მოიძებნა 668070 ჩანაწერი
6681.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 66, ბიოქიმია
აღნიშნული ფერმენტული სისტემები აკატალიზებენ როგორც α-კეტოგლუტარმჟავას აღდგენითი ამინირების, ასევე გლუტამინმჟავას ჟანგვითი დეზამინირების პროცესს.
These enzymes catalyze both the reductive animation of α-keto-glutaric acid and the oxidative desamination of glutamic acid.
6682.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 66, ბიოქიმია
გამოთქმულია მოსაზრება იმის შესახებ, რომ რეაქციის მიმართულებას ამ ორი ნივთიერების მთლიანი და დასაჟანგი ნაწილის კონცენტრაციათა ურთიერთშეფარდება უნდა აპირობებდეს.
It is suggested that the direction of this reaction must be due to the concentration ratio of the intracellular oxidated parts of these two substances.
6683.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 66, ბიოქიმია
ამარანტისა და ჭარხალ-ჩაის წითელი საღებავის შედარებითი ციტოტოქსიკური მოქმედების შესწავლისათვის.
On the comparative study of the cytotoxic action of red beet-tea dyestuff and amaranth in tissue culture.
6684.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 66, ბიოქიმია
ამარანტისა და ჭარხალ-ჩაის წითელი საღებავის შედარებითი ციტოტოქსიკური მოქმედების შესწავლამ გვიჩვენა, რომ ამარანტის სხვადასხვა კონცენტრაცია ამჟღავნებს ПАО-სა და RH-ის ქსოვილთა კულტურის უჯრედებზე შედარებით უფრო მეტ ციტოტიქსიკურ გავლენას და ნაკლებ ეფექტურობას ადამიანის სიმსივნური უჯრედების მიმართ, ვიდრე ჭარხალ-ჩაის წითელი საღებავი.
A comparative cytomorphological study of the action of red beet-tea dyestuff and amaranth has shown that different concentrations of amaranth exhibit a relatively higher cytotoxic effect on ПАО and RH of tissue culture cells and lesser effectiveness towards human tumour cells than does red beet-tea dyestuff.
6685.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 66, ბიოქიმია
აღსანიშნავია ჭარხალ-ჩაის წითელი საღებავის ციტოსტატიკური აქტივობის გამომჟღავნება.
The antitumorigenic activity of red beet-tea dyestuff should be noted.
6686.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 66, ბიოქიმია
ქლოროგენმჟავას და პ-კუმარმჟავას შემცველობის დინამიკა კავკასიური მოცვის (Vaccinium arctostaphylos L.) ფოთლებსა და ნაყოფში.
The dynamics of the content of chlorogenic and p-coumaric acids in the leaves and fruit of blueberry, Vaccinium arctostaphylos L.
6687.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 66, ბიოქიმია
ქაღალდის ქრომატოგრაფიული მეთოდის გამოყენებით სპექტროფოტომეტრულად შესწავლილია ქლოროგენმჟავასა და პ-კუმარმჟავას შემცველობის დინამიკა კავკასიური მოცვის ფოთლებსა და ნაყოფში ვეგეტაციის ფაზების მიხედვით.
The dynamics of the content of chlorogenic and p-coumaric acids in the leaves and fruit of blueberry in various stages of vegetation was studied by means of the spectrophotometric method after paper chromatographic separation.
6688.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 66, ბიოქიმია
პ-კუმარმჟავას შემცველობა ისაზღვრებოდა მისი შეკავშირებული ფორმების დესტრუქციის შემდეგ.
The content of p-coumaric acid was defined after destruction of its combined forms.
6689.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 66, ბიოქიმია
ქლოროგენმჟავასა და პ-კუმარმჟავას ყველაზე დიდი რაოდენობა შენიშნულია ვეგეტაციის ადრეულ სტადიაზე ფოთლებში და გამონასკვის პერიოდში ნაყოფში.
