მოიძებნა 668070 ჩანაწერი
7241.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, გეოლოგია
მადნეულისა და წითელი სოფლის საბადოთა შემცველი ქანების ფიზიკურ-მექანიკური თვისებების მნიშვნელობა გამადნების ლოკალიზაციისათვის.
Significance of physicomechanical properties of containing rocks in locating the mineralization of the Madneuli and Tsiteli Sopeli deposits.
7242.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, გეოლოგია
დადგენილია, რომ მადნეულისა და წითელი სოფლის სპილენძის საბადოთა ჩამოყალიბებისას მნიშვნელობა ჰქონდა შემცველი ქანების ფიზიკურ-მექანიკური თვისებების (პორიანობის, დრეკადობის, სიმტკიცის) მაჩვენებელთა კონტრასტულობას.
The contrastive indices of the physicomechanical properties (porosity, elasticity, strength) of the containing rocks have been ascertained to be of considerable importance in the formation of the Madneuli and Tsiteli Sopeli deposits.
7243.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, გეოლოგია
კვარციანი ალბიტოფირები, არგილითები, პორფირიტები და ტექტონიკური თიხები ასრულებდა ეკრანის, ხოლო კვარც-სერიციტული, კვარც-სერიციტ-ალუნიტური, კვარც-კაოლინური ფაციის მეორეული კვარციტები - მადანშემცველი ქანების როლს.
Quartzose albitophyres, argillites, porphyrites and tectonic clays played a screening role, while secondary quartzites of quartz-sericitic, quartz-sericite-alunitic and quartz-kaolin facies served as ore-bearing rocks.
7244.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, გეოლოგია
ცენტრალური აფხაზეთის ქვედა იურული ნალექების სტრატიგრაფიისათვის.
On the stratigraphy of the Lower Jurassic deposits of central Abkhazia.
7245.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, გეოლოგია
ცენტრალურ აფხაზეთში აღმოჩენილ იქნა ქვედა იურული ნალექების ბაზალური წყება, დახასიათებული სინემურული ფაუნით.
In central Abkhazia the basal suit of the Lower Jurassic deposits containing Upper Sinemurian fauna has been found.
7246.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, გეოლოგია
ცენტრალური აფხაზეთის ქვედა იურული ნალექები მიეკუთვნა სამხრეთ სტრუქტურულ-ფაციალურ ზონას.
Lower Jurassic deposits of central Abkhazia belong to the southern structural-facial zone.
7247.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, გეოლოგია
ჩრდილო სტრუქტურულ-ფაციალური ზონის სინქრონული ნალექებისაგან ისინი განსხვავდებიან მცირე სისქითა და ქვიშიანი მასალის სიჭარბით ჭრილის ზედა ნაწილში.
They differ from the synchronous deposits of the northern zone by their lesser thickness and by abundant sandy material in the upper part of the section.
7248.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, გეოლოგია
სტრუქტურების განვითარების ეტაპები მადნეულისა და ქვემო ბოლნისის სპილენძისა და პოლიმეტალების საბადოებზე.
Stages of the development of structures in the Madneuli and Kvemo Bolnisi copper and polymetallic deposits.
7249.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, გეოლოგია
მადნეულისა და ქვემო ბოლნისის საბადოებზე სტრუქტურების განვითარებაში დგინდება სამი ეტაპი: გამადნებამდელი (შუა ეოცენის წინა და შუა ეოცენური), გამადნებისდროინდელი (თრიალეთის ოროგენული მოძრაობები) და გამადნების შემდგომი.
Three stages of the structure development have been established for the copper- and polymetallic deposits of Madneuli and Kvemo Bolnisi: pre-ore stage (pre-Middle Eocene and Middle Eocene); ore stage (Trialeti orogenic movements), and post-ore stage.
7250.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, გეოფიზიკა
გეომაგნიტურ აღრევათა მორფოლოგიის კვლევის საკითხისათვის.
