის მიღწევის დასადასტურებლად, უნდა განახორციელოს რადიოლოგიური მონიტორინგი.
Upon completion of decommissioning, the nuclear and radiation activity licence-holder shall conduct radiological monitoring to confirm that the decommissioning goal has been achieved.
668989.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელმა დეკომისიის დასრულების შემდეგ მარეგულირებელ ორგანოს შესათანხმებლად უნდა წარუდგინოს დეკომისიის ანგარიში, სადაც აისახება დეკომისიის შედეგები, რადიოაქტიური ნარჩენების მართვის მონაცემების ჩათვლით.
Upon completion of decommissioning, a holder of the nuclear and radiation activity licence shall submit to the Regulatory Authority for approval a decommissioning report reflecting the results of decommissioning, including data on radioactive waste management.
668990.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
მარეგულირებელმა ორგანომ, დეკომისიის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების დასრულებისას, უნდა შეამოწმოს ბირთვული და რადიაციული ობიექტის საბოლოო მდგომარეობა, რათა დარწმუნდეს, რომ მარეგულირებელი მოთხოვნები შესრულდა.
Upon completion of the measures taken for decommissioning, the Regulatory Authority shall verify the final condition of the nuclear and radiation facility to ensure compliance with regulatory requirements.
668991.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ბირთვული და რადიაციული ობიექტი მარეგულირებელი კონტროლისაგან არ უნდა გათავისუფლდეს მანამ, სანამ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი არ დაადასტურებს, რომ დეკომისიის გეგმაში მითითებული საბოლოო მდგომარეობა მიღწეულია და ყველა დამატებითი მარეგულირებელი მოთხოვნა შესრულებული.
A nuclear and radiation facility may not be exempt from regulatory control until the holder of a nuclear and radiation facility licence confirms that the final condition specified in the decommissioning plan has been achieved and all additional regulatory requirements have been met.
668992.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის განმცხადებელმა ბირთვული და რადიაციული ობიექტის ექსპლუატაციის მიზნით უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა, რომლებიც აუცილებელია უსაფრთხო დეკომისიის, მათ შორის, წარმოქმნილი რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ხარჯების დასაფარად.
An applicant for a licence to operate a nuclear and radiation facility must ensure the availability of appropriate financial resources for the operation of a nuclear and radiation facility necessary to cover the costs of safe decommissioning, including the management of generated radioactive waste.
668993.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელმა უნდა დაფაროს უსაფრთხო დეკომისიის, მათ შორის, წარმოქმნილი რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ხარჯები.
The licence holder of a nuclear and radiation facility shall be obliged to cover the costs of safe decommissioning, including the management of the generated radioactive waste.
668994.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
დეკომისიისათვის აუცილებელი ფინანსური რესურსების ოდენობა უნდა ეფუძნებოდეს ბირთვული და რადიაციული ობიექტისათვის სპეციფიკური ხარჯების დაანგარიშებას და უნდა შეიცვალოს აღნიშნული ხარჯთაღრიცხვის გაზრდის ან შემცირების შემთხვევაში.
The amount of financial resources required for decommissioning shall be determined based on the calculation of costs specific to the nuclear and radiation facility, and adjusted in case of an increase or decrease in the specified cost estimates.
668995.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
დეკომისიის გეგმის პერიოდული განახლების ფარგლებში, ასევე უნდა გადაიხედოს აღნიშნული ხარჯთაღრიცხვაც.
The specified cost estimates shall also be reviewed as part of the periodic update of the decommissioning plan.
668996.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
დეკომისიის ფინანსური უზრუნველყოფის მოთხოვნები განისაზღვრება „ბირთვული და რადიაციული ობიექტების დეკომისიის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
The requirements for financial support for decommissioning shall be determined by the Ordinance of the Government of Georgia on Approval of the Procedure for Decommissioning Nuclear and Radiation Facilities.
668997.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
დაუშვებელია პირის ავტორიზება, თუ მას არ აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დიფერენცირებული მიდგომის საფუძველზე შემუშავებული და მარეგულირებელ ორგანოსთან შეთანხმებული ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების გეგმა (შემდგომ − რეაგირების გეგმა).
Authorisation of a person shall not be allowed if he/she does not have a plan for preparedness and response to a nuclear or radiological emergency (hereinafter - the Response Plan), developed in accordance with the legislation of Georgia on the basis of a differentiated approach and agreed with the Regulatory Authority.
668998.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
პირმა რეაგირების გეგმის შემუშავებისას:
When developing a response plan, a person shall:
668999.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ა) უნდა შეაფასოს ბირთვული ან რადიოლოგიური სიტუაციის მოსალოდნელი რისკი, საფრთხე და სავარაუდო მასშტაბი, მათ შორის, რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობისა და მოქცეული ტერიტორიისთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობაც;
a) assess the expected risk, danger and probable scale of the nuclear or radiological situation, including potential harm to the at-risk population and the affected area;
669000.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ბ) მხედველობაში უნდა მიიღოს ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის ნებისმიერი შემთხვევის ანალიზის შედეგები და ამ შემთხვევით მიღებული გამოცდილება.
b) take into account the results of any analysis of any nuclear or radiological emergency and the experience gained as a result of such an event.