მოიძებნა 669201 ჩანაწერი
669161.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
10.ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების შედეგები აისახება შესაბამისი საქმიანობის/სამუშაოს განხორციელების ადგილზე გაფორმებულ ინსპექტირების აქტში.
10.The results of the inspection of nuclear and radiation activities shall be reflected in the inspection report drawn up at the place of implementation of the relevant activities/work.
669162.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ლიცენზიის მფლობელისთვის დაკისრებული საჯარიმო სანქცია ფიქსირდება შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში.
The fine imposed on the licence holder shall be recorded in the relevant protocol of the administrative offence.
669163.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
11.მარეგულირებელი ორგანო ახორციელებს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების შედეგების რეგისტრაციას, დოკუმენტირებასა და შეფასებას, ამის საფუძველზე შეიმუშავებს დასკვნას და მას ლიცენზიის მფლობელს წარუდგენს.
11.The Regulatory Authority shall register, document and evaluate the results of the inspection of nuclear and radiation activities, draw up an opinion based on them and submit it to the licence holder.
669164.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ამ დასკვნის მოთხოვნები დადგენილ ვადაში შეასრულოს.
The Licence holder shall be obliged to comply with the requirements of this opinion within the prescribed period.
669165.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
12.საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელის მიმართ გამოიყენება კანონით დადგენილი იძულებითი ზომები.
12.In case of non-compliance with the requirements of the legislation of Georgia and the terms of the licence, coercive measures established by law shall applied to the licence holder
669166.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
13. არაავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელებისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
13. Responsibility for carrying out unauthorised nuclear and radiation activities shall be determined by the legislation of Georgia.
669167.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
14. მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს, რომლის საქმიანობამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მოსახლეობას ან/და დააბინძუროს გარემო, დაუდგინოს დამატებითი პირობები ან/და გაუუქმოს ლიცენზია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
14. The Regulatory Authority shall have the right to impose additional conditions and/or revoke the licence of a licence holder whose activities may cause harm to the public and/or pollute the environment, in the manner established by the legislation of Georgia.
669168.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
15. თუ რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში რეგულირების ობიექტის საქმიანობა რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის პირობების დარღვევით ხორციელდება ან/და თუ ამ საქმიანობის განხორციელებით შეიძლება მყისიერი და უშუალო საფრთხე შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, გარემოს ან შესაბამის მტკიცებულებებს, ინსპექტორს უფლება აქვს, დროებით შეაჩეროს რეგულირების ობიექტის საქმიანობა ამ ნაწილში (საჭიროების შემთხვევაში დალუქოს ეს ობიექტი, დანადგარი, აგრეგატი, მოწყობილობა) და ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს მარეგულირებელ ორგანოს.
15. If the activities of a regulated facility in the field of radiation protection, nuclear safety and security are carried out in violation of the conditions of radiation protection, nuclear safety and security and/or if the implementation of these activities may pose an immediate and direct threat to human life or health, the environment or relevant evidence, an inspector shall have the right to temporarily suspend the activities of the regulated facility in this part (if necessary, seal this object, equipment, unit, device) and immediately notify the Regulatory Authority.
669169.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
16. ინსპექტორს უფლება აქვს, ლიცენზიის მფლობელს მოსთხოვოს, არ დაუშვას სამუშაოზე ის პერსონალი, რომელიც არ შეესაბამება ამ სამუშაოსთვის დადგენილ მოთხოვნებს.
16. An inspector shall have the right to require a licence holder not to allow personnel to work who do not meet the established requirements for this work.
669170.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
17. რეგულირების ობიექტის საქმიანობის შეჩერების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ამ ობიექტზე მის მიერ განხორციელებული და შეჩერებული საქმიანობის შედეგად დარჩენილი რადიოაქტიური მასალის ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფის ვალდებულებისგან არ თავისუფლდება.
17. In case of suspension of the activity of a regulated facility, a licence holder shall not be released from the obligation to ensure nuclear safety and security of radioactive materials remaining as a result of activities carried out and suspended by him/her at this facility.
669171.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
18. იძულებითი ზომების გამოყენების მიზნით ინსპექტორი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების მასალების, მათ შორის, ინსტრუმენტული გაზომვების, შესაბამისი ტესტირების შედეგების, ლიცენზიის მფლობელის ახსნა-განმარტებებისა და სხვა ინფორმაციის საფუძველზე ადგენს სათანადო ოქმს.
18. In order to apply coercive measures, an inspector shall draw up an appropriate protocol based on the materials of the inspection of nuclear and radiation activities, including instrumental measurements, relevant test results, explanations from a licence holder and other information.
669172.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
19. ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტის ან ექსპორტის ნებართვის მისაღებად ამ ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს გამცემისა და მიმღების ლიცენზიების ასლების წარდგენა საჭირო არ არის.
19. In order to obtain a permit for the import or export of nuclear technologies or know-how, it is not required to provide copies of the licences of the issuer and recipient of these technologies or know-how.
669173.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
20.რადიოაქტიური მასალის ექსპორტის ნებართვის გასაცემად საჭიროა:
20.To issue an export permit for radioactive materials, the following shall be required:
669174.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ა) რადიოაქტიური მასალის გამგზავნი მხარის შეტყობინება მისი გაგზავნის თაობაზე;
a) notification of the sending party of the radioactive material on its shipment;
669175.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ბ) რადიოაქტიური მასალის მიმღები მხარის გარანტია მის მიღებაზე;
b) a guarantee of its receipt by the receiving party of the radioactive material;
669176.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
გ) რადიოაქტიური მასალის გადამზიდავი ორგანიზაციის შესაბამისი ლიცენზიის ასლი;
c) a copy of the relevant licence of the organisation carrying out the transportation of radioactive material;
669177.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
დ) გადასაზიდი რადიოაქტიური მასალისა და დამცავი კონტეინერის მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია;
d) information on the characteristics of the transported radioactive material and the protective container;
669178.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ე) რადიოაქტიური მასალის გადაზიდვისას უსაფრთხოებისა და ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფა.
e) ensuring safety and physical protection during transportation of radioactive material.
669179.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
21.ბირთვული მასალის ექსპორტის შემთხვევაში შესაბამისი ნებართვის გასაცემად დამატებით საჭიროა:
21.In case of export of nuclear material, the following additional requirements must be met in order to issue the appropriate permit:
669180.
საქართველოს მთავრობა | საქართველოს კანონი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ა) ბირთვული მასალის მიმღები და გამცემი მხარეების მიერ ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიების შესრულება;
a) compliance with nuclear non-proliferation guarantees by the receiving and issuing parties of nuclear material;