მოიძებნა 668070 ჩანაწერი
6761.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 66, გეოქიმია
ალაზნის ველის ატმოსფერულ ნალექებში შესწავლილია მიკროელემენტების (B, F, P, As, Fe, Ni, Cu, Zn, Br, J და Pb) შემცველობა.
The content of the trace elements: B, F, P, As, Fe, Ni, Cu, Zn, Br, J and Pb has been determined in the precipitation of the Alazani valley.
6762.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 66, გეოქიმია
დადგენილია ნალექებში მათი ცვალებადობის ზღვრები და ზოგიერთი კანონზომიერება.
The range of their variation in the precipitation has been ascertained, as well as some regularities.
6763.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 66, გეოქიმია
ხრამისა და ლოქის მასივების პალეოზოური გრანიტოიდების შედარებითი დახასიათება ტყვიის, თუთიისა და სპილენძის შემცველობის მხრივ.
A comparative description of the paleozoic granitoids of the Loki and Khrami massifs with regard to their content of lead, zinc and copper.
6764.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 66, გეოქიმია
ხრამისა და ლოქის მასივების გრანიტოიდებში ტყვიის, თუთიისა და სპილენძის შემცველობა-განაწილების საფუძველზე განხილულია ამ ქანების მსგავსება-განსხვავების საკითხი.
The questions of the resemblance and difference of the rocks of the Khrami and Loki massifs are considered on the basis of the content and distribution of lead, zinc and copper in the granitoids of these rocks.
6765.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 66, გეოქიმია
გამოვლინებულია გრანიტოიდების დადებითი და უარყოფითი სპეციალიზაცია ტყვიისა და სპილენძის მიმართ.
Positive geochemical specialization of the granitoids has been revealed in relation to zinc, and negative to lead and copper.
6766.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 66, გეოქიმია
შედარებული გრანიტოიდების გეოქიმიური სპეციალიზაციის საერთო სურათი ერთნაირია, რაც გაპირობებული უნდა იყოს მათი წარმომქმნელი პროცესების მსგავსებით.
The general pattern of geochemical specialization of the compared granitoids is the same. Probably accountable for by the similar origin of these rocks.
6767.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 66, გეოქიმია
განსხვავებული გეოქიმიური ნიშნები კი, როგორც ჩანს, გაპირობებულია გაგრანიტების პროცესის სისრულით, სუბსტრატში გრანიტოიდების ფორმირების სიღრმით.
The established geochemical differences are apparently due to the concrete conditions of the formation of granitoids, the extent of granitization process, the depth of granitoid formation, etc.
6768.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 66, დრეკადობის თეორია
თერმოდრეკადობის ძირითადი დინამიკური ამოცანების არსებობის თეორემების დამტკიცებისათვის.
Towards proving the existence of theorems for basic dynamic problems of thermoelasticity.
6769.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 66, დრეკადობის თეორია
თერმოდრეკადობის თეორიის დინამიკურ განტოლებათა სისტემისათვის განხილულია ერთ-ერთი ძირითადი შერეული სასაზღვრო ამოცანა საწყისი და სასაზღვრო პირობებით.
One of the basic mixed boundary value problems with given initial and boundary conditions for the dynamic system of equations of thermoelasticity is considered.
6770.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 66, დრეკადობის თეორია
დროის მიმართ ლაპლასის გარდაქმნის გამოყენებით დამტკიცებულია ამოცანის კლასიკური ამოხსნის არსებობა.
Using the Laplace transformation with respect to time, the existence of a classical solution is proved.
6771.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 66, ეკონომიკური გეოგრაფია
შრომითი ქანქარისებრი მიგრაციები საქართველოს ქალაქებში.
Pendulum migration of labour in the towns of Georiga.
6772.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 66, ეკონომიკური გეოგრაფია
ქვეყნის ურბანიზებულობის ერთ-ერთი მაჩვენებელია შრომითი ხასიათის ქანქარისებრი მიგრაციები, რომლებმაც ფართო გავრცელება ჰპოვეს საქართველოს როგორც მსხვილ, ისე საშუალო და პატარა ქალაქებშიც.
Pendulum migrations of labour has become widespread in large towns, as well as medium-size and small towns of Georgia.
6773.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 66, ეკონომიკური გეოგრაფია
ყოველდღიურად სამუშაოდ ჩამომსვლელთა ხვედრითი წონა საშულო და პატარა ქალაქების დასაქმებულ მოსახლეობაში შეადგენს საშუალოდ 20%, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ცხოვრობს მიზიდვის ცენტრებიდან 10 – 15 კმ დაშორებით.
The proportion of commuters in the economically active urban population amounts, on the average to 20%. Their absolute majority lives at the distance of 10 to 15 km from the centers of labour attraction.
6774.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 66, ეკონომიკური გეოგრაფია
მოცემულია მიგრანტების განსახლებისა და სქესობრივ-პროფესიული სტრუქტურის ანალიზი.
An analysis is made of the settlement, as well as the sex- and professional distribution of commuters.
6775.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 66, ელექტროტექნიკა
კოაქსიალური ხაზის დაუტვირთავი ნაკვეთის ძირითადი ეფექტური პარამეტრების გაანგარიშება.
The design of the basic effective parameters of the unloaded section of coaxial line.
6776.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 66, ელექტროტექნიკა
განხილულია კოაქსიალური კონდენსატორი, როგორც ერთგვაროვანი კოაქსიალური გადამცემი ხაზის დაუტვირთავი მონაკვეთი.
A dovetail capacitor in the form of an open-ended section of homogeneous coaxial transmission line is considered.
6777.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 66, ელექტროტექნიკა
გამოთვლილია მისი ტალღური და ეფექტური შემავალი პარამეტრები სიხშირის ფართო ზღვრებში ცვლის დროს.
The wave and effective input parameters of such a section in a wide-frequency range are also determined.
6778.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 66, ელექტროტექნიკა
ძლიერი ინდუქციური კავშირით შეკრული საზომი წრედების შენაცვლების სქემა.
Substitution of measuring circuits with strong inductive coupling.
6779.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 66, ელექტროტექნიკა
მიღებულია ახალი გარდაქმნა, რომლის საშუალებითაც შეიძლება შეიცვალოს ელექტრული წრედი წარმოდგენილი რამდენიმე გამომყვანის მქონე ინდუქციური ელემენტით, ექვივალენტური სქემით, რაც არ შეიცავს ცხადი სახით ურთიერთინდუქტივობებს.
A new transformation is proposed enabling the replacement of an electric circuit containing several taps by an equivalent circuit without apparent mutual inductances.
6780.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 66, ელექტროქიმია
ფერომანგანუმის ანოდური ქცევა დამჟანგველ ხსნარებში.
Anodic behaviour of ferromanganese in oxidizing solutions.