მოიძებნა 668070 ჩანაწერი
7281.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ენტომოლოგია
საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეხილეობის სკრის საცდელი სადგურის ბაღში, ვაშლის ნარგავებზე გამოვლინებულია ვაშლის ნაყოფჭამიას ვირუსული დაავადება, როგორც მავნებლის რიცხობრივობის ცვალებადობის ბუნებრივი ფაქტორი.
A virus disease of the codling moth, as a natural factor controlling the pest, has been found on apple-trees on the experimental plot of the Skra experimental Station of Fruit Gardening of the Georgia Research Institute of Horticulture, Viniculture and Wine Production.
7282.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ენტომოლოგია
დადგენილია, რომ მატლის დაზიანებულ ქსოვილებში ვითარდება ინფექციური სხეულაკები - ოვალური ფორმის გრანულები ანუ კაპსულები.
Infective granular bodies developed in the tissues of infected larvae.
7283.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ენტომოლოგია
დაავადების დიაგნოსტიკა დადგენილია მიკროსკოპული და ელექტრონომიკროსკოპული გამოკვლევებით საქართველოს მცენარეთა დაცვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის ეკოლოგიის ლაბორატორიაში.
The granular virus disease of the codling moth has been determined by microscopic and electron microscopic studies at the Laboratory of Ecology of the Georgian Research Institute of Plant Protection.
7284.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ენტომოლოგია
ინფექციის გამომწვევი ვირუსი მიეკუთვნება გვარს Bergoldiavirus.
The virus belongs to the genus Bergoldiavirus.
7285.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ექსპერიმენტული მედიცინა
ნარკოზისა და მისი შემდგომი პერიოდის შესწავლა ტოტალური ადრენალექტომიის დროს.
A study of narcosis and the postnarcosis period in total adrenalectomy.
7286.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ექსპერიმენტული მედიცინა
განხილულია ორმომენტიანი ადრენალექტომია.
A double moment adrenalectomy is described.
7287.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ექსპერიმენტული მედიცინა
აღწერილია ნარკოზის მსვლელობის თავისებურება და ოპერაციის შემდგომი პერიოდის კომპლექსური მკურნალობის საკითხები.
The peculiarities of the course of narcosis and postnarcosis period and the problems of complex treatment are described.
7288.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ექსპერიმენტული მედიცინა
ყველა ოპერაცია ჩატარებულია აზოტის ქვეჟანგის ენდოტრაქეალური ნარკოზით ხანმოკლე ტიპის რელაქსანტების გამოყენებით.
All operations have been carried out under endotracheal narcosis by nitrous oxide with the use of relaxants of short action.
7289.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ექსპერიმენტული მედიცინა
არჩევით მეთოდად უნდა ჩაითვალოს აზოტის ქვეჟანგის ნარკოზის გამოყენება ენდოტრაქეალური წესით, მისი ნაკლებად ტოქსიკურობის გამო.
Endotracheal narcosis by nitrous oxide is to be considered the method of choice due to its lower toxicity.
7290.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ექსპერიმენტული მედიცინა
რეგენერატის იმუნომორფოლოგიური შეფასება სხვადასხვა სახის ტენოპლასტიკის დროს.
Immuno-morphological assessment of the regenerate in different kinds of tenoplasty.
7291.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ექსპერიმენტული მედიცინა
იმუნომორფოლოგიურად მაღალსპეციფიური ფლუორესცირებული ანტისხეულების მეთოდით შესწავლილია რეგენერატის მორფოგენეზი 60 ბაჭიის 120 აქილევსის მყესზე აუტო-, ჰომო-, ჰეტერო- და კაპრონოპლასტიკის დროს 3 დღიდან 14 თვემდე ვადებში.
The regenerate morphogenesis of 120 Achilles' tendons of rabbits under conditions of auto-, homo-, hetero- and alloplasty has been studied during periods of from 3 days to 14 months by means of the immunologically highly specific method of fluorescent antibodies.
7292.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ექსპერიმენტული მედიცინა
დადგენილია, რომ დეფექტის სუბსტიტუცია ხორციელდება რეციპიენტის ტენობლასტებით.
The defect substitution has been found to take place by means of the recipient tenoplasts.
7293.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ექსპერიმენტული მედიცინა
რეგენერატის დიფერენციაციის პროცესი ჰეტერო- და კაპრონოპლასტიკის დროს ძლიერ გაჭიანურებულია დროში.
The process of regenerate differentiation by hetero and capronoplasty is very protracted in time.
7294.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ექსპერიმენტული მედიცინა
ამიტომ ამ უკანასკნელთა გამოყენება მყესის დეფექტების პლასტიკისათვის არ არის რეკომენდებული.
Therefore the application of the latter for the plastics of tendon defects is not recommended.
7295.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ექსპერიმენტული მედიცინა
ლიმფოციტების როლის შესახებ მშიერი და მაძღარი ძაღლების ნუკლეინის მჟავების ცვლაში.
On the role of lymphocytes in the exchange of nucleic acids in hungry and fed dogs.
7296.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ექსპერიმენტული მედიცინა
ექსპერიმენტულ პირობებში (ძაღლებზე) დადგენილია, რომ მშიერ მდგომარეობაში მათ სისხლში დიდი რაოდენობითაა ისეთი სახის ლიმფოციტები, რომლებიც მდიდარია ნუკლეინის მჟავებით. ამასთან, ლიმფოციტებში გაძლიერებულია ნუკლეინის მჟავების ცვლა.
Experiments with hungry dogs have revealed a high content of DNA rich lymphocytes in the blood and an intensified exchange metabolism of nucleic acids in the composition of lymphocytes.
7297.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ექსპერიმენტული მედიცინა
მაძღარ ცხოველებში აღინიშნება ნუკლეინის მჟავებისაგან დაცლილი ლიმფოციტების გაძლიერებული გადასვლა სისხლის შემადგენლობიდან, აგრეთვე მასში ნუკლეინის მჟავებით მდიდარი ლიმფოციტების შევსების პროცესის დამუხრუჭება.
In fed dogs there prevail processes of redistribution of lymphocytes impoverished in nucleic acids, as well as an inhibition of the passage into the blood of lymphocytes rich in nucleic acids.
7298.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ექსპერიმენტული მედიცინა
მუცლის აორტის ალოტრანსპლანტატის „შეხორცების“ ზოგიერთი თავისებურება ხანგრძლივი ანტიკოაგულანტური თერაპიის პირობებში.
Some peculiarities of the "implantation" of an allograft of the abdominal aorta under conditions of long-term anticoagulant therapy.
7299.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ექსპერიმენტული მედიცინა
ექსპერიმენტის პირობებში ძაღლებზე დადგენილია, რომ მუცლის აორტის რეზექციისა და მისი ალოტრანსპლანტატით ჩანაცვლების შემდეგ, როგორც ხანგრძლივად (2 წელი) ჩატარებული ანტიკოაგულანტოთერაპიის პირობებში, ისე მის გარეშე ტრანსპლატატის „შეხორცება“ და ნეოინტიმას წარმოშობის პროცესები არსებითად იდენტურია.
The "implantation" of an allograft of the abdominal aorta has been found to take a basically analogous course both against the background of long-term (up to two years) anticoagulant therapy, and without it.
7300.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 67, ექსპერიმენტული მედიცინა
იმ განსხვავებით, რომ პირველ შემთხვევაში შემაერთებელი ქსოვილოვანი კაფსულის ორგანიზაცია უფრო ნელი ტემპით მიმდინარეობს და არსებულ ნეოინტიმას შედარებით ნაზი შენება აქვს.
However, in animals subjected to a prolonged administration of an anticoagulant formation of a fibrous capsule is retarded and the neointima has a thinner and delicate structure.