The highest level of chlorogenic and p-coumaric acids in the leaves was found in the early stage of vegetation and in the ovary.
6690.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 66, ბიოქიმია
გამოთქმულია მოსაზრება ამ მჟავათა მონაწილეობის შესახებ ანთოციანების ბიოსინთეზში.
An assumption is made on the participation of these acids in the biosynthesis of anthocyanins.
6691.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 66, ბიოქიმია
ეთილის სპირტის გარდაქმნა მეორეულ სპირტულ დუღილში.
The conversion of ethyl alcohol during secondary alcoholic fermentation.
6692.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 66, ბიოქიმია
საფუვრები ნაწილობრივ ითვისებენ ეთილის სპირტს მეორეული სპირტული დუღილის პროცესში და მის ნახშირბადებს იყენებენ ორგანული მჟავების, ცილის ამინომჟავების, საფუვრის თავისუფალი ამინომჟავებისა და სხვა ნაერთების ბიოსინთეზში.
Yeasts partly consume ethyl alcohol during the process of secondary alcoholic fermentation. They utilize its carbohydrates in the biosynthesis of organic acids, protein amino acids, free amino acids of yeasts and other compounds.
6693.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 66, ბიოქიმია
ვაზის ფოთლებში ორთოდიფენოლოქსიდაზის ლოკალიზაციის შესწავლა.
A study of the localization of 0-diphenoloxidase in grapevine leaves.
6694.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 66, ბიოქიმია
ვაზის ფოთლებიდან გამოყოფილია ქლოროპლასტები და მიტოქონდრიები.
Chloroplasts and mitochondria have been isolated from grapevine leaves.
6695.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 66, ბიოქიმია
ორთოდიფენოლოქსიდაზა აღნიშნულ სტრუქტურებშია ლოკალიზებული, ხოლო ხსნად ფრაქციაში ფერმენტის აქტივობა არ შეიმჩნევა. დადგენილია, რომ pH-თან დაკავშირებით აღნიშნულ ფერმენტს აქვს მოქმედების ორი ოპტიმუმი (pH 5,0 და pH 7,3).
0-diphenoloxidase is localized in these structures, whereas in the soluble fractions enzyme activity is not observed, in relation to pH this enzyme has been found to have two optimum (pH 5,0 and pH 7,3).
6696.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 66, ბიოქიმია
ნაჩვენებია აგრეთვე ის თავისებურებები, რაც ახასიათებს ქლოროპლასტების და მიტოქონდრიების ორთოდიფენოლოქსიდაზას.
The peculiarities characteristic of the 0-diphenoloxidase of chloroplasts and mitochondria are indicated.
6697.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 66, ბიოქიმია
სხვადასვა პირობებში კურდღლის ორგანიზმის ზოგიერთი ბიოქიმიური მაჩვენებლის შესახებ.
On some biochemical indices of the rabbit’s organism in different conditions.
6698.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 66, ბიოქიმია
გამოკვლეულია კურდღლის ორგანიზმის სხვადასხვა ბიოქიმიური მაჩვენებელი ბაროკამერისა და ჰიდროკორტიზონის შეტანის შემდეგ.
Different biochemical indices of the rabbit’s organism have been investigated in the altitude chamber conditions and following hydrocortisone injection.
6699.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 66, ბიოქიმია
დადგენილია, რომ „ზევით ასვლა“ ბაროკამერაში სხვადასხვა სიმაღლეზე სხვადასხვანაირად მოქმედებს ღვიძლის ინსულინაზასა და ზოგიერთ ბიოქიმიურ მაჩვენებელზე.
“Ascent” to various altitude in the altitude chamber has been found to influence the activity of the liver insulinase and some other biochemical indices in various ways.
6700.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 66, ბიოქიმია
არის აგრეთვე განსხვავება ბიოქიმიურ ეფექტში ჰიდროკორტიზონის შეტანის შედეგად.
There are also differences in the biochemical effect of hydrocortisone injection.