Concerning the study of the morphology of geomagnetic disturbance.
7251.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, გეოფიზიკა
1955 – 1967 წლებში მომხდარი ყველა - ზომიერი, დიდი და ძლიერ დიდი - გეომაგნიტური ქარიშხლის დროს, მაგნიტური ველის H ელემენტისა - თბილისი (დუშეთი) და Z ელემენტის - ნიემეგკის საათობრივ მნიშვნელობათა ცვლილებების შედარების საფუძველზე მიღებულია, რომ გეომაგნიტური ქარიშხლები შეიძლება დაიყოს ექვს ძირითად ტიპად.
An analysis of comparison data on the hourly-value changes of the H and Z components of the geomagnetic field for the Tbilisi (Dusheti) and Niemegk stations, respectively, during moderate, large and very large magnetic storms occurring within the 1955 – 1967 period has enabled the subdivision of all the cases of magnetic storms studied into 6 types.
7252.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, გეოფიზიკა
მაგნიტურ აღრევათა ექვსი ტიპის დაკვირვება მიუთითებს მზიდან ამოფრქვეული ფიზიკური პარამეტრებით განსხვავებული ნაკადის ტიპების არსებობაზე.
The presence of qualitatively different types of magnetic storms may be indicative of the existence of qualitatively different types of solar corpuscular fluxes differing in respect of their physical parameters.
7253.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, გეოფიზიკა
კონვექტიური ღრუბლების წარმოქმნის თერმოდინამიკური პირობები და ნალექების რაოდენობის პროგნოზის მეთოდი.
Thermodynamic conditions of the formation of convective clouds and a method for predicting rainfall.
7254.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, გეოფიზიკა
თერმოდინამიკის ძირითადი კანონებისა და ატმოსფეროს სტრატიფიკაციის მიხედვით გამოთვლილია კონვექტიური ღრუბლებიდან მიღებული ნალექების რაოდენობა.
The quantity of rainfall from convective clouds has been calculated on the basis of the fundamental laws of thermodynamics and the stratification of the atmosphere.
7255.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, დრეკადობის თეორია
იზოტროპული დრეკადი სფეროს მესამე და მეოთხე ამოცანების ეფექტური ამოხსნა.
On the effective solution of the third and fourth boundary value problems of the elasticity theory for a sphere.
7256.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, დრეკადობის თეორია
მოცემულია მესამე და მეოთხე სასაზღვრო ამოცანების ამოხსნა კვადრატურებში იზოტროპული ერთგვაროვანი დრეკადი სფეროს შიგა და გარე არეებისათვის.
The solution in quadratures of the third and fourth boundary value problems of the elasticity theory inside and outside a three-dimensional sphere are given.
7257.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ეკონომიკური გეოგრაფია
ლანდშაპტი და ირანის სასოფლო არქიტექტურის ზოგიერთი ასპექტი.
The landscape and some aspects of rural architecture in Iran.
7258.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ეკონომიკური გეოგრაფია
ირანის ისტორიულმა წარსულმა, ლანდშაპტის თავისებურებამ, მრავალფეროვნებამ და სოციალურ-ეკონომიურმა პირობებმა საფუძველი შექმნა ქვეყანაში გარკვეული საცხოვრებელი სტრუქტურების წარმოსაქმნელად.
The historical past of Iran, the peculiarities and variety of landscapes and socio-economic conditions led to the emergence of distinctive dwelling structures.
7259.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ეკონომიკური გეოგრაფია
ჯერ კიდევ საკმაოდ ძლიერია ირანში ტრადიციული სასოფლო არქიტექტურა.
The traditional rural architecture is still widespread in Iran.
7260.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ეკონომიკური გეოგრაფია
ახალი ტიპის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა და საერთო სასოფლო არქიტექტურის თანამედროვე ნიმუშების დანერგვა ძალზე ნელი ტემპით მიმდინარეობს.
The construction of new types of dwellings and introduction of modern forms of rural architecture are extremely slow in